Home სხვადასხვა დაიჯესტი ბილ გეიტსი: ევროპა წაილეკება, თუ მიგრანტების ნაკადს ვერ შეაჩერებს

ბილ გეიტსი: ევროპა წაილეკება, თუ მიგრანტების ნაკადს ვერ შეაჩერებს

ბილ გეიტსი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის _ ბილ გეიტსის განცხადებით, აფრიკაში დემოგრაფიული აფეთქება ევროპას წალეკავს, თუ ევროპა თავის ტერიტორიაზე მიგრანტების შეღწევას არ გაართულებს.

ამერიკელმა მილიარდერმა თავისი მოსაზრება აფრიკიდან იტალიაში მიმავალი მიგრანტების ნაკადის მომატების ფონზე გამოთქვა. გერმანული გამოცემა “დი ველტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გეიტსმა განაცხადა, რომ აფრიკის მოსახლეობის მატება ევროპაზე უზარმაზარ საიმიგრაციო ზემოქმედებას გამოიწვევს და ამ საფრთხის შეკავების ერთადერთი გზა იმიგრაციის წყარო-ქვეყნების ეკონომიკური დახმარებაა. ამ დახმარებამ კი ამ ქვეყნებიდან მოსახლეობის გადინების მასშტაბი უნდა შეამციროს.

გეიტსმა მიგრანტების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება მიგრანტების მიღების თაობაზე, ერთი მხრივ, კეთილშობილურია, მაგრამ ეს “კეთილშობილება” სულ უფრო მეტ აფრიკელს უბიძგებს ევროპისკენ. გეიტსი ასკვნის, რომ ევროპამ აფრიკელებს უნდა გაურთულოს ევროპამდე ჩაღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფრიკელთა მიგრაცია ევროპას წალეკავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here