Home რუბრიკები საზოგადოება ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ხელისუფლება ვერ ფლობს სიტუაციას ქვეყანაში

ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ხელისუფლება ვერ ფლობს სიტუაციას ქვეყანაში

დიმიტრი ლორთქიფანიძე

ბასიანსადაგალერიშიჩატარებულმა საპოლიციო ოპერაციებმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ხელისუფლება ვერ ფლობს სიტუაციას ქვეყანაში.

აბა, სხვა რით ავხსნათ, რომ ერთი მუჭა ხალხის სპონტანური (ვითომ?) მიტინგი კინაღამ უამართავი გახდა (დესტრუქციისკენ წაქეზებისა და პოლიტიზების მცდელობები აშკარად ჩანდა) და ვითარების გასანეიტრალებლად მთავრობამ ჯერ შს მინისტრის პირით მოუხადა ბოდიში ნარკომანებსა და მათ დამქაშებს, მერე კი მოლაპარაკებებიც გამართა მათთან. ამ ამბებმა გააჩინა რამდენიმე ლეგიტიმური კითხვა: საიდან და რატომ მოხვდა ნარკოტიკი ღამის კლუბებში? ეს კლუბები ხომ, რამდენიმე წელია, ფუნქციონირებს და იქ გამეფებული ვითარება არავისთვის არ იყო საიდუმლო. სად იყურებოდა პოლიცია? კიდევ: ამ კლუბების მესვეურებმა არ იცოდნენ, რა ხდებოდა კლუბებში? ნარკოტიკების რეალიზაციაში მათი ხელი არ ურევია? დასასრულ, მაინცდამაინც ადამიანები უნდა დაღუპულიყვნენ დოზის გადაჭარბებით, რომ პოლიციას თვალი გაეხილა და ემოქმედა? ხომ ცხადია, რომ მოხმარების ლეგალიზების შემდეგ ჩვენი უცხოელიმეგობრებიდაპარტნიორებინარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზებას მოგვთხოვენ ნარკომანთა უფლებების დაცვის საბაბით. მოხმარება თუ ლეგალურია, მომხმარებელს ლეგალურად შეძენა უნდა შეეძლოსო, არ გვეტყვიან? და მთავრობა რას იზამს: იპოვის გამბედაობას თუ ბერა ახალ კლიპს დაწერს? თბილისში ამ დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასება ვთხოვეთ საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრს, ადამიანის უფლებების დამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძესა და თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრ სოსო მანჯავიძეს.

ბასიანშიმოწყობილი ჰქონდათ ბუნაგები, რომლებშიც ორგიები, მათ შორის გეიორგიები, იმართებოდა

დიმიტრი ლორთქიფანიძე, ადამიანის უფლებათა დამცველი:

_ ის, რაც მოხდა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მოცემულობის წინაშე აყენებს ქართველ საზოგადოებას, რადგან იყო პირდაპირი მცდელობა, ყოვლად მიუღებელი ზნეობრივი ღირებულებები ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ახალი ეპოქის დასაწყისი (იგულისხმება დიქტატურა უმცირესობის სახელით).

ერთი მუჭა ადიქციური ადამიანების ქცევა სცდებოდა ყოველგვარ წარმოდგენას, ახდენდნენ ზეწოლას ხელისუფლებაზე და ტელევიზიებიც ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ პირდაპირი ეთერით, მათი მოთხოვნებით გაჯერებული იყო ყველა და ყველაფერი. მათ ჰქონდათ ლეგიტიმაცია ხელისუფლების მხრიდან, ხოლო ბერა ივანიშვილის სიმღერალეგალიზაციაეხება არა მხოლოდ ნარკოტიკის, მოსაწევის ლეგალიზებას, არამედ უმცირესობების დიქტატურის დასაწყისის გამოცხადებას.

