ბოლო არია

    ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა დანგრა და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა“.   ეს ნათქვამი საშინელი განაჩენივით ისმის ?! ჰიტლერის შემდეგ (არც მანამდე) ასეთი საშინელი ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

    ვის შეეძლო ზელენსკისთვის ასეთი მძიმე ბრალის წაყენება? – ალბათ, პუტინს. დიახ, მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი თუ იტყოდა ასე, მაგრამ, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, ეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა.

    სხვაც ბევრი რამ თქვა დონალდ ტრამპმა. მაგალითად, ეს: საშუალო გაქანების კომიკოსმა ზელენსკიმ შეძლო, შეერთებული შტატები დაერწმუნებინა, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომში,  რომლის მოგებაც შეუძლებელია და  რომელიც არ უნდა დაწყებულიყო“.

    ამ ნათქვამში, სულ ცოტა, ოთხი მნიშვნელოვანი აზრია ჩადებული:

    1. ”საშუალო გაქანების კომიკოსი”. აქ ზელენსკის მხოლოდ არტისტულ ნიჭზე არ არის ლაპარაკი. ეს ამ კაცის საერთო შეფასებაა – საშუალო;

    2.  ამ საშუალოზე არამაღალი შესაძლებლობის კაცმა, როგორც ტრამპი ამტკიცებს, ”შეძლო, შეერთებული შტატები დაერწმუნებინა, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომში”. ამ ნათქვამში შეერთებული შტატების არასახარბიელო პოლიტიკური დონე ჩანს და ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ იყო იმ დროს პრეზიდენტი;

    3. ”რომლის მოგებაც შეუძლებელია”. ეს ნათქვამი აღიარებაა იმისა, რომ არც აშშ-ს, არც კოლექტიურ დასავლეთს და არც ნატოს რუსეთთან ომის მოგება არ შეუძლიათ;

    4. ”რომელიც არ უნდა დაწყებულიყო”. ეს ნათქვამი იმით არის საინტერესო, რომ ომის დაწყებაში ტრამპი, რუსეთს კი არა, უკრაინასა და აშშ-ს ადანაშაულებს.

    გარდა ამისა, ტრამპი აღიარებს უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების დისბალანსს: „შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა, ევროპისთვის ფულის დაბრუნება გარანტირებულია, იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები უკან ვერაფერს მიიღებს. რატომ არ მოითხოვა მძინარა ჯო ბაიდენმა თანასწორობა, როცა ეს ომი გაცილებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის – ჩვენ ხომ დიდი, ლამაზი ოკეანე გვაშორებს?!“

    ტრამპის მტკიცებით, ზელენსკი აღიარებს, რომ გაგზავნილი თანხის ნახევარი დაკარგულია“.

    ტრამპი არც ამაზე ჩერდება: „ის (ზელენსკი – ვ.კ.) უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, უკრაინულ გამოკითხვებში მისი რეიტინგი ძალიან დაბალ პროცენტს აჩვენებს. ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, იყო ის, რომ ბაიდენს თავის დაკრულზე ათამაშებდა”.

    ტრამპი აცხადებს,  რომ აშშ უკრაინას 350 მილიარდი დოლარით დაეხმარა. ზელენსკის პასუხი ასეთი იყო: „სიმართლე ცოტა განსხვავებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ დახმარებისთვის. ვისურვებდი, რომ მეტი სიმართლე ყოფილიყო ტრამპის გუნდისგან… ჩვენი რიცხვები სრულიად განსხვავებულია. მთლიანობაში შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 67 მილიარდის იარაღი და 31,5 მილიარდი პირდაპირი ფინანსური დახმარება მოგვცა“.

    ტრამპისა და ზელენსკის მიერ დასახელებულ თანხებში კოლოსალური განსხვავებაა, ანუ ზელენსკი მასშტაბურ ქურდობაშიც (კორუფციაში) მხილებულია.

