Home რუბრიკები პოლიტიკა ბიუჯეტის მესამედი უნდა გადავაყოლოთ იმას, რომ მეზობელი გავაღიზიანოთ და დასავლეთს ვასიამოვნოთ?

ბიუჯეტის მესამედი უნდა გადავაყოლოთ იმას, რომ მეზობელი გავაღიზიანოთ და დასავლეთს ვასიამოვნოთ?

უცხო ქვეყნის ელჩი დღის წესრიგს რომ უწერდა ხელისუფლებას და ყველა თანამდებობის პირის დანიშვნა მასთან თანხმდებოდა, ეს არ არის ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა?!

2680
ბიუჯეტის მესამედი უნდა გადავაყოლოთ იმას, რომ მეზობელი გავაღიზიანოთ და დასავლეთს ვასიამოვნოთ?

ხომ გახსოვთ, ამას წინათ რომ ითქვა: მოსახლეობაში ცუდი მოლოდინი არსებობს და ამას კონკრეტული ტელევიზია უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ ლარის ინფლაციაზე აისახებაო? ჰოდა, ახლა, როცა ის კონკრეტული ტელევიზია უკვეპარტერშიაგადაყვანილი, ყველა ხვდება, რისი ცუდი მოლოდინი არსებობს?

იქნებ ის სჯობს, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ, ცუდი მოლოდინი კი არა, ამ დღეში იმ ერთადერთი მიზეზით ჩავვარდით, რომელსაც ქვეყნიდან რუსი ტურისტების გაძევება და რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა ჰქვია. სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა დათვალეს და გაარკვიეს, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნამ (და ყველა აღიარებს, რომ ჩავარდა) ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გვაზარალა, საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა არც ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე ნახევარ მილიარდს გვაზარალებს, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შემცირებაც _ ამდენივეს და გამოვიდა, რომ ერთ თვეში 1.5 მილიარდი დოლარის დეფიციტიგამოვიმუშავეთ”. დღევანდელი კურსით, ეს 4 მილიარდ ლარზე მეტია, ანუ საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი და მეტი რაღა ცუდი მოლოდინი გვინდა, როცა კატასტროფული სიტუაცია შეგვექმნა?!

ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიცია ბოლო ხმაზე უკიჟინებს ხელისუფლებას, რომ რუსეთი მთავარი მტერია და მასთან მოლაპარაკება არ შეიძლება, რომ რუსები თურმე ჩვენს საქმეებში ერევიან და…

სხვათა შორის, ბევრი სკეპტიკურად უყურებს აბაშიძეკარასინის შეხვედრებს, მაგრამ რეალურად ეს არის ერთადერთი ძაფი, რომლითაც მიბმული ვართ ყველაზე დიდ მეზობელზე. სწორედ ამ შეხვედრებზე წყდება ის, რაც ამ დონის ჩინოსნებმა უნდა გადაწყვიტონ, და როგორც ერთი, ისე მეორე მხარე აღიარებენ, რომ უფრო მეტის გადასაწყვეტად შეხვედრები უმაღლესმა პირებმა უნდა გამართონ.

გასულ კვირას ჯერ სერგეი ლავროვმა, შემდეგ კი გრიგორი კარასინმა სამი პირობა წამოაყენეს და, მათი შესრულების შემთხვევაში, მაღალ დონეზე დიალოგის განახლებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. ისე როგორ იქნებოდა, მათი პირობა ოპოზიციას ულტიმატუმად არ მოენათლა, არასამთავრობო სექტორს არ დაეგმო დახელისუფლებას არ განემარტა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ არ ახსნა ხელისუფლებამ, რომ  კარასინისა და ლავროვის მოთხოვნები, ულტიმატუმი კი არა, რომ დავფიქრდეთ, სავსებით საფუძვლიანი და, რაც მთავარია, ლეგიტიმურია. აი რას ითხოვენ ისინი: 1. საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციას; 2. რუსოფობიის კამპანიის დასრულებას; 3. რუსეთის მოქალაქეებისთვის შექმნილი პრობლემების აღმოფხვრას.

ახლა ის ვთქვათ, რომელი პირობაა ისეთი, რომელიც მიუღებელია ჩვენთვის: საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, კარასინისა და ლავროვის კი არა, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში უნდა შედიოდეს. რუსოფობიას რაც შეეხება, დაგვეთანხმეთ, რომ ცუდია, როცა ადამიანი შენი ქვეყნის დასათვალიერებლად და კულტურის გასაცნობად ჩამოდის და აქ აგრესია ხვდება. სწორედ ამას არის მიბმული მესამე პირობაც _ რუსეთის მოქალაქეებისთვის შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა.