12 მაისის ღამეს სამართლებრივი ხასიათის უპრეცედენტო აქტები ჩატარდა, რომლებსაც წინ უძღვოდა 16 ადამიანის გარდაცვალება გაურკვეველი ნარკოტიკით. მართლია, სპეცოპერაცია ურმის გადაბრუნების შემდეგ ჩატარდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო, რადგან 8 ნარკორეალიზატორი დააპატიმრეს. პოლიცია, რომელმაც სპეცოპერაცია ჩაატარა, იმსახურებდა საზოგადოების სიმპათიასა და მხარდაჭერას, რაც სოციალურ ქსელებში არც დაუფარავთ, თუმცა იმან, რაც ადამიანების ერთი ჯგუფისგან შემდგომ ვიხილეთ, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა: დასხდნენ პარლამენტის შენობის წინ და დედის გინებით ემუქრებოდნენ პოლიციეს. ეს კი სისხლის სამართლის კანონით ისჯება, ეს ძალადობაა, ეს არ არის წვრილმანი ხულიგნობა. აქციის მონაწილეები შეურაცხყოფდნენ ყველას და ყველაფერს, მათ შორის _ ცხრა აპრილის მემორიალს, მაგრამ მათ წინააღმდეგ ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია შესაბამის უწყებას, პირიქით, ბოდიში მოუხადეს…

ეს არის გზა, რომელსაც ხელისუფლებამ მიმართა, რათა იმ ნარკოპოლიტიკის მოსალოდნელ ლიბერალიზაციაზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს, რასაც ქუჩაში მდგომი ადამიანები, დიდი ხანია, გეგმავენ. ხელისუფლებას სურს, საზოგადოებას აჰკიდოს პასუხისმგებლობა უმცირესობის სახელით. ეს საგანგაშოა.

_ განაცხადეთ, რომ კლუბბასიანში”, გარდა ნარკოტიკების მოხმარებისა, სხვა სიბინძურეებიც ხდებოდა, თუმცა მომიტინგეები ამბობდნენ, რომ კლუბში მხოლოდ ცეკვავდნენ

_ ღამის კლუბები არის სისტემური ბოროტების შემადგენელი ნაწილი, ახალი ადამიანის გამოყვანის მცდელობა. კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი “ნაჯა”, იგივე ნათია ორაშვილი (ნაჯა ინდური სიტყვაა და ითარგმნება, როგორც სათვალიანი ასპიტი _ დ. ლ.) არ მალავს, რომ ჩართულია პოლიტიკაში და იმაზე არანაკლებ საქმეს აკეთებს, ვიდრე ნეოლიბერალები საპარლამენტო ტრიბუნიდან. ის თვლის, რომ სერიოზული მუშაობა გასწია კლუბში 3 ათასი ადამიანის გასაწევრებლად, რათა მათ ეცხოვრათ კლუბის შიგა კონსტიტუციით. ნარკომაფია, პროსტიტუცია და ღამის კლუბები ერთი სისტემაა. ისინი ცდილობენ, გამოავლინონ სუსტი ნებისყოფისა და სუსტი ფსიქიკის ადამიანები, რომლებსაც უყვართ ელექტრონული მუსიკა, მაგრამ ნარკოტიკი იწვევდა სხვა რეაქციებს. “ბასიანში” მოწყობილი ჰქონდათ ბუნაგები, რომლებშიც ორგიები, მათ შორის გეიორგიები, იმართეობდა. ეს ყველაფერი არ დამსიზმრებია. ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა მომაწოდა ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთ ბრიტანულ ჟურნალში გამოქვეყნდა. როგორც ჩანს, ღამის კლუბებს შორის არსებობს კონკურენცია და “ბასიანსაც” სჭირდებოდა რეკლამა, რაც ერთ-ერთ ჟურნალისტს დაავალეს. მას უფლება მისცეს, “ბასინში” შესულიყო და გადაეღო იქ მიმდინარე პროცესი. ყველა ფოტო ინტერნეტში გამოქვეყნდა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულ მედიასივრცეში ამას ყურადღება არავინ მიაქცია. დავინტერესდი მოწოდებული ინფორმაციით და ვნახე ინტერვიუ “ბასიანის” ერთ-ერთ მენეჯერთან, ვინმე გიორგი კიკონიშვილთან, ვიხილე ფოტომასალა და ჩემთვის ყველაფერი ნათელი შეიქნა: იქ არავინ მალავდა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ჰქონდათ სრული თავისუფლება. წერდნენ, რომ სახლში ჰყავდათ ბებიები, ბაბუები და არ ეძლეოდათ საშუალება, ეცხოვრათ ისე, როგორც სურდათ, “ბასიანშიკი მათთვის ყველა პირობა იყო შექმნილი.

