Home რუბრიკები საზოგადოება ბაძვით მორცხვიც გაურცხვდება!

ბაძვით მორცხვიც გაურცხვდება!

სირცხვილია სირცხვილი?!

518
შიშიველი უკანალების აქცია

წერილის სათაური, მართალია, ბრჭყალებში არ ჩავსვი, მაგრამ ცხადია, მკითხველი მიხვდა, რომ იგი დავით გურამიშვილს დავესესხე: “უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების!” გურამიშვილის პერიოდში ურცხვი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე მორცხვი. დღეს კი მორცხვები უმცირესობაში არიან და სწორედ ამ უმცირესობას უნდა მხარდაჭერა და გაფრთხილება, რადგან, თუ კაცობრიობა იარსებებს, მომავალი იმ უმცირესობისაა, რომელმაც სირცხვილი იცის და არასოდეს იტყვის: მე არაფრის მრცხვენიაო. ადამიანია და იმიტომ.

სირცხვილი მხოლოდ ადამიანის თვისებაა. შიში და სიმშვიდე, სიყვარული და სიძულვილი, სიხარული და მრისხანება, ერთგულება და მტრობა ცხოველმაც იცის, მაგრამ სირცხვილი არ იცის ცხოველმა. ცხოველია და იმიტომ.

სირცხვილი ზნეობრიობის გამოვლენაა და, რამდენადაც მყარია ზნეობრივი ფენომენი სუბიექტში, იმდენად ძლიერია სირცხვილის გრძნობა და სინდისის მარეგულირებელი ძალა, რომლებიც ადამიანს, შემეცნების უნართან ერთად, სოციალურ არსებად აქცევს.

კაცობრიობის დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, დაივიწყა ეს ათადან და ბაბადან ყველასთვის ცნობილი და შეუვალი ჭეშმარიტება და დღეს .. წამყვან, ანუ მოწინავე ქვეყნებში გაბატონებულმა ნეოლიბერალურმა იდეოლოგიამ სირცხვილის არსებობა ადამიანურ სისუსტედ გამოაცხადა, ანუ სირცხვილი სირცხვილად და თავისმოჭრად, ჩამორჩენილობად და წარსულის გადმონაშთად ჩათვალა.

სხვათა შორის, ეს “არახალია”. 1918 წელს, რუსეთის რევოლუციიდან სულ მალე, ტროცკისტებმა წამოაყენეს ზნეობის წამლეკავი ლოზუნგი “ძირს სირცხვილი!” (“Далой стыд!”), რომელსაც დიდი ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი ლენინმა. საბედნიეროდ, ეს ლოზუნგი მალე ჩაკვდა, რადგან იმდროინდელ რევოლუციურ ბელადთა შორის იყო ერთი, უმნიშვნელო თანამდებობის, მაგრამ მტკიცე ზნეობისა და გენიალური გონების კაცი, რომელმაც ლახვარი ჩასცა არა მხოლოდ ამ სატანურ მოწოდებას, არამედ მის შემოქმედებსაც. შედეგად, მსოფლიოს ერთ მეექვსედზე გადარჩა ზნეობრიობა, ანუ ადამიანი.

ის კაცი ღმერთი არ იყო, მოკვდავი გახლდათ, სატანა კი ჯერჯერობით უკვდავია და, ვინც ღმერთს დაშორდება, ის უთუოდ სატანის ხელში აღმოჩნდება. ასეც მოხდა. ის ქვეყნები, რომლებშიც უღმერთობა პოლიტიკის საჭესთან იდგა, სატანის ხელში აღმოჩნდნენ. ეს რომელი ქვეყნები და რეგიონებია, ამის გამოცნობას დიდი ჭკუა და გეოგრაფიის ჯენიფერ ფსაკისებური “ცოდნა” არ სჭირდება. ეს იყო პოსტსტალინური საბჭოთა კავშირი, ევროპა, რომლეშიც XX საუკუნის დასაწყისში ტაშით მიიღეს “ცნობა” ღმერთის გარდაცვალების შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატები, რომელშიც თავიდანვე მამონას ეთაყვანებოდნენ ამერიკის აღმომჩენი ქვეყნების წარმომადგენელი “კულტურტრეგერები” და “ველურების” კოლტით მომჭკვიანებლები.

