Home სხვადასხვა დაიჯესტი “ბნელი ღამე” ახლოსაც ვერ მივა “არმატასთან”

“ბნელი ღამე” ახლოსაც ვერ მივა “არმატასთან”

1160
“ბნელი ღამე” ახლოსაც ვერ მივა “არმატასთან”

გერმანულმა ჟურნალმა Focusმა რამდენიმე დღის წინათ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანელებმა შექმნეს ტანკი Black night (“ბნელი ღამე”), რომელიც თითქოს პასუხია რუსული -14 “არმატასმიმართ, მაგრამ, სპეციალისტთა აზრით, ახალი ბრიტანული ტანკი, უბრალოდ, ჩჰალლენგერ 2-ის (“Challenger 2”) ახალი ვერსიაა.

“ბნელი ღამე” პირველად წარმოადგინეს 2018 წელს მელბრუკში გამართულ თავდაცვითი ტექნიკის გამოფენაზე. შემქნელი კომპანია BAE Sistems-ი ახალ ტანკს წარმოადგენს, როგორც “ჩელენჯერ 2”-ის მოდერნიზებულ ვერსიას.

“ბნელი ღამის” კონსტრუქტორებმა საბრძოლო პოტენციალს მოუმატეს ღამის ხედვის ახალი სისტემის დამონტაჟებით, აგრეთვე, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან დაცვის ახალი კომპლექსით. ტანკის პრინციპული აგებულება კი ადრინდელი დარჩა, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო ეკიპაჟის ყოფნას საბრძოლო მასალებსა და საწვავთან ერთად.

T-14 “არმატაში” ეკიპაჟი თავსდება ცალკე დაჯავშნილ კაფსულში, ტანკი იმართება დისტანციურად. “არმატაზე” დამონტაჟებულია დაცვის სისტემა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. T-14 “არმატა” ომის შემდეგი პერიოდის მესამე თაობის ერთადერთი ტანკია მსოფლიოში. რაც შეეხება “ჩელენჯერ 2”-ის ახალ ვერსიას, ეს ტანკები ბრიტანეთის არმიის ძირითადი საბრძოლო მანქანები მხოლოდ 2035 წლისთვის იქნება.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here