ეს ფაქტი მიზეზი იყო ყველას დაპატიმრების, მათ შორის იმ ფართობის მეპატრონის, რომელშიც “ბასიანი” ფუნქციონირებდა. ტერიტორია, სადაც ბავშვობა გვაქვს გატარებული და სადაც არაჩვეულებრივი, ოლიმპიური სტანდარტების აუზი იყო, როგორ ჩაუვარდა ხელში ადამიანთა ერთ ჯგუფს სოდომური ცხოვრებისათვის?!

ნარკოტიკი და ღამის კლუბი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილებია და ამის უარყოფას აზრი არ აქვს. ამას არ უარყოფს არც ნაჯა ორაშვილი, რომელმაც ერთ-ერთ გადაცემაში რეკლამა გაუკეთა კლუბს და თქვა, რომ ვერ აუკრძალავს ვერავის 100-დოლარიანი ნარკოტიკის ყიდვას, როდესაც სხვა ნარკოტიკი 150 და 200 დოლარი ღირს.

ეს ადამიანი დაპატიმრებული არ არის.

შევძელი, მომეპოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის ტელეფონის ნომერი და მას შეტყობინება გავუგზავნე, ავუხსენი, რომ, გარდა ნარკოტიკების გასაღებისა, მქონდა ფოტომასალა, რომელიც პროსტიტუციის ბუდის მოწყობასაც ადასტურებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისგან პასუხი არ მიმიღია. ამის შემდეგ ჩემს ფეისბუკგვერდზე ავტვირთე მასალები, რომლებსაც ასიათასობით ნახვა აქვს. სამართალდამცავები ხმას არ იღებენ.

როდესაც დაისვა შეკითხვა, რატომ შეიქნა საჭირო ღამის კლუბში სპეცოპერაციის ჩატარება, ვცდილობდი, მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომლითაც გაამართლებდნენ აღვირახსნილი კლუბის გაწმედნას, მაგრამ ამაოდ…

_ რას უნდა ველოდოთ ამის შემდეგ?

_ ნაჯა ორაშვილი არ მალავს თავის პოლიტიკურ ამბიციებს და ამბობს, რომ “ბასიანი” უნდა ქცეულიყო რამდენიმე პოლიტიკური მოძრაობისთვის პლაცდარმად, რომელიც ხელს შეუწყობდა ახალი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბებას. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომელი ორგანიზაციები და პარტიები იდგნენ ორი დღის განმავლობაში აქციაზე. მათ ახალი ნეოლიბერალური კოალიცია უნდა შეექმნათ, რასაც აქციების დახმარებით შეძლებდნენ.

ასეთ ვითარებაში დრო აღარ ითმენს და ჩვენ, საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა, უნდა შევიკრიბოთ და უარი ვუთხრათ იმ სიბინძურეს, რომელიც მიზანმიმართულად მოემართება ჩვენკენ ქვეყნის დასაქცევად.

სოსო მანჯავიძე
სოსო მანჯავიძე

საქართველოში ცდილობენ, ტურიზმი განავითარონ ნარკოტიკებით, სექსით, სათამაშო ბიზნესით და გადააქციეს კიდეც ქვეყანა ასეთ არეალად

სოსო მანჯავიძე, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი:

_ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც ნებადართულია სათამაშო ბიზნესი, რომელიც არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტი და ხელშეწყობილია. ასეთ ვითარებაში სხვა რა მოლოდინი უნდა გვქონოდა. სათამაშო ბიზნესი იწვევს პროსტიტუციის განვითარებას, რასაც აუცილებლად მოჰყვება ნარკოტიკების თავისუფალი მიმოქცევა. საქართველოში ცდილობენ, ტურიზმი განავითარონ ნარკოტიკებით, სექსით, სათამაშო ბიზნესით და გადააქციეს კიდეც ქვეყანა ასეთ არეალად.

