Home სხვადასხვა დაიჯესტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაეროს მშვიდობისმყოფელებმა 2000-ზე მეტი გოგონა და ქალი გააუპატიურეს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაეროს მშვიდობისმყოფელებმა 2000-ზე მეტი გოგონა და ქალი გააუპატიურეს

608
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაეროს მშვიდობისმყოფელებმა 2000-ზე მეტი გოგონა და ქალი გააუპატიურეს

გაეროს საერთაშორისო ქვედანაყოფებმა მსოფლიო ასპარეზზე არაერთხელ შეირცხვინეს თავი. დღეს მშვიდობისმყოფელთა ძალები მსოფლიოს არაერთ მხარეში განახორციელებენ ოპერაციებს. მათი მოღვაწეობის მასშტაბის წარმოსადგენად საკმარისია, ითქვას, რომცისფერი ჩაფხუტებისთვისმხოლოდ კონგოში, სადაც ისინი არიან განლაგებულნი, წელიწადში იხარჯება ერთი მილიარდი აშშ დოლარი. მართალია, ამ ქვეყანაში სამშვიდობო ძალების ყველაზე დიდი კონტინგენტი იმყოფება, შესაბამისად, ისინი იქ ყველაზე მეტად სკორავენ. მათ მიერ გაუპატიურებული 2000 ქალიდან 700 კონგოდანაა. ამას სჩადიან ისინი, ვინც ვალდებულია, დაიცვას სუსტი სქესი ომისა და ჰუმანიტარული კატასტროფებისგან.

ამასთანავე, ისინი, როგორც წესი, პასუხს არ აგებენ თავიანთი სექსუალური “საგმირო საქმეების” გამო, იმიტომ, რომ გაეროს წესებით ეჭვმიტანილებს გადასცემენ იმ ქვეყანას, რომელშიც მოძალადემ ჩაიდინა ეს საზიზღარი დანაშაული. მაგრამ ქვეყნების უმრავლესობას სხვადასხვა მიზეზის გამო ხელს არ აძლევს საერთაშორისო ძალების წარმომადგენელთა გასამართლება. ამიტომ იყო, რომ ათასობით შემთხვევიდან მხოლოდ 53-მა მიაღწია სასამართლომდე. გამოძიება კი, როგორც წესი, ხუთ წლამდე ჭიანურდება. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ სასამართლოს წინაშე წარმდგართა უმრავლესობა წყლიდან მშრალი გამოდის.

ზოგიერთს სჯიან, რა თქმა უნდა.

იმიტომ, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ამ სახის დანაშაული უმძიმესია. განსაკუთრებით, თუ ძალადობა ჩადენილია მცირეწლოვანთა მიმართ.

საფრანგეთში, მაგალითად, მსჯავრი დასდეს მოქალაქე დიდიე ბურჟეს, რომელმაც კონგოში მშვიდობისმყოფელად ყოფნისას იძალადა 20 ბავშვზე! დაუდასტურეს მხოლოდ 2 ეპიზოდი. ვალერიამ, რომელიც 14 წლისა გააუპატიურეს, “ასოშიეიტედ პრესისმიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში დაწვრილებით ილაპარაკა, თუ როგორ მივიდა მასთან ცისფერჩაფხუტიანი კეთილი ბიძია და ცოტა ფულის მიცემას დაჰპირდა, შემდეგ კი გააუპატიურა. სასამართლო სხდომის დროს პედოფილმა აღიარა, რომ ბევრი მისი თანამოსამსახურე სექსის სანაცვლოდ ბავშვებს ჰპირდებოდა საჭმელს ან ხურდა ფულს.

რა მოხდა შემდეგ?

