Home ახალი ამბები მსოფლიო ბილ გეიტსი ვაქცინებს ადამიანების უნაყოფობისთვისა და მათი გამრავლების უნარის მოსასპობად ქმნის

ბილ გეიტსი ვაქცინებს ადამიანების უნაყოფობისთვისა და მათი გამრავლების უნარის მოსასპობად ქმნის

ბილ გეითსი

საინფორმაციოანალიტიკურმა ცენტრმა VERELQ-მა გააანალიზა კორონავირუსკოვიდ-19”-ის ეპიდემიის წარმოქმნის, აგრეთვე, ამ პროცესში აშშის გარკვეული წრეებისა და კომპანიამაიკროსოფტისდამფუძნებელ ბილ გეიტსის როლის შესახებ გამოქვეყნებული მასალები. როგორც საინფორმაციოანალიტიკური ცენტრი წერს, თუ წერილები იმის შესახებ, რომკოვიდ-19”-ის შემქმნელი ბილ გეიტსია, ცოტა ხნის წინათ ღიმილს იწვევდა, ახლა ასეთი მასალები ადამიანებს აიძულებს, დაფიქრდნენ.

საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი სვამს კითხვებს: რა აკავშირებს ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს პანდემიურ სწავლება “მოვლენა 201”-თან? რა საერთოა აშშ-ის “მწვანე ახალ კურსსა” და გეიტსის წინადადებას _ “განახლება ნულისკენ” _ შორის? უსაფრთხო იქნება ფონდის მიერ შექმნილი ვაქცინა?

პანდემიური სწავლებამოვლენა 201”

ახალი კორონავირუსის პანდემიამ აიძულა სპეციალისტები, გაეხსენებიათ პანდემიური სწავლება “მოვლენა 201”, რომელიც ჩინეთის ქალაქ უჰანში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების პირველი შემთხვევის აღრიცხვამდე თვე-ნახევრით ადრე ჩაატარეს აშშ-ში. ეს სწავლება 2019 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში იყო ორგანიზებული ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მიერ.

აი “მოვლენა 201”-ის სცენარი:

“იწყება გავრცელება ახალი კორონავირუსისა, რომელიც ღამურებისგან გადაედებათ ღორებს, მათგან კი _ ადამიანებს. საბოლოო ჯამში, ეს ვირუსი სწრაფად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და იწვევს პანდემიას. პათოგენი და დაავადება, რომელსაც ის იწვევს, ძირითადად, მოდელირებულია SARSის (ატიპური პნევმონია) საფუძველზე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის, თავდაპირველად _ მსუბუქი სიმპტომებით.

დაავადება იწყება ბრაზილიაში, ღორების ერთ-ერთ ფერმაში, თავდაპირველად წყნარად და ნელა, მაგრამ შემდეგ სწრაფად ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში. როცა ინფექცია იწყებს გავრცელებას ადამიანიდან ადამიანზე გადადებით სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი მეგაპოლისის ნაკლებად უზრუნველყოფილ, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, ეპიდემია ფეთქდება. ვირუსის ექსპორტი თავდაპირველად საჰაერო ტრანსპორტით ხდება პორტუგალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, შემდეგ _ სხვა ქვეყნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა შეძლებს ვირუსის გავრცელების, ასე თუ ისე, შეკავებას, ის მაინც ფართოდ გავრცელდება და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს მის გაკონტროლებას.

ვაქცინაცია ვერ განხორციელდება ერთი წლის განმავლობაში, არსებობს გამოგონილი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ეხმარება პაციენტებს, მაგრამ არსებითად ვერ ზღუდავს დაავადების გავრცელებას.

რადგან ადამიანის პოპულაცია ინფიცირებულია ამ ვირუსით, პანდემიის პირველ თვეებში დაავადებულთა საერთო რაოდენობა იმატებს ექსპონენციურად (ზვავისებურად) და ყოველკვირეულად ორმაგდება. იმის ფონზე, რომ გროვდება ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები, ეკონომიკური და სოციალური შედეგები სულ უფრო სერიოზულია. 18 თვის განმავლობაში კორონავირუსით 65 მლნ ადამიანი მოკვდება. პანდემია გაგრძელდება, სანამ არ შექმნიან ეფექტიან ვაქცინას ან სანამ არ დასნებოვნდება პლანეტის მოსახლეობის 80-90%. ამ მომენტიდან ის ეპიდემიურად საშიშ დაავადებად აღარ ჩაითვლება”.

