Home სხვადასხვა დაიჯესტი ბლუმბერგისა და ტრამპის პოლემიკა საქართველოს კრიტიკის ფონზე

ბლუმბერგისა და ტრამპის პოლემიკა საქართველოს კრიტიკის ფონზე

1614
ბლუმბერგისა და ტრამპის პოლემიკა საქართველოს კრიტიკის ფონზე

გამოცემაბლუმბერგი”, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატს, ნიუიორკის ყოფილ მერს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაუძინებელ მტერს _ მაიკლ ბლუმბერგს ეკუთვნის, “ქართული ოცნებისმიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილსჩრდილოვან ბოსადმოიხსენიებს.

გამოცემა “ბლუმბერგი” ნიანგის ცრემლებს ღვრის საქართველოს ბედზე (ნეტავ თუ იციან, საერთოდ, საქართველო სადაა?!) და, რადგან ჩვენი ჩათრევა ვერ მოახერხა ტრამპის საწინააღმდეგო კამპანიაში, ცდილობს, ამისთვის სამაგიერო ბიძინა ივანიშვილს გადაუხადოს. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, დაქირავებული ლობისტები, ძირითადად, სწორედ “ქართული ოცნების” მითითებებით იმუშავებენ.

“ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. თავდაპირველად, თვითონ ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეგრესზე, რომელიც რეპრესიებში გადაიზარდა. საქართველომ გამოიცვალა რამდენიმე პრემიერმინისტრი, რომლებიც ივანიშვილის კონტროლის ეფექტიან კონსოლიდაციას ახორციელებდნენ და ბოლო პერიოდში ივანიშვილის ოპოზიციის დაშინებასა და დაპატიმრებაზეც გადავიდნენ. ამის უკანასკნელი მაგალითია ის, რომ უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის დაპატიმრებული უკვე იყო”.

აქ გამოცემა ურცხვად მანიპულირებს ცნებებით. ამ საქმეზე უგულავა არ ყოფილა დაპატიმრებული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო, გამამტყუნებელი საპატიმრო განაჩენი უგულავას მიმართ კანონიერ ძალაში პირველად ახლა შევიდა.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, ლობისტ ქოულმანს რთული საქმე აქვს.

“იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ავტორიტარული პარტნიორები ჰყავს, მაგალითად, ისეთი, როგორც საუდის არაბეთია, შესაძლოა, იმ თემის განხილვა, რომ ამერიკა სტრატეგიული მიზნების გამო ბევრის მომთმენია, მაგრამ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან უფრო ახლო ურთიერთობა დაემყარებინა კანონის უზენაესობის დაცვითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ქოულმანის ახალი კლიენტი, სამწუხაროდ, სულ სხვა მხარეს არის. ამას ვერანაირი ფული ვერ შეცვლის”, _ წერს გამოცემა. “ბლუმბერგი” თავს იბრმავებს და იყრუებს, ვითომ უგულავას და “ძმათა მისთა” მმართველობის პერიოდში საქართველოში სულ კანონის ზეიმი გვქონდა ყოველდღე და თურმე მხოლოდ ახლა გვყავს დიქტატორი მმართველი.

ამასობაში დონლად ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” მაიკლ ბლუმბერგის დამცინავი ფოტო გააზიარა და გააკრიტიკა კიდეც.

“მინი მაიკლ ბლუმბერგი არის მასხარა და “ლუზერი”, რომელსაც აქვს ფული, მაგრამ დებატები არ შეუძლია. ის მე უენერგიო ჯებ ბუშის პაწაწინა ვერსიას მახსენებს, მაგრამ ჯებს მეტი პოლიტიკური უნარი აქვს და შავკანიან მოსახლეობას უკეთესად ეპყრობოდა, ვიდრე მინი”, _ წერს ტრამპი.

მისივე თქმით, ბლუმბერგი “163 სანტიმეტრი უსიცოცხლო ენერგიის მასაა, რომელსაც არ სურს პროფესიონალ პოლიტიკოსებთან დებატებში შესვლა”.

ტრამპის განცხადებას ასევე “ტვიტერით” გამოეხმაურა ნიუ-იორკის ყოფილი მერი.

“დონალდ ტრამპ, მე და შენ ნიუ-იორკში ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. ხალხი დაგცინის და კარნავალის მყეფავ კლოუნს გეძახის. მე მაქვს ჩანაწერები და რესურსები, რომ დაგამარცხო, ასეც ვიზამ”, _ წერს ბლუმბერგი.

P.S. როგორც მაიკლ ბლუმბერგის საარჩევნო შტაბმა განაცხადა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ბლუმბერგის გამარჯვების შემთხვევაში, ვიცეპრეზიდენტი იქნება სააკაშვილის მფარველი “ანგელოზი” ჰილარი კლინტონი.

მოამზადა

გიორგი გავაშელმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here