Home ახალი ამბები ბესელია: “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ხედავს თავისი კანდიდატების გამარჯვების პერსპექტივას

ბესელია: “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ხედავს თავისი კანდიდატების გამარჯვების პერსპექტივას

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს არანაირი პერსპექტივა და გამარჯვების შანსი, ამიტომ როგორც ჩანს, არ სურთ არც რესურსების მართვა და არც დროის კარგვა.

“მოცემულობაა, ფაქტია და ძნელად წარმოსადგენია მათმა რომელიმე კანდიდატმა მოიპოვოს გამარჯვება. მათ ასევე სურთ წარმოაჩინონ, რომ არაჯანსაღი ვითარებაა და ეს სჭირდებათ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და დამკვირვებლებისთვის, რომ თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ. მეორე ტურები ჩატარდება ასევე მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, ყველგან, სადაც ის არის დაგეგმილი, ისე რომ არ იყოს არანაირი კითხვის ნიშანი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here