Home ახალი ამბები მსოფლიო “ბი-ბი-სი” ითხოვს, ნებისმიერ ფასად შექმნან “მტკიცებულება”, რომ რუსეთი ერეოდა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო...

“ბი-ბი-სი” ითხოვს, ნებისმიერ ფასად შექმნან “მტკიცებულება”, რომ რუსეთი ერეოდა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციებში

“ბი-ბი-სი” ითხოვს, ნებისმიერ ფასად შექმნან “მტკიცებულება”, რომ რუსეთი ერეოდა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციებში

ბიბისისრუსული სამსახურის რედაქცია თანამშრომლებისაგან ითხოვს მტკიცებულებებს საფრანგეთშიყვითელი ჟილეტებისსაპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაშირუსეთის ჩარევისშესახებ. ამის შესახებბიბისისთანამშრომელმა ქალმა განაცხადა ერთერთ კორესპონდენტთან მიმოწერაში. ეს კორესპონდენტი კი პარიზში მიმდინარე აქციებს აშუქებს.

“ბი-ბი-სის” ჟურნალისტი ცდილობდა, შეეტყო, აქვს თუ არა მოსკოვს რაიმე კავშირი საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან. კორესპონდენტმა განუცხადა ჟურნალისტს, რომ მიტინგებზე არც ერთი რუსი არ დაუნახავს “ბი-ბი-სის” თანამშრომელი ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა: “ხომ შეიძლება, რომ რომელიღაც რუსული ბიზნესი ამით ხელს ითბობდეს?” _ ჰკითხა მან. კორესპონდენტმა პასუხად მხოლოდ გაიცინა. როგორც “ბი-ბი-სის” ჟურნალისტმა ახსნა, მან უნდა “მოძებნოს კუთხეები”, რათა დაამტკიცოს მოსკოვის ჩარევა, რადგან “რედაქცია ითხოვს სისხლს”.

საპროტესტო აქციები საფრანგეთში

“ყვითელი ჟილეტების” აქცია, რომელმაც თავდაპირველად ბენზინის გაძვირების გამო იფეთქა, შემდეგ კი სოციალური ვითარების გამო უკმაყოფილებაში გადაიზარდა, 17 ნოემბერს დაიწყო. მასობრივ საპროტესტო აქციებს ახლდა დემონსტრანტების შეტაკება პოლიციელებთან, დარბევები, მაღაზიების ვიტრინების ჩამსხვრევა და ავტომობილების დაწვა.

გასულ კვირას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების გენერალური სამდივნო აწარმოებს გამოძიებას რუსეთის ჩარევაზე “ყვითელი ჟილეტების” აქციაში. კრემლმა ეს ბრალდება ცილისწამებად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს საპროტესტო აქციები საფრანგეთის საშინაო საქმეა და რუსეთი სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში არ ერევა.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here