მეცნიერებაში სადავოდ არავის გაუხდია ის, რომ ნებისმიერ მიზეზს აუცილებლად მოჰყვება შედეგი. ჰოდა, ადამიანის, ერისა თუ სახელმწიფოს მოქმედება თუ უმოქმედობა ხომ რეალური ფაქტია, რომელსაც, ცხადია, შედეგი უნდა მოჰყვეს. რა თქმა უნდა, ფიზიკურ მოქმედებას მოდევნებული შედეგი თვალსაჩინო და ყველასთვის საცნაურია, ხოლო ზნეობრივ სფეროში განხორციელებული მოქმედებისა (თუ უმოქმედობის) შედეგი აგრერიგად მყისიერი და თვალსაჩინო როდია.

შემეცნების ღვთიური უნარი და თავისუფალი არჩევანის უფლება ადამიანმა, სამწუხაროდ, სწორად ვერ გაიგო. ეს ჩემი დასკვნა კი არ არის, კაცობრიობის დიდ მოაზროვნეთა (კანტი, ჰეგელი, სარტრი, შპენგლერი და ბევრი სხვა უფრო შორეულ თუ უახლოეს წარსულში) ნაფიქრალია.

შემეცნების უნარი რომ მოგვენიჭა, იქვე ზნეობრივი მცნებაც მოგვეცა: “შეიცან თავი შენი”-. შენი თავი თუ შეიცანი, მთელი სამყაროც შეცნობილი გექნება (შტაინერი), ხოლო თავისუფალი არჩევანი გულისხმობს არჩევანს კეთილსა და ბოროტს შორის, რასაც, აგრეთვე, მოჰყვება უმაღლესი გონისმიერი მცნება: სიკეთე ღვთიურია, ბოროტება _ სატანური. სატანა კი ბოლოს აუცილებლად ცეცხლსა და გეენაში დაინთქმება.

დიდად სამწუხაროა, რომ კაცობრიობის ერთი ნაწილი, კარგა ხანია, ასცდა სიკეთის გზას და ღვთიური მცნებების საწინააღმდეგო გზას დაადგა. საამისო მაგალითებს შეგიძლიათ რეგულარულად გაეცნოთ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ფურცლებზე ცნობილი ქართველი პუბლიცისტების წერილებსა და სხვა ინფორმაციებში, ამიტომ აქ მათ აღარ გავიმეორებ. მხოლოდ ვეცდები, თქვენი ყურადღება გავამახვილო ჩვენში თითქმის საყოველთაოდ ქცეულ უსირცხვილობაზე, რომლის გამოც, ალბათ, ღვთის რისხვას ვიმსახურებთ. ამის მაგალითები ბევრია ჩვენს თავსდამტყდარი უბედურებების სახით.

უსირცხვილობის მაგალითები იმ ადამიანების საქციელიდან უნდა მოვიტანო, რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრების ამბიონზე დგანან და ხალხი უცქერის და უსმენს მათ ნამოქმედარსა და ნათქვამს, მაგრამ მეტწილად უმეტესობა ჭეშმარიტად ვერც რას ხედავს და ვერც რას ისმენს, რადგან ღვთის ხელი აკლიათ და სატანისგან არიან გაბრუებულები.

ახლა უსირცხვილობისა და თავზე ლაფის დასხმის ის მაგალითი უნდა გავახსენო მკითხველს, რომელიც ერთერთი .. პარტიის აქტივისტებმა უჩვენეს ქვეყანას: ამ უჯიშოებმა შარვალნიფხვები ჩაიხადეს და წაკუზულებმა შიშველი უკანალები მიუშვირეს ცხინვალის სეპარატისტული რეგიონის სასაზღვრო მავთულხლართებს იქით მდგომ მესაზღვრეებსა და სხვებს. ეს უბედურები ისე იდგნენ, როგორც ატეხილი ძროხები დგანან ხოლმე აღგზნებული ბუღების მოლოდინში.

