Home სხვადასხვა დაიჯესტი ბელარუსი და რუსეთი ერთობლივ ვალუტას ქმნიან

ბელარუსი და რუსეთი ერთობლივ ვალუტას ქმნიან

1082
ბელარუსი და რუსეთი ერთობლივ ვალუტას ქმნიან

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა ერთობლივი ვალუტის შემოღებას რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ეს საკითხი წინა პლანზე წამოიწია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების დროს.

“მან რიტორიკულად მითხრა: “მისმინე, რა თქმა უნდა, ეს იქნება რუბლი”. მე ვუპასუხე: “რა თქმა უნდა, რუბლი. ჩვენ რუბლი გვაქვს, თქვენც _ რუბლი, რისთვის გამოვიგონოთ ტალერი. რუბლი _ ეს იქნება არა რუსული რუბლი, არც ბელარუსული, არამედ ჩვენი საერთო რუბლი”.

ბელარუსის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ “მნიშვნელობა არ აქვს”, სად იქნება ერთობლივი ვალუტის საემისიო ცენტრი, “დაე, იყოს პიტერში”.

“რუსეთის პრეზიდენტის სამშობლო ჩემი საყვარელი ქალაქია _ ლენინგრადი, ამჟამად პეტერბურგი. დაე, იქ იყოს”, _ განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, თავის მხრივ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთობლივ ვალუტაზე რუსეთისა და ბელარუსის გადასვლის საკითხში ჯერჯერობით კონკრეტული ღონისძიებები შემუშავებული არ არის, მაგრამ თემა აუცილებლად იქნება დეტალურად განხილული. მან დააზუსტა, რომ ეს ყველაფერი “ექსპერტთა საუბრების საგანია”, და ყველას შეახსენა შესაბამისი სამუშაო ჯგუფების არსებობის შესახებ.

უფრო ადრე რუსეთის ფედერაციის მთავრობის ხელმძღვანელმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ 1999 წლის შეთანხმების ყველა პუნქტის სარეალიზაციოდ. ამ პუნქტებს შორის არის ერთობლივი საემისიო ცენტრის, ერთობლივი საბაჟო სამსახურისა და სააღრიცხვო პალატის შექმნა. ინტეგრაციის ასეთი დონე შესაძლებლობას მისცემს ქვეყნებს, გაატარონ ერთობლივი საგადასახადო და სატარიფო პოლიტიკა, აგრეთვე, პოლიტიკა ფასწარმოქმნის სფეროში.

სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი ფულადი ერთეულის (ვალუტის) ეტაპობრივად შემოღებას საემისიო ცენტრთან ერთად. ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია, და ხაზი გაუსვა, რომ ორმა მოძმე ქვეყანამ ერთად უნდა იცხოვროს.

*”რუსეთში მე მეძახიან ჩვენი კავშირის მთავარ ინიციატორს. ყოელთვის ვამბობდი რუსეთშიც და აქაც, რომ ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს _ ვიცხოვროთ ერთად”.

*”არანაირი მინიშნება, ყოველ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან, რომ რუსეთმა ბელარუსი უნდა მიიერთოს, არასოდეს მსმენია. ამის განწყობაც კი არ ყოფილა. ამ უზარმაზარ ქვეყანას არ აქვს განზრახვა, გადაყლაპოს ბელარუსი”.

*”გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტის სავარძელი არ მაღელვებს. მეორე: გპირდებით, რომ ჩემი შვილების გამო არ შევინარჩუნებ ძალაუფლებას და მას არ გადავცემ მემკვიდრეობით. არ მაქვს ასეთი მიზანი _ მემკვიდრეობით გადავცე ძალაუფლება”. ბელარუსის ლიდერმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ მის არც ერთ ვაჟს არ სურს პრეზიდენტობა, რადგან ეს ძალიან მძიმე თანამდებობაა.

*”ჩემი და ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შემიძლია, არ წამოვაყენო ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. ახლა ასე ვფიქრობ, მაგრამ მერე შეიძლება რაღაც შეიცვალოს _ ჯანმრთელობა, და კიდევ სხვა რამ.”

*”პირადი ურთიერთობები ყოველთვის ახდენს გავლენას სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე.”

*”თავის დროზე ვინ გვასწავლიდა თავისუფლებას? _ ევროკავშირი. იქ დემოკრატიის ბურჯი იყო საფრანგეთი. ვინ არბევდა “ყვითელ ჟილეტებს” ცოტა ხნის წინათ? ნუთუ ასეთ დემოკრატიას გრძნობდით და ხედავდით საფრანგეთის მხრიდან? არა. აი თქვენ თავისუფლება. როგორც კი შეეხნენ არა ხელისუფლების საფუძვლებს, არამედ მაკრონის ხელისუფლებას, რომლის გადადგომაც მოითხოვეს, მყისვე წამოვიდა ცრემლმდერი აირი, წყალმტყორცნები, რეზინის ტყვიები. აი თქვენ დემოკრატია”.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here