Home რუბრიკები პოლიტიკა ბერა, გაგვირეპე ბარემ კონსტიტუციაც და დაგვასვენე!

ბერა, გაგვირეპე ბარემ კონსტიტუციაც და დაგვასვენე!

1995
ბერა

ჯერ კიდევ 10 წლის წინათ ჩემს საავტორო ბლოგებში ვწერდი: “თუკი საქართველოში .. ლიბერასტული აქტივობები ასეთი მახინჯი ფორმებით გაგრძელდება, ამას აუცილებლად მოჰყვება ფაშისტური იდეოლოგიის გააქტიურება და ამ იდეოლოგიის ჯგუფების გამოჩენაც. ვინაიდან ის, რასაც დღეს საქართველოში ეს .. ლიბერასტები აკეთებენ, არის არა მხოლოდ აქტივობა, უფლებების მოთხოვნა, არამედ პირდაპირი და მახინჯი პროპაგანდა. ასეთ რადიკალურ ქმედებებს კი აუცილებლად მოსდევს შესაბამისი რადიკალური უკუქმედებები”.

საიდან და რატომ დავსვი 10 წლის წინათ ასეთი უტყუარი დიაგნოზი? ეს უმარტივესია, ასეთ გამოცდილებას იძლევა მსოფლიოს ისტორია დასაბამიდან დღემდე. იქ, სადაც ნორმალურობას უარყოფენ და რომელიმე რადიკალურ მხარეს იხრებიან, ამას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოსდევს საპირისპირო რადიკალური ძალების გააქტიურება და გამარჯვება. თუ კარგად ჩავუკვიდებით, აღმოვაჩენთ, რომ ევროპის მოწინავე ქვეყნებში XIX-XX საუკუნეში “შემოჯლიგინებული” ზედმეტი თავისუფლება, “სექსუალური” თუ კიდევ სხვა ტიპის რევოლუციები სწორედ შუა საუკუნეებში იქ მძვინვარე ინკვიზიციის შედეგია, უფრო ზუსტად, მისი უკუშედეგი. უახლესი ისტორიიდან შეგვიძლია გავიხსენოთ ირანის ისლამური რევოლუცია, როცა პირიქით მოხდა _ გასული საუკუნის 50-60-იანი წლების აღვირახსნილობა შარიათის კანონებმა ჩაანაცვლა.

პირდაპირ ვამბობ: მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც არ სურს, თბილისის ქუჩებში ქალი ჩადრით დადიოდეს, ხოლო ჰომოსექსუალებს ხეებზე კიდებდეს ე.წ. კონსერვატორულად განწყობილი ბრბო. სწორედ ამიტომ ვამბობდი 10 წლის წინათაც და ახლაც ვიმეორებ: ულტრალიბერასტებმა აუცილებლად უნდა შეწყვიტონ თავიანთი მახინჯი ულტრააქტივობა, თორემ აშკარაა, რომ ქართველი ახალგაზრდების ნაწილს (არც ისე ცოტას!) უკვე აფექტური მდგომარეობა ეწყება და ფიქრობს, რომ ნორმალურობით ამ სიმახინჯეს ვერ დაამარცხებს, ამიტომ ეს ახალგაზრდებიც ულტრარადიკალურ ნაბიჯებს მიმართავენ და ფაშიზმის იდეოლოგიაში იკარგებიან.

ამ დღეებში ბევრგან ვნახე მოწოდება, “ფეისბუკ-პოსტი”, სატელევიზო გამოსვლა და ა.შ., რომლებითაც იმ 15 წლის ყმაწვილს, რომელმაც გეიაქციაზე გამომსვლელს ხელი დაარტყა, ამტყუნებენ და ამბობენ, რომ მისი საქციელის მოწონება, წაქეზება და ტაშის დაკვრა დანაშაულია. კი, ბატონო, მესმის, რომ არანაირი მიზეზით ძალადობის მოწონება და წაქეზება არ შეიძლება, მაგრამ მინდა ვიკითხო: ვინმე მაინც დაფიქრდა იმაზე, რამ გამოიწვია 15 წლის ბავშვის ასეთი აგრესიული და მართლაც არმოსაწონი ძალადობრივი საქციელი? რამ მიიყვანა იგი ამ ზომამდე? “წაქეზებარომ ძალიან სუსტიარგუმენტიასაამისოდ, ფსიქოლოგებიც დამეთანხმებიან.