ეს რომ ვნახე, ღმერთო მაპატიე, ვინატრე: ნეტავი ქართველი არ ვიყო-მეთქი. მერე, სირცხვილისაგან გაოგნებული, გონზე რომ მოვედი, გული გავიმაგრე: მე კი არა, ეგენი არ არიან ქართველები-მეთქი, მაგრამ მთელ დუნიას როგორ ავუხსნიდი ამას? არადა, ის ტელერეპორტაჟები, რომლებითაც ეს თავისმომჭრელი ინფორმაცია გაავრცელეს ქართულმა უღირსმა ტელევიზიებმა, ხომ ყველა კავკასიელმა ერმა ნახა?! ამის შემდეგ რა წარმოდგენა შეექმნებოდათ ქართველთა ღირსებაზე ჩერქეზებსა და ინგუშებს, ჩეჩნებსა და დაღესტნელებს, უფრო კი ოსებს, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს კაცობის, ღირსების დაცემა? შარვალნიფხავჩახდილს რომელი ღირსეული კაცი დაგელაპარაკება, როგორც თანასწორს?

ახლა, შეიძლება მითხრას ვინმემ: რა იყო, შე კაცო, ყველა ხალხს ჰყავს რამდენიმე ათეული ან ასეული სულელი, უსირცხვილო და უღირსებო კაცი (პრინციპში, ეს ერთი კატეგორიაა), რომლებმაც შეიძლება პარტიაც ჩამოაყალიბონ. ლიბერასტულ სახელმწიფოში ეს სავსებით მისაღებია და მათი მაგალითით ყველაზე რატომ უნდა შეგექმნას შთაბეჭდილებაო?! მართალი ხართ, მაგრამ თქვენ ხომ ჩემი და ჩემნაირების მიერ არჩეული ხელისუფლების ზნეობრივი სახის მიხედვით უნდა იმსჯელოთ. ჰოდა, ხელისუფლებამ შარვალნიფხავჩახდილების .. პარტია საპარლამენტო არჩევნების რეგისტრაციაში რომ გაატარა, რით განსხვავდება იგი იმ ნიფხავჩახდილებისაგან? ანდა ის ადამიანები, რომლებმაც ხმა მისცეს ამ უსირცხვილოებს, განა მათნაირები არ არიან? არიან და უფრო უარესებიც კი!

მერე უარესიც მოხდა: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და პარლამენტში არ შევალთო, დაიჟინეს. მათ შორის ის ნიფხავ-შარვალჩახდილების პარტიაც იყო.

ეგრეთ წოდებული “ქართული ოცნებით” მოხიბლული რომ არ ვარ, მეტყობა ალბათ, მაგრამ ის პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს რომ ამბობენ, პარლამენტში კი არა, ნეტავი საქართველოშიც არ იყვნენ. ერთადერთიპატრიოტთა ალიანსია”, რომელიც, მინდოდა, პარლამენტში მეხილა, მაგრამ

ჰოდა, პარლამენტში შესული სახელისუფლო პარტიის ლიდერები, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტის ტრიბუნიდან სამართლიანად უწოდებდნენ ახლანდელ გაჯიუტებულებს კრიმინალებს, დესტაბილიზაციის მოსურნეებს, ხაზინის ქურდებს, მკვლელებს, ქართული სახელმწიფოებრიობის მტრებს, მატყუარებსა და კიდევ ათას უბედურებას, ცამდე მართლები იყვნენ მაშინ, მაგრამ, ამ პარტიის ლიდერებს ახლა ყელგამოწეულები რომ ეხვეწებიან იმ უჯიშოებს, შემოდით პარლამენტში და თქვენი წილი მრავალათასიანი ხელფასები არ დაკარგოთ, ჩვენო ზნეობრივო ძმებოო, სირცხვილსა და ღირსებაზე არაფერი სმენიათ, ნეტავი?

რა სირცხვილი და ღირსება, მეოცნებეებს იმის ეშინიათ, ამერიკელმა კონგრესმენებმა (ერთი-ორმა მაინც) ოკეანის გაღმიდან თითი არ დაუქნიონ, _ რას ჰგავს თქვენი ერთპარტიული პარლამენტიო. შეიძლება თქვენი ოპოზიციონერები სულაც ძაღლისშვილები არიან, მაგრამ თქვენი ძაღლისშვილები არიან ეგენიც, თქვენი ზნეობრივი ძმებიო. სწორედ ამიტომ მართავენ გაუთავებლად მოლაპარაკების რაუნდებს, თანაც რეფერენტებთან ერთად იწვევენ დიპლომატიურ “ავტორიტეტებს” ამერიკის ელჩის მეთაურობით.