არაფერს გაგონებთ? ბილ გეიტსმა თავის გამართლების მიზნით განაცხადა, რომ თითქოს აფრთხილებდნენ პანდემიის გარდაუვალობის შესახებ, ხოლო შექმნილ ვითარებაში დამნაშავენი არიან ქვეყნების მთავრობები, რომლებმაც საჭირო თანხები არ გამოყვეს ამ მიმართულებით კვლევების ჩასატარებლად.

მელინდა გეიტსი
მელინდა გეიტსი

დადგა GREEN NEW DEALის დრო

ერთი წლით ადრე მოხდა კიდევ ერთი მოვლენა, მშვიდობიანი და არაშიშისმომგვრელი, ეკოლოგიის სახელით და ისიც აშშ-ში.

2019 წლის თებერვალი. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა აშშ-ის ხელისუფლებას შესთავაზეს “მწვანე ახალი კურსი” (Green New Deal).

“ჩვენ შევძლებთ, ავაშენოთ უკეთესი მომავალი, დღეს დადგა Green New Deal-ის დრო! _ ასეთი იყო დევიზი აშშ-ის “მწვანე” მოძრაობისა, რომელსაც განზრახული აქვს, “ძველი, ნაცრისფერი ეკონომიკა გარდაქმნას მდგრად და ეკოლოგიურად უსაფრთხო ეკონომიკად”, მოძრაობის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ, ჩააცხრონ კლიმატური კრიზისი და 2030 წლისთვის მიაღწიონ იმას, რომ სასათბურე აირები ატმოსფეროში აღარ გამოიყოფოდეს.

“სხვათა შორის, “მწვანე ახალი კურსის” რეზოლუცია 2019 წლის თებერვალში წარმოადგინა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელმა, პალატის წევრმა ალექსანდრია ოკასიო კორტესმა.

“GREEN NEW DEAL _ ეს არისამერიკული საზოგადოებრივი წყობის ყველა ელემენტის მობილიზაციის 10-წლიანი გეგმა ისეთ მასშტაბებში, როგორიც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მისი მიზანია სათბურის ეფექტის მქონე გამონაბოლქვების ნულამდე დაყვანა, ეკონომიკური აყვავების მიღწევა ყველასთვის”, _ ნათქვამია ნეზოლუციაში, მაგრამ რეზოლუციით ყველა არ აღფრთოვანებულა, განსაკუთრებით _ თვითმფრინავების ფრენაზე უარის თქმისა და ჩქაროსნული სარკინიგზო მატარებლების მოგზაურობაზე გადასვლის განზრახვით.

ალექსანდრია ოკასიო კორტესი
ალექსანდრია ოკასიო კორტესი

მკვეთრი რეაქცია ჰქონდა რესპუბლიკურ პარტიას.

“ეს ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა მოუყვეს ადამიანებს, სად შეუძლიათ მათ ფრენა და სად _ არა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა კოლეგებმა კალიფორნიიდან ველოსიპედით უნდა იარონ თავიანთ ამომრჩევლებთან”, _ განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ელისაბედ ჩეინიმ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ “მწვანე ახალი კურსი” მოქალაქეებს “თვითმფრინავის უფლებას” წაართმევს.

აღნიშნული რეზოლუციით გაცხადდა არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ ეკონომიკური მიზნებიც. მაგალითად, ჰაერისა და წყლის სისუფთავის უზრუნველყოფასა და ტრანსპორტსა და მრეწველობაში ნახშირწყალბადების გამოყენების აკრძალვასთან ერთად დოკუმენტში ლაპარაკია მილიონობით კარგ, მაღალხელფასიან სამუშაო ადგილზე”, მრეწველობისა და “ქვეყანაში თითოეული შენობის” მოდერნიზაციაზე ენერგოეფექტიანობის სასარგებლოდ, “მაღალხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე” და ყველასთვის ხელმისაწვდომ უმაღლეს განათლებაზე. ამ მიზნების უმრავლესობის რეალიზებას მოძრაობა უახლოეს 10 წელიწადში გეგმავდა. რაც შეეხება მთავარ მიზანს, რომელიც სრულიად მსოფლიოს ეხებოდა, ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების რაოდენობა ნულამდე უნდა დასულიყო 2050 წელს. შეერთებულ შტატებს კი ამ გეგმის შესრულებაში “წამყვანი როლი” უნდა შეესრულებინა.