მოდი ახლა ამ ყველაფერს სხვა კუთხიდან შევხედოთ: ამერიკას რომ მოეთხოვა იგივე ან ევროპის ნებისმიერ ქვეყანას, რა მოხდებოდა? გეტყვით _ გამოვიდოდა ოპოზიცია და ხელისუფლებას დაამუნათებდა: მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს როგორ ექცევითო! მერე არასამთავრობო სექტორი ატეხდა წიოკს, მერე სწორედ ოპოზიციისა და არასამთავრობოების მიერ მართული ჯგუფები გამოვიდოდნენ რუსთაველზე ევროკავშირისა და ამერიკის დროშებით და მოითხოვდნენ უზურპატორი ხელისუფლების გადადგომას. ეს მაშინ, როცა კარასინისა და ლავროვის მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში სტაბილიზაციასა და მათი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებზე აღქმული იქნა, როგორც ჩარევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში.

ამერიკის სალჩო განცხადებას განცხადებაზე რომ აკეთებს ხოლმე, არაერთი ელჩი დღის წესრიგს რომ უწერდა ხელისუფლებას და ყველა თანამდებობის პირის დანიშვნა მასთან თანხმდებოდა, ეს არ არის ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა?! თუ ინგლისურს უკეთესი ჟღერადობა აქვს და დამონების ნიშნებს ვერ ვგრძნობთ?! მიახლოებით მაინც წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, რომელიმე რუს მაღალჩინოსანს რომ ეთქვა, _ საქართველოში მინისტრების დანიშვნა უნდა შემითანხმოთო?

წეღან ექსპერტები ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ, იმავე ექსპერტების აზრით, საქართველოს გაუჭირდება რუსული ბაზრის ჩანაცვლება სხვა ქვეყნების ბაზრებით. გაუჭირდება იმიტომ, რომ ყველგან ყველაფერი დაკავებული და გადანაწილებულია. ახლა ბევრს საუბრობენ ჩინურ ბაზარზე. რეალიზაციის მხრივ, ეს მიმართულება აშკარად წინ მიიწევს, მაგრამ იმავე ექსპერტების აზრია, რომ ჩინურ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვა არ არის განპირობებული მხოლოდ კარგი ხარისხით. იქ მოთხოვნაა დიდი, რაოდენობაა უზარმაზარი და სწორედ ამიტომ ჩინური ბაზარი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მზარდი ეკონომიკაც უმაგრებს ზურგს, ნთქავს ყველაფერ ხარისხიანს, რაც იქაურ ბაზარზე შედის. ისიც ვთქვათ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩინური პროდუქცია უხარისხოსთან ასოცირდება, გარდა… ამერიკისა და ევროპის განვითარებული ქვეყნებისა. რატომ? იმიტომ, რომ ჩინეთში იაფი მუშახელია და სწორედ განვითარებული ქვეყნები და ამერიკა საკუთარი ერისთვის ხარისხიანს აკეთებინებენ, საქართველო და მისნაირები კი უხარისხო პროდუქციას და ხშირად მომწამვლელი მასალისგან დამზადებულ ნედლეულს მიაქვს.

ახლა ის ვთქვათ, არის თუ არა რუსული პროდუქცია ხარისხიანი.  საუბარია როგორც ტექნიკაზე, ისე პროდუქტზე და ნებისმიერ რამეზე, რაც რუსული წარმოებისაა. რატომ ვეტანებით რუსულ პროდუქციას? იმიტომ ხომ არა, რომ გვახსოვს, რუსეთი ადრეც ხარისხიანს აკეთებდა და იქნებ იმასაც მივხვდეთ, რომ მათ სწორედ ქართული ღვინის, მინერალური წყლისა და ღვინის გემო ახსოვთ?! ამიტომ არის რუსული ბაზარი შეუცვლელი, იქ არ გვჭირდება ჭიდაობა და იმის მტკიცება, რომ ქართული ღვინო სხვას სჯობია ან ქართული მინერალური წყლები შემადგენლობით უნიკალურია მსოფლიოშიეს რუსებმა ძალიან, ძალიან კარგად იციან. მაგრამ არა, არ გვინდა! ცხოვრება უნდა გავირთულოთ, უნდა გავღარიბდეთ, ბიუჯეტის მესამედი უნდა გადავაყოლოთ იმას, რომ მეზობელი გავაღიზიანოთ და დასავლეთს ვასიამოვნოთძალიან საეჭვოა, დასავლეთმა გრანტების სახით საქართველოში 4 მილიარდი ლარი გამოუშვას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ რუსეთიდან წამოსული 4 მილიარდი ხალხზე ნაწილდება, გრანტების სახით წამოსული _ რამდენიმე ადამიანსა თუ ორგანიზაციაზე და ძაღლის თავიც მანდ მარხია.