ჩემო მდიდარო, მაგრამ საცოდავო ხელისუფლებავ, არ გრცხვენია, მარიხუანისტების (ანუ ნარკომანების) პარტიასთან, რომელსაც მოფერებითგირჩსუწოდებ, საქმის გასარჩევად რომ მიდიხარ და თან შენი უფროსი, “ბლატნოინაცნობები მიგყავს ევროკავშირიდან თუ აშშის საელჩოდან?! ქვეყანა როგორ უნდა მართო და განვთარებისკენ წაიყვანო, შე გლახა, როცა შალიკია და კაკოია დამხობით გემუქრებიან?!

სირცხვილის ძარღვი თუ გაიწყვიტე შუბლზე, ყველა სიგლახის ქმნა ადვილია მაშინ. ამიტომ გეადვილებათ ყოვლად უღირსი საქციელი, ჩემო დასავლეთში დაფასებულო, მაგრამ ჩვენში მასხრად აგდებულო პოლიტელიტავ.

სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა
სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა

პომპეოს გამოცხადება და ჩვენი ღირსების დაკნინება

ერმიტაჟში არაერთხელ მინახავს და დიდხანს ვმდგარვარ ფერწერული შედევრის _ “ქრისტეს გამოცხადების” (Явление Христа) წინ. ამ ტილოზე უამრავი პერსონაჟია გამოსახული და არც ერთის სახის გამომეტყველება მეორისას არ ჰგავს. ერთი რამ კი ყველას სახეზე აწერია _ თავზარდაცემა. სასწაულის ხილვა თავზარდამცემია. ზოგი, ალბათ, სიხარულით არის თავზარდაცემული, ზოგი _ შიშით, ზოგი _ საკვირველებით. მაგრამ ყველა თავზარდაცემულია სასწაულის ხილვით, რადგან მისი ხილვა ყველას როდი უწერია ამ ცოდვილ დედამიწაზე…

რამდენჯერაც უნდა მენახა მხატვრის ფუნჯითა და ფანტაზიით შექმნილი ეს მხატვრული რეალობა, იმდენჯერ ვივსებოდი ახალ-ახალი შთაბეჭდილებითა და მძაფრი ემოციით. აი, ეს გამახსენდა, როცა ქართულ ე.წ. პოლიტიკურ არენაზე დიდი გნიასი ატყდა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი შეფისა და სახელმწიფო მდივნის (ჩვენებურად, საგარეო საქმეთა მინისტრის) _ მაიკ პომპეოს საქართველოში მოსალოდნელი ჩამოსვლის გამო. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი ტელევიზიები იმ საათებს ითვლიდნენ, საქართველოში პომპეოს გამოცხადებამდე რომ იყო დარჩენილიდა, აი, თვითმფრინავი დაეშვა თბილისის აეროდრომზე და იქიდანგამოგვეცხადაპომპეო, ამერიკელებისთვის ყავლგასული სახელმწიფო მდივანი, ჩვენი პოლიტელიტისა და რაღაცრაღაც სექტორებისთვის კი _ “სასწაული”…

ატყდა, მაგრამ რა ატყდა! ხელისუფლება ყურში ჩაგვყვიროდა: პომპეო ჩვენში დემოკრატიის მხარდასაჭერად ჩამოვიდა, რაც აშშ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობის უპრეცედენტოდ მაღალ დონეს უსვამს ხაზსო. გაერთიანებული ოპოზიცია კი გაიძახოდა: აშშ შეშფოთებულია ჩვენში არჩევნების გაყალბების ფაქტებით და დიდი პომპეო შალიკოსა და ალიკოს, “გირჩისა” და რკოს პრეტენზიების მოსასმენად ჩამობრძანდაო (მგონი, ხოშტარიასა და უდუმაშვილსაც ახსენებდნენ)

ვაი, ჩვენს პატრონს, უბედურს!

კაცი იმას რომ დაიჯერებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველო რეგიონში ყველაზე საიმედო პარტნიორად მიაჩნია და ამ ერთგულებისთვის მადლობის სათქმელად ამხელა პომპეო მოავლინაო, ჭკუა თუ მოეთხოვება ნეტავი? არადა, ბევრს სჯერა, ალბათ, მაგრამ ხელისუფლებაზე ამას ვერ ვიტყვით. ხელისუფლებამ კარგად იცის, რატომაც “გამოგვეცხადა” პომპეო. ჩვენც ვხვდებით რაღაცას, მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი. ამჯერად, ