Home სხვადასხვა დაიჯესტი ბორის ჯონსონის პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა

ბორის ჯონსონის პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა

334
ბორის ჯონსონი

დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბერს გამართული რიგგარეშე არჩევნების შედეგების მიხედვით, პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის პარტიამ თემთა პალატაში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

კონსერვატორების დამაჯერებელი გამარჯვება  იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდება ერთპარტიული მთავრობა და მომავალი წლის 31 დეკემბერს დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს.

ბრექსიტის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოს  სამომავლო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა  ევროკავშირთან მოუწევს. ეს მოლაპარაკებები 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

რიგგარეშე არჩევნები _ ეს იყო ევროკავშირიდან გასვლით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შედეგი. კონსერვატორებს სურთ ბრექსიტის განხორციელება 2020 წლის 31 იანვრამდე. ლიბერალ-დემოკრატები კი ევროკავშირის წევრობის შენარჩუნებას უჭერენ მხარს.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე მიულოცა კონსერვატორების ლიდერს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს “დიდი გამარჯვება” საპარლამენტო არჩევნებში.

ბრიტანეთი აშშ-თან განსაკუთრებული ურთიერთობებით არის დაკავშირებული, არსებობს მოსაზრება, რომ ჯონსონი გაითვალისწინებს ტრამპის გადაწყვეტილებებს, შედეგად კი ბრიტანეთისა და დანარჩენი მსოფლიოს ურთიერთობა დამოკიდებული იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იწინასწარმეტყველა ევროკავშირის დაშლა და დაასახელა ვადა _ “2028 წელი”. მისი აზრით, ბრიტანეთის გზას შეიძლება დაადგეს აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ევროკავშირის დეზინტეგრაცია შეუძლებელი ჩანდა, ახლა კი ეს პროცესი სრულიად აშკარაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here