აქ არის ბიზნესინტერესები, მასში არის ჩარეული პოლიტიკაც. ისეთი სპექტაკლი, რომელსაც ორი დღეა ვუყურებთ, სწორედ ბიზნესინტერესების დაცვას სჭირდებოდა.

_ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ სიბინძურის აღკვეთა სცადა, რომელზეც თქვენ საუბრობთ

_ პოლიციას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც გათვალისწინებული არ იყო. “გალერისა” და “ბასიანში” ჩატარებული სპეცოპერაცია აუცილებლად გამოიწვევდა იმ ხმაურს, რომელიც ვიხილეთ და რომელიც მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო. ვიცოდით, რომ აქციაზე გამოვიდოდნენ ის ჯგუფები, რომლებიც საქართველოს გადაშენებაზე მუშაობენ, და ასეც მოხდა, მაგრამ მოხდა უარესიც _ მათ მხარი დაუჭირა მთავრობამ და ბოდიში მოიხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

_ არ ფიქრობთ, რომ მინისტრმა გახარიამ ბოდიში მხოლოდ სიტუაციის განსამუხტავად მოიხადა და მას სხვა მიზანი არ ჰქონდა?

_ ბოდიშის მოხდას სჯობდა, მიტინგზე ელაპარკა, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, დაესახელებინა სახელები და გვარები. მინისტრმა ხომ იცის, რომ ადამიანების ის კატეგორია, რომელიც პარლამენტთან იდგა, დაფინანსების გარეშე გარეთ არ გამოვა, ისინი ყველაზე ანგარებიანები არიან. ნარკომანი, თუ მას ფულის სუნი არ სცემს, არაფერს გააკეთებს.

ბოდიშის მოხდა აუცილებელი არ იყო ან რა ჰქონდა მინისტრს საბოდიშო?! ქვეყნის მოსახლეობისგან უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდათ _ ყველა მოითხოვდა ნარკომოვაჭრეების დასჯას. ხელისუფლებამ თვითონ გადაწყვიტა ბოდიშის მოხდა და ამით საქართველოს სახელმწიფოებრიობას კიდევ ერთხელ მიაყენა დარტყმა.

_ რატომ შევიდნენბასიანში”, თუ მაინც ასე დასრულდებოდა ყველაფერი და თუ მიზანიც ეს იყო?

_ აი, ეს უნდა ვიკითხოთ ჩვენ. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და საქართველოს გადაქცევა ნარკოტიკების კომფორტულად მოხმარების ზონად _ ეს იყო მიზანი, რაც გამოუვიდათ და რისი მოწმეც მალე გავხდებით.

_ იქნებ შინაგან საქმეთა მინისტრს ვიღაცამ უთხრა, _ ბოდიში მოიხადეო, იმ ვიღაცას კი _ სულ სხვა ვიღაცამ

_ რის თქმა გინდათ: ამერიკამ უკარნახა? ამერიკა არაფერ შუაშია. საქართველოში ამ შემთხვევაში იმუშავა სოროსის ფონდმა და ლობისტები არიან ნეოლიბერალური ძალები. საქართველოში ამჟამად ამერიკის ელჩი არ არის და მეეჭვება, სახელმწიფო დეპარტამენტიდან ვინმეს დაერეკა ამ საკითხზე. ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გამოუცხადოს უნდობლობა ტელევიზიებს, არ უნდა ვუყუროთ იმ საზიზღრობას, რომელსაც ტელეეთერიდან გვახვევენ თავს. ბოიკოტის რაღაც ფორმა უნდა მოვიფიქროთ. საქართველო ყველანაირად განადგურებულია, მაგრამ ძალა უნდა მოვიკრიბოთ და წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ქვეყნის მტრებს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here