შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით 1958 წელს დაბადებული რ.ჟ. და 1983 წელს დაბადებული ბ.ჯ. თბილისში, შარტავას ქუჩაზე, დააკავეს.“გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ჟ. და ბ.ჯ. ერთ-ერთ ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200 ათას აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, სანამ ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა”, _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.