Home სხვადასხვა დაიჯესტი ბერეზოვსკის საფლავი უპატრონოდაა მიტოვებული

ბერეზოვსკის საფლავი უპატრონოდაა მიტოვებული

1012
ბერეზოვსკი

რუსმა ჟურნალისტმა ალექსანდრე ბენედიქტოვმა სოცქსელში გამოაქვეყნა ცნობილი მილიარდერის, ბორის ბერეზოვსკის, საფლავის ფოტო. მილიარდერი 2013 წლის მარტში გარდაიცვალა და დაკრძალულია ლონდონის მახლობლად სასაფლაობრუკვუდში”.  საფლავი უყურადღებოდ არის მიტოვებული, ჯვარი ნახევრად წაქცეულია და დაკრძალულისკენ ზურგით არის შებრუნებული. არც გვირგვინი, არც ყვავილი, მხოლოდ გამხმარი ბალახია მიმობნეული საფლავის ქვაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, იქნებ ბერეზოვსკი  მართლაც არ მომკვდარა და იმ საფლავში სხვა წევს? ამ შეკითხვით მიმართა ინფორმაციის ავტორმა ბერეზოვსკის დაცვის ყოფილ უფროსს _ სერგეი სოკოლოვს.

_ ამ კონსპიროლოგიურ ვერსიას არავითარი საფუძველი არ აქვს, _ განაცხადა სოკოლოვმა, _ ბორისი უკანასკნელად გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ვნახე და გავაფრთხილე, რომ ენა დაემოკლებინა და არავისთვის ეთქვა, როგორი გარანტიებითა და დაპირებებით ელოდებიან მის დაბრუნებას მოსკოვში, თორემ “გაასაღებდნენ”. იგი მზად იყო, “ჩაეშვა” ყველა, ჩვენიანიც და უცხოც, ვინც კი მასთან მოდიოდა. არადა, ინგლისელები და ამერიკელები მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდნენ. მისი საფლავი რომ უპატრონოდ არის მიგდებული, არ მიკვირს. ბორისთან მოდიოდნენ და უყვარდათ მისი ფულების გამო, მისგან გამორჩენას ელოდნენ.

_ ბერეზოვსკის რომელიმე ნათესავი თუ ცხოვრობს ინგლისში?

_ რა თქმა უნდა. ლენა, მისი ყოფილი ცოლი, და ქალიშვილები _ კატია და ლიზა. ბორისმა ლენა პროვინციელი კეკლუციდან “გრანდ დამად” აქცია. მან თავის ყოფილ ცოლებს სასახლეები და ვილები დაუტოვა. ცოლების უყურადღებობა გასაგებია, მაგრამ შვილების გულცივობას ვერაფრით ავხსნი. კარგად მახსოვს, როგორ გადაყვა ლიზას, როცა იგი ნარკომანობდა, და ჩვენ იგი წუმპიდან ამოვათრიეთ. კატია საოცრად უყვარდა.

მათი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის გაუგებარია, _ დაასკვნა სოკოლოვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here