სირიის არმიის ჯარისკაცებმა ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე შენობების დათვალიერებისას, რომლებსაც მოთარეშეები თავშესაფრად იყენებდნენ, იპოვეს იარაღი, სიგარეტები, სკანვორდების ჟურნალი და უკრაინის დროშა. ვიდეო გამოქვეყნდა 28 სექტემბერს “ტვიტერის” აკაუნტში Syria Today.
ცნობაში ნათქვამია, რომ ნაპოვნი ნივთები ეკუთვნოდა “ისლამური სახელმწიფოს” მოთარეშეებს. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ტერორისტულ დაჯგუფებაში მიღებული არ არის ეროვნული კუთვნილების რაიმე ფორმით გამოხატვა, ამიტომ დროშის პატრონს, სავარაუდოდ, არაფერი ჰქონდა საერთო ამ ორგანიზაციასთან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სირიაში 20-დან 40 ათასამდე უცხოელი “ბოევიკი” იბრძოდა, მათ შორის 10 ათასი დსთ-ის მოქალაქე იყო, ხოლო ნახევარზე ცოტა ნაკლებს რუსეთის პასპორტი ჰქონდა.