ვერ გეტყვით, რატომ მოინათლა ეს სამი პირობა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად, მაგრამ, ამერიკამ რომ მოითხოვოს, ჩემი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნეთო, როგორ გგონიათ, რა რეაქცია ექნება ხელისუფლებასა თუ ოპოზიციას? სანთლით დაუწყებენ ამერიკელებს ძებნას, აპარტამენტებში დაასვენებენ, გარეთ დაცვასაც დაუყენებენ და სიუჟეტსაც გააკეთებენ, თუ რა ბედნიერად ცხოვრობენ ამერიკელები საქართველოში. ჰო, ისიც გავიხსენოთ, ქართულმა მედიამ ლავროვს ბრალი რომ დასდო, _ აქაოდა, “რუსთავი 2”-ის დასჯას ითხოვსო. შემდეგ კი კითხვაც დაუსვეს: რას იტყვით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეო, რაზეც ლავროვმა გაოცებული სახით მიუგო: არ ვიცი, ეს თქვენი საშინაო საქმეაო.

ტელეკომპანიის დასჯა კი არა, ის, რაც პირდაპირ ეთერში ილაპარაკა გიორგი გაბუნიამ, მწყობრიდან ნებისმიერს გამოიყვანდა და შეიძლებოდა, უარესიც ეთქვა ვინმეს. როგორც უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელი ქვეყნის ჟურნალისტს ვაპატიებდით ამას? რომელს არ ჩავდებდით მიწაში სოციალურ ქსელში? რომელს არ ამოვუტრიალებდით მკვდარსა და ცოცხალს? აბა, რატომ გიკვირთ ადეკვატური რეაქცია, რატომ ამბობთ, რომ ასე არ შეიძლება? არ არის რუსეთი ის სახელმწიფო, ცალ კარში ათამაშოს ვინმე. და ჩვენ თუ გვკითხავთ, იმდენს, რასაც ჩვენ ვბედავთ, ვერავინ ბედავს და… იმდენს, რამდენსაც ჩვენ, არავის მიუტევებენ. ისე ჩანს, თითქოს რუსეთი ჩვენზე უკეთ ხვდება, რომ ეს განწყობა არ არის მთელი მოსახლეობის და

ხომ იცით, IRI ამერიკული ორგანიზაციაა და  თავიდან ბოლომდე ამერიკულ ინტერესს რომ ატარებს? ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ნატოში შესვლის მსურველთა რაოდენობა საქართველოში უმნიშვნელოდ, მაგრამ თურმე მაინც შემცირდა. სამართლიანობისთვის ვთქვათ, რომ შემცირდა რუსეთთან დიალოგის მომხრე ადამიანების რაოდენობაც, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ გამოკითხვა 20 ივნისის შემდეგ ჩატარდა, ანუ რეალურად, ფსიქოლოგიურად ამ მოვლენას ბევრზე უნდა ემოქმედა და ნატოსკენ სწრაფვა გაეძლიერებინა, მაგრამ არა _ შეუქცევადად მიდის პროცესი, რომელსაც ჰქვია “აღარ გვჯერა ნატოში მიღების” და ეს რეალობაა. პრაქტიკულად ყველამ იცის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა უახლოეს თვალსაწიერს, ანუ 25-30 წელს სცდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ კარზე კაკუნით აშკარად დავიღლებით.  გამოვა, რომ კარზე ნახევარ საუკუნეზე მეტხანს გვაკაკუნებინებენ და თანაც ისე, რომ ერთხელაც არ გამოგვხედავენ და არ გაგვცემენ ნორმალურ პასუხს, ამიტომ სჯობს, თეთრი და შავი დროულად გავარჩიოთ, თორემ 4-მილიარდიანი გარღვევის ამოვსება ჩვენს რეალობაში წარმოუდგენელია.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ,,ნატო”-ში შესვლის დროს ქვეყანა ტერიტორიულად უნდა იყოს მთლიანი , სუვერენული ,დემოკრატიული , ამას რუსეთი არ დაუშვებს რომელსაც არ აწყობს ,чтоб на Южных рубежах, уже скоро в место Турции,базировала Грузинская ,,Нато”-вщина. ასე რომ ანდაზაა ,,ძაღლმა რომ შემოგრინოს , უნდა დაუყვავოო”.ასე რომ вдумайтесь.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here