შემდეგ ვალერია დაორსულდა და იმშობიარა, მაგრამ რით უნდა გამოეკვება ბავშვი? ადგილობრივი ჟარგონით ასეთ ნაბიჭვრებს “მუზუნგას” უწოდებენ, რომლებიც საზოგადოებისგან გარიყულად იზრდებიან. “მშვიდობისმყოფელები ცდილობენ, გოგონები შეაცდინონ ნამცხვრებით, კანფეტებით, რძით, შემდეგ აუპატიურებენ”, _ მოუყვა ჟურნალისტებს დორკას ზავედი, რომელმაც ერთი ასეთი “მუზუნგასი” იშვილა.

15 წლის ბლანდანი გააუპატიურა მაროკოელმა მშვიდობისმყოფელმა, რომლის ვინაობაც ვერ დაადგინეს. გოგონამ თეთრკანიანი ბიჭუნა გააჩინა, რომელიც ამჟამად 10 წლის არის. ბავშვი, როცა თავისი კანის ფერის მქონე კაცს დაინახავს, უცნობს ხალისიანი შეძახილით მივარდება: “მამა, ჩემო მამა! ბოლოს და ბოლოს, ჩამოხვედი?”

“2010 წელს გაეროში დანიშნეს გამომძიებლები, რომლებსაც ჩემი საქმე უნდა გაერკვიათ. დამპირდნენ, რომ მომცემდნენ დახმარებას ბავშვის გასაზრდელად, მაგრამ არაფერი მოუციათ”, _ ამბობს ბლანდანი. საქმე ის არის, რომ ამგვარი შემთხვევებისთვის კოლოსალური თანხა არის გამოყოფილი _ მილიარდობით აშშ დოლარი, მაგრამ ეს ფული უკვალოდ ქრება. ამ თანხას ანაწილებენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შორის; რაც რჩება, იპარავენ იმ ქვეყნებში, რომლებშიც გადარიცხავენ.

11 წლის ბორა ერთი ნაჭერი პურითა და ბანანით შეაცდინეს და, რა თქმა უნდა, გააუპატიურეს, თანაც ორჯერ _ ორი წლის შემდეგ ყველაფერი განმეორდა. და ორივე შემთხვევაში ბავშვი ეყოლა. პირველი გაუპატიურების შემდეგ მშობლებმა უარი თქვეს თავიანთ გოგონაზე, მოიცილეს, გარიყეს. საწყალ, მარტოხელა დედას რამენაირად რომ დახმარებოდა, ალალმა ბიძამ მეურვეობა იკისრა, მაგრამ ბორა იძულებული გახდა, სკოლა მიეტოვებინა. ასეთია ყველა გაუპატიურებული ბავშვის ბედი: სწავლას თავს ანებებენ და უვლიან შვილებს. გაეროს უსინდისო მოხელეები კი ირწმუნებიან, რომ ამ გაჭირვებულებს ეხმარებიან ფულით. უხეში და აშკარა სიცრუეა: არც გაეროდან, არც იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეცაა მოძალადე, არავითარ ფულად დახმარებას მსხვერპლი არ იღებს.

თხუთმეტი წლის ენჯელი მშვიდობისმყოფელთა ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა, სადაც სენეგალელმა პედოფილმა გააუპატიურა. დღეს მისი გოგონა იმდენივე წლისაა, რამდენისაც დედამისი იყო, როცა მასზე იძალადეს.

“ცისფერ ჩაფხუტებიანები”, ათწლეულებია, რაც ერთი ნაჭერი პურით და ხურდა ფულით აცდუნებენ მცირეწლოვანებს, მაგრამ არავინ აწარმოებს ამ სამარცხვინო დანაშაულის სტატისტიკას. მეტიც _ არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. გაეროელებისთვის ზანგები დღესაც აფრიკელი ნიგერები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ (ზანგებს) აფროამერიკელებსა და ევროაფრიკელებს უწოდებენ.

საზიზღრობაა, რომ გაერო, რომელიც ადამიანებზე ზრუნვისთვის დააარსეს, ასე დაეცა. საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალში მდგომარეობა გამოსწორდეს. დრო, რომელიც ახლა მეფობს, საამისო პირობებს არ ქმნის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here