აღსანიშნავია, რომ Green New Dea-მა სახელწოდება მიიღო უდიდესი სამთავრობო პროგრამისგან, რომელიც ცნობილია, როგორც “ახალი კურსი” და რომელიც ინიცირებული იყო ფრანკლინ რუზველტის მიერ დიდი დეპრესიის შემდეგ.

ამასთანავე, რეზოლუციის შექმნისას სახელმძღვანელოდ გამოყენებული იყო ორი მოხსენება: ერთი _ გაეროსი 2019 წლის, მეორე _ აშშ-ის მეცნიერების…

ბილ გეიტსი

განახლება ნულისკენბილ გეიტსისგან

რა შუაშია აქ ბილ გეიტსი? განზრახვის გარდა (“მაიკროსოფტიდან” წასვლის შემდეგ), მეტი დრო დაუთმოს ფილანტროპიას, ის გლობალური ჯანდაცვის განვითარების, განათლების, აგრეთვე, კლიმატის ცვლილების საკითხებით დაინტერესდა.

2010 წელს(!) კალიფორნიაში გამართულ დახურულ კონფერენციაზე  (RED 2010 CONFERENCE) გეიტსმა წარმოთქვა ძალიან საინტერესო სიტყვაგანახლება ნულისკენდა ყველას შესთავაზა CO2-ის გამონაბოლქვის შემცირება ნულამდე 2050 წლისთვის. ეს იყო დემოკრატების ზემოაღნიშნულიმწვანე ახალი კურსის” (GREEN NEW DEAL) მოკლე ვერსია. თუმცა გეიტსი უფრო გულახდილი გახლდათ. გამოსვლის დაწყებიდან დაახლოებით მეოთხე წუთზე გეიტსმა განაცხადა: “მსოფლიოში დღეს 6,8 მლრდ ადამიანია. ეს რაოდენობა მოიმატებს დაახლოებით 9 მლრდმდე. თუ ჩვენ ჩავატარებთ დიდ სამუშაოს ახალი ვაქცინების შესაქმნელად, ჯანდაცვაში, რეპროდუქციული ჯანდაცვის სფეროში, ის (მოსახლეობა _ .), შესაძლოა, შევამციროთ 10 ან 15 პროცენტით.

და რა გვაქვს დღეს? არაფერი გაგონებთ აშშ-ის “მწვანე ახალ კურსს” _ პარალიზებული საჰაერო სივრცე, გაჩერებული ავტომობილები, მრეწველობა, “ეფექტიანი” მუშაობა დისტანციურად (ან დახმარება არაფრის კეთებისთვის) და ა.შ.? და კიდევ საოცრება საოცრებათა შორის _ ბუნების აღორძინება: ცხოველები უკეთესად არიან არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ წყალშიც. ჰაერი გასუფთავდა, ცხენები, ირმები, ტახები, დათვები და მელიები უკაცრიელ ქუჩებში გამოვიდნენ. აი სარგებელი პანდემიისგან.

წავიდა მსოფლიოს გადასარჩენად თუ

ის “მაიკროსოფტიდან” წავიდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. წავიდა ლამაზად, როცა განაცხადა, რომ განზრახული აქვს, თავი მიუძღვნას კაცობრიობის გადარჩენას ეპიდემიისა და პანდემიისგან. შეგახსენებთ, რომ ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის პრიორიტეტი არის ახალი ვაქცინის შექმნა და ადამიანების ვაქცინაცია დამზადებული პრეპარატებით.

ბილ გეიტსის საშინელი ნამსახურობის ნუსხა ვაქცინის შექმნის სფეროში შეიძლება ნახოთ რობერტ . კენედიუმცროსის ანგარიშში, რომელიც “ბავშვთა ჯანმთელობის დაცვის” ორგანიზაციამ 2020 წლის 9 აპრილს გამოაქვეყნა სათაურით: “გეიტსის ვაქცინების გლობალისტური პროგრამა: წაუგებელი ვარიანტი ფარმაცევტიკისა და აუცილებელი ვაქცინაციისთვის”.

აი ამონარიდი ამ ანგარიშიდან:

“გეიტსი ყველას დაჰპირდა, რომ 1,2 მლრდ დოლარიდან 450 მლნ-ს გაიღებდა პოლიომიელიტის სალიკვიდაციოდ და კონტროლი დააწესა იმუნიზაციის საკითხების ინდოეთის ნაციონალურ ტექნიკურ-საკონსულტაციო ჯგუფზე. ინდოელი ექიმები გეიტსის კომპანიას ადანაშაულებენ მწვავე არაპროფილაქტიკური დუნე დამბლის დამანგრეველ ეპიდემიაში, რომელმაც დაადამბლავა 490 ათასი ბავშვი. 2017 წელს ინდოეთის მთავრობამ გააუქმა გეიტსის კომპანიის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის პროგრამა. გამოძიებით დადგინდა, რომ გეიტსის მიერ დაფინანსებული ექიმები სოფლელ გოგონებს აიძულებდნენ ვაქცინაციას, აშინებდნენ მათ მშობლებს და აყალბებდნენ თანხმობისა და უარის თქმის ფორმებს სამედიცინო დახმარებაზე”.

დღეს ბილ გეიტსი ლაპარაკობს “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე (წაიკითხეთ _ იძულებით და, რა თქმა უნდა, მსოფლიოსა და ეკოლოგიის გადარჩენის ეგიდით). ხომ არ მიგვიყვანს ეს “მოსახლეობის შემცირებასთან”, რასაც ვარაუდობდა ბილ გეიტსი 2010 წელს?

eadauly.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

11 COMMENTS

  1. ჩემო ქართველო ხალხო, თუ გინდათ რომ გადავურჩეთ ვაქცინაციას და დაჩიპვას ამიტომ ყური ვუგდოთ ჩვენს პატრიაქს და გავხდეთ ეკლესიურები, მაზიარებელ ხალხს ასე ადვილად ვერ მოგვერევიან უფლის და დედა ღვთისას წყალობით

  2. მივმართავ კორონა ვირუსთან მებრძოლ ჩვენს “სახალხო გმირებს” ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს, რომლებსაც მაღალანაზღაურებადი თანამდებობები უჭირავთ ლუგარის ლაბორატორიაში, გამოიჩინონ ვაჟკაცობა და ღიად განაცხადონ ვის მიერ შეკვეთილ პროგრამებზე მუშაობს ეს ლაბორატორია და რატომ აქვს რუსეთს იგი გამოცხადებული წერტილოვანი ატომური დაბომბვის სამიზნედ? ხომ არ აქვს აშშ–ს ეს გარემოსათვის საშიში და მავნებელი ლაბორატორია განთავსებული თავისი ტერიტორიიდან შორს, კერძოდ, საქართველოში? დროულადაა მისაღები ზომები – საქმე ეხება საქართველოს, როგორც ქვეყნის, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს!!!

    • დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ, ლუგარმა დაგიცვათ ქართველები, რომ არ ამოიხოცეთ

