Home სხვადასხვა დაიჯესტი ბერლინში ნორმანდიის ოთხეულის სამიტის მოსამზადებელი შეხვედრა ჩატარდა

ბერლინში ნორმანდიის ოთხეულის სამიტის მოსამზადებელი შეხვედრა ჩატარდა

338
ბერლინი

2 სექტემბერს ბერლინში გაიმართა ნორმანდიის ოთხეულის (უკრაინა, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი) ლიდერების თანაშემწეთა შეხვედრა, რომელზეც შეათანხმეს მომავალი სამიტის დღის წესრიგი და, აქედან გამომდინარე, სამიტის ჩატარების თარიღიც. ამ ფორმატში ქვეყნების ხელმძღვანელები უკრაინის პრობლემების გადაჭრას ცდილობენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

ოფიციალურ კიევს სურს ამ შეხვედრის რაც შეიძლება მალე გამართვა, საფრანგეთი მზად არის, სამიტს თუნდაც სექტემბერში უმასპინძლოს. ოფიციალური მოსკოვი კი აცხადებს, რომ თარიღზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან მანამდე განსახილველი საკითხები უნდა მომზადდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here