    დასასრულ: დიქტატორმა ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება“. ტრამპმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ზელენსკი არჩევნების გზით მოსული დიქტატორი კი არ არის, არჩევნების გარეშე აქვს ხელისუფლება უზურპირებული.

    ყოველივე ამის შემდეგ თქვა ტრამპმა ის სიტყვები, რომლებითაც ეს სტატია დავიწყე: „ზელენსკის, სავარაუდოდ, სურს ფინანსური ნაკადის გაგრძელება. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა დანგრა და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა”.

    უკვე ვთქვი, რომ ტრამპის ეს სიტყვები განაჩენივით ისმის. ალბათ, არც ის დღეა შორს, როდესაც იგი მართლაც შეიძენს განაჩენის ძალას, მაგრამ, სანამ ასეთი რეალობა დადგება, ზელენსკის ნათქვამს ელვის სისწრაფით იტაცებენ მსოფლიო მედიასაშუალებები. ვნახოთ, რა აიტაცეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში საინფორმაციო საშუალებებმა. “მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, როგორც ლიდერის, მიმართ, ის რუსულ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს”, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    ტრამპის პოზიციით ევროპა შოკირებულია. ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებს გერმანიის კანცლერის პოსტის ერთ–ერთი კანდიდატი ფრიდრიხ მერცი: „ეს რუსული რიტორიკაა. დონალდ ტრამპიც იმავეს აკეთებს. ეს არის კლასიკური მაგალითი დამნაშავისა და დაზარალებულის როლების შეცვლისა.  შოკირებული ვარ”.

    გერმანიის მოქმედი კანცლერი შოლციც  არანაკლებ შოკირებული ჩანს: „პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმური მეთაურია”.

    რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კი აცხადებს: „დიქტატორი არჩევნების გარეშე”; „ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება”. „სამი თვის წინათ ჩემთვის რომ ეთქვათ, ეს აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებიაო, მე გადავიხარხარებდი. დონალდ ტრამპი 200 პროცენტით მართალია. ზელენსკი ბანკროტი კლოუნია”.

    რა გამოვიდა?

    ტრამპი ზელენსკის: „დიქტატორი არჩევის გარეშე!”

    ზელენსკი ტრამპს: „ის რუსულ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს!”

    ზელენსკის ამ ნათქვამზე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ვენსს უმკაცრესი რეაქცია ჰქონდა: „ის იდეა, რომ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს აზრს შეუცვლის საჯარო შეურაცხყოფით, ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ამაზრზენი მეთოდია”.

    მიუხედავად ამისა, ზელენსკი იმედს არ კარგავს და აცხადებს: „ვინმეს „პირდაპირ ახლა” თუ სურს ჩემი შეცვლა, „პირდაპირ ახლა” არ გამოვა”.

    გამოვა, გამოვა. ჩამოხრჩობა ან დახვრეტაპირდაპირ ახლაარ გამოვა, იურიდიული პროცედურები და სასამართლო დასჭირდება, ომელი დროში გაიწელება, მაგრამ შეცვლა თვითმარქვია დამნაშავისა,  რა თქმა უნდა, არანაირ სირთულესთან არ არის დაკავშირებული, არჩევნების ჩატარება სავსებით საკმარისია.

    როგორი განვითარება შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას?

    თავს ვერ მივცემ წინასწარმეტყველების უფლებას, მაგრამ ერთ კონკრეტულ საკითხში ოდნავ გავასწრებ მოვლენებს: რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების ელ რიადში გამართულმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ, მიუხედავად უზარმაზარი წინააღმდეგობისა, ორივე ზესახელმწიფო ერთმანეთთან დიალოგის პოტენციალითაც აღჭურვილია და, რაც მთავარია, ამ პოტენციალის გამოყენების სურვილსაც ამჟღავნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზელენსკის ტრაგიკომიკური როლი ისტორიაში დამთავრებულია. მან უკვე იმღერა მისი ბოლო არია.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                           

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here