სინამდვილეში, საქმე ისაა, რომ წლებია, მოზარდი ზის ტელევიზორთან და უსმენს შეურაცხმყოფელ გამოსვლებს აგრესიული “ლიბერასტებისა”, რომლებიც ქართველებს უწოდებენ “ბნელებს”, “ბოროტებს”, “ჩამორჩენილებს”, “განუვითარებლებს” და ა. შ.; წლებია, ადამიანები ისმენენ ეკლესიისა და პატრიარქის უშვერ გინებას, ლანძღვას, მიწასთან გაწორებას. ბოლო დღეების განმავლობაში კი ტელეეკრანებიდან ისმის პირდაპირი მოწოდებები: დედა მოვუათ ამ ბნელებს!” (დავით კოვზირიძე); “რომ სხედან იქ ეს ნაბიჭვრები!” (ბექა წიქარიშვილი); “მოგიტანთ სალი კლდეები და წარსული დიდება!” (ანა სუბელიანი); “დაუხეთქეთ მაგათ თავები და გაამევინეთ სახლში!” (სალომე ბარკერი); “მოდით, ბევრი ვიყოთ, რომ მოეტ..ათ ამათ კარგის კები!” (ხათუნა გოგებაშვილი); “ვიღაც სამართალდამცველი თმაში მწვდა!” (მათე ხიდაშელი) _ აი ამ ყოველივეს რომ ისმენს მოზარდი და უყურებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ არის, ეს, რა თქმა უნდა, იწვევს აფექტს და არა მხოლოდ ეს მოზარდი, არამედ საქართველოს მოსახლეობის უდიდსი ნაწილიც იქ მხოლოდ იმიტომ მიდის, რომ გონებითა და მსოფლმხედველობით მახინჯმა ამ ათასამდე ადამიანმა მართლა არ გადაწყვიტოს მათი ქვეყნის ბედი.

მინდა, აქვე ვიკითხო: კონსტიტუციაში რატომ გვიწერია, რომ “საქართველოში ძალაუფლების წყარო არის ხალხი”? ყველამ ვნახეთ, რომ ამ ქვეყნის მოსახლოების 90 პროცენტი სასტიკი წინააღმდეგია ლგბტ პროპაგანდისა, ნაკორმანების მიერ პრემიერმინისტრის გადაყენებისა და ა. შ. არასამთავრობოები, მედია და არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კი პირდაპირ ცხვირში გვტენიან იმას, რაც ხალხისთვის მიუღებელია. იქნებ, პირდაპირ კონსტიუტუციაში ჩაგვეწერა, რომ ამ ქვეყანაში ძალაუფლების წყარო არის ის ათასი თუ ათას ხუთასი მახინჯი მსოფლმხედველობისლიბერასტი”, რომლებსაც უცხოური დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ. ბარემ ეს ყოველივე კონსტიტუციურად “გავაპრავოთ”, სხვა რაღა დარჩა?!

აჰ! როგორც ჩანს, ამ მიმართლებითაც “ბერას სიტყვას” ელოდებიან მავანნი და მერე ამასაც უპრობლემოდ ჩაწერენ კონსტიტუციაში. მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე ძალიან მოსწონდა საკუთარ ხალხთან და თავის მთავრობასთან ურთიერთობის “ეპისტოლარული ჟანრი” _ დაწერდა რამე ვრცელ ეპისტოლეს და იქ აყალიბებდა “ნართაულად”, თუ როგორ სურდა კონკრეტული საკითხის მოგვარება. და ეს საკითხიც ზუსტად ისე გვარდებოდა მეორე დღესვე. ბერა ივანიშვილიც, როგორც ჩანს, ბაძავს სამაგალითო მამას. ოღონდ იგი არა ეპისტოლარულ, არამედ რეპი-სტოლარულ ჟანრზეა გადასული _ რეპავს ხოლმე იმას, როგორ სურს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა. ჰოდა, მოდი, ბერა, გაგვირეპე ბარემ კონსტიტუციაც და დაგვასვენე!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here