ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომპენსაციის სახით საქართველოს მოქალაქეს 6 720 ევროს გადაუხდიან. 26 წლის მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით 448 დღის განმავლობაში იყო დაპატიმრებული.
სასამართლოს დადგენილებით, ციხეში გატარებული თითო დღის სანაცვლოდ მას 15 ევრო უნდა გადაუხადონ.
54 წლის არქიმანდრიტი 2014 წლის თებერვალში მოკლეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი ვალის