  3. გამარჯობა.
    მრჩება შთაბეჭდილება, რომ სტატიის ავტორს ჯერ არ აქვს გააზრებული ის საშინელებები, რაც მთელ კაცობრიობას დაატყდება თუ კლიმატური ცვლილებები ესე გაგრძელდება. ალბათ, არც ის ესმის რომ ორი ბოროტებიდან უმცირესი უნდა აირჩიონ.
    10-15 % ით 7.5 მილიარდი ადამიანის შემცირება არაფერია იმ ბოროტებასთან რასაც
    1) ცხოველური და მცენარეული სიცოცხლის უამრავი ჯიშის სრული განადგურება ჰქვია, და განადგურებულთა სია ზრდას აგრძელებს.
    2) საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნაგავის მარად მზარდი რაოდენობა ბუნებაში. შედეგად მძიმე მეტალები და ათასი უწმინდურება ჩადის ნიადაგში და გვიბრუნდება სიმსივნეებად და მტკივნეულ, ნაადრევ სიკვდილად.
    3) კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული დათბობა მილიონობით ჰექტარ სასოფლო მიწას უდაბნოდ ან ჭაობად აქცევს რაც გამოიწვევს შიმშილობას და ასეულობით მილიონი ადამიანის შიმშილით ამოწყვეტას.
    4) იგივე ტემპერატურის მატება, პოლუსების ყინულსაც ადნობს, გამოთავისუფლებული წყალი კი ჩვენს საცხოვრებელ მიწების დატბორვას დაიწყებს, ზუსტად არ იციან, მაგრამ სადღაც 200 მეტრით აიწევს ზღვის დონე, მილიარდ “ჩემ-ტა” ადამიანი უნდა გადასახლდეს და ვინ გაუღებს მათ კარებს? დაიწყება ომები და იქნება ცხოვრება ჯუნგლის კანონით.
    და რატომ, იმიტომ, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში ადამიანები არ ცდილობენ განათლება მიიღონ, სიკეთით გაამრავლონ, მცირედით დაკმაყოფილდნენ, გარემოზე იზრუნონ, ხე დარგონ, ბოდიში და პრეზერვატივი ჩამოიცვან. თუ ჩინეთი მიხვდა ათეულობით წლის წინ, რომ უკონტროლო გამრავლებით საკუთარ მომავალს ასამარებდნენ და ერთი შვილის კანონი მიიღო, სხვებს რა სჭირთ? ხალხის სიმრავლეში არ არის ძალა და ხსნა, არა, ერთობაში, გონიერებაში და მხურვალე გულებშია ძალა.
    გეიტსისა და მაგის დამქაშების ამოწყვეტის პროგრამები ჩვენნაირ ქვეყნებს არ ეხებათ, ეხებათ აფრიკას, სამხრეთ აზიის და სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს, სადაც ხალხი კურდღლებივით მრავლდებიან და არ ცდილობენ რომ იმ საერთო გემის რასაც დედამიწა ჰქვია, ჩაძირვა შეაჩერონ.

  4. შობადობა –სიკვდილიანობის პროცესს ბუნება აწესრიგებს და არასდროს გამრავლდებიან ადამიანები ისეთი რაოდენობით, რომ დედამიწაზე არსებული ბუნებრივი რესურსები არ იყოს მათთვის საკმარისი.. კაცობრიობის ნაწილი იმიტომ კი არ შიმშილობს, რომ პლანეტაზე ამოიწურა საკვების მარაგი, არა, შიმშილის მიზეზი არის რესურსების არა თანაბარი განაწილება! მცირე ჯგუფს, კაცობრიობისას, მითვისებული აქვს უზარმაზარი ნივთიერი სიმდიდრე, ხოლო უმრავლესობა დარჩენილია ლუკმა –პურის გარეშე. თუ, როგორც ამბობენ, „ძლიერნი“ ამა ქვეყნისანი , შეეცდებიან, ხელოვნურად, ადამიანთა მასობრივ განადგურებას, იმისათვის რომ შენარჩუნდეს გარკვეული წონასწორობა ჩვენს პლანეტასა და მეგალოკოსმოსს შორის, ბუნება „იძულებული გახდება“, დროებით მოამრავლოს სხვა სახეობები, მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის დროს, მასობრივი სიკვდილიანობის გამო, ისე გამრავლდნენ მგლები, რომ ქალაქის ქუჩებში გამოჩენასაც არ ერიდებოდნენ… ამჟამინდელ პირობებს თუ გავითვალისწინებთ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ შესაძლოა, ისე გამრავლდნენ ღამურები, რომ ხიჩკოკის ფილმი მონაგონი იყოს…. ერთი სიტყვით, ხელოვნური განადგურებით ადამიანთა რიცხვი დროებით, შეიძლება შემცირდეს, მაგრამ უარესი პროცესები განვითარდეს. თუ გვინდა, რომ პლანეტაზე შემცირდეს ადამიანთა რიცხვი, საჭიროა , ადამიანებმა გამოიმუშავონ ისეთი „ დადებითი და ხარისხიანი“ ვიბრაციები, რომელიც ესაჭიროება სამყაროს წონასწორობის შენარჩუნებას და აღარ იყოს საჭირო სიკვდილის დროს გამოყოფილი „წმინდა“ ენერგია, ანუ შინაგანად განვითარებულმა „ადამიანურმა“ ადამიანებმა , სიცოცხლეშივე მიაწოდოს სამყაროს, „ხარისხიანი“ ვიბრაციები… ამისათვის კი არ უნდა აშიმშილო და გაუნათლებელი დატოვო უმრავლესობა ადამიანებისა, არამედ ყველა პირობა უნდა შეუქნა იმისათვის, რომ ყველა–მდიდარიც და ღარიბიც, კაცი, თუ ქალი, ერთად იღვწოდნენ შინაგანი (სულიერი) განვითარებისა და სრულყოფისთვის… აი, მაშინ, თვითონ ბუნება შეამცირებს შობადობას და დედამიწაზე დარჩება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი პლანეტის გადარჩენისა და განვითარების ახალ ციკლზე გადასასვლელად.

    • თქვენი აზროვნება, ხედვა მომეწონა, დააფიქრა! დიდი მადლობა.

  5. ყოველმხრივ გვმართებს სიფრთხილე. ფაქტია, რომ ბილ გეიტსსაც ბოროტის გეგმები აქვს.
    ფაქტია, რომ ყველა ვაქცინა არ იქნება სანდო. თუ გვინდა, რომ გავარჩიოთ თეთრი და შავი,
    უნდა მოვუსმინოთ დედაეკლესიას.

  6. ჩვენი გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს სიყვარულშია, აუცილებლად უნდა მოუხმოოდ გონიერებას,შევისწავლოთ სახარება და ასიათასჯერ უფრო მეტად მოვრწყოთ გული ჩვენი და სული ჩვენი ჭეშმარიტებით განვამტკიცოთ ქრისტეს მეუფება ღუვთისმშობლუს წილხვედრ ქვეყანაში და შწუდგეთ ქრისტეს გზას,განვეშოროთმსოფლუოსგლობალუზაციას,სწორედ
    მსოფლუოს უნდა აჩვენოს საქართველომ ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და რა მნიშვნელობისა’ა წილხვედრობა ღვთისმDობლის.და რა მისია აკისრია,რისკენაც მიილტვის ჩვენი ერის მამა და რისთვისაც გვამზადებს. ერს,ღვჸის კურთხევით.
    ამიტომაც უნდა გავერთიანდეთ მართლმადიდებლურ სახალხო ქრისტიანულ ძალად და უსმინოთ პატრიარქს რომელსაც ხელთ უპყრია ქვეყნის გადარჩენის გასაღები …ჩვენთან არს ღმერთი.ამინ..

  7. ვირუსი გავრცელდა ჩინეთიდან,ბიოლაბორატორიიდან 2კილომეტში,და მთავარი ლაბორანტი უგზოუკვლოდ დაკარგულია!!!
    და რატომ?
    თქვენ კი ჩინეთის მთავრობის მონაჩმახს ავრცელებთ,თითქოს ვირუსი ღამურებიდან გავრცელდა!!! ჩინელები ღამურებს საუკუნეების განმავლობაში ჭამდნენ და არ დამართნიათ კორონა რაღა ახლა გადავიდა ადამიანზე?არ გიკვირთ?
    ლუგარზე და ბილ გეითზე პუტინის ტროლები ავრცელებენ ჭორებს,და ვაქცინას რაც შეეხება ტყუილად იკლავთ თავს,მაგას უფულოდ არავინ გაგიკეთებს
    სავარაუდოდ 200 დოლარი ეღირება,ასე რომ დაჩიპვა არ გვემუქრება))))
    ისე ბილ გეითსი ფრთიანი ანგელოზი არ არის,მაგრამ კოვიდ 19 კავშირი არ აქვს.

  8. არცერთი მსგავსი ლაბორატორია ადამიანების ჯამრთელობას არ იცავს. მიწის ზედაპირზე ყველაფერი ნაირ -ნაირ ფერებში გვეჩვენება, თუ ჩაუღრმავდებით მის მიწისქვეშა სამზადისს მერე შეიცვლება ყველაფერი და დაგვაფიქრებს და საგონებელში ჩაგვაგდებს იქ რა ხდება? ამიტომ ნუ გონიათ, რომ დეზიფორმაციას ავრცელებს ხალხი ისევ მათ თანამშრომლებიდან გამოდის იმფორმაცია რა ვერაგულია ლაბორატორია, რომელიც ამერიკელებმა თავიანთ ქვეყნიდან მოიშორეს და ჩვენ შემოგვტენეს ხალხის გასანადგურებლად და ქართველი გამყიდველი გამყრელიძის ხელით უნდათ გაანადგურონ ქართველი და საქართველოს მოსახლეობა და გადაწვდნენ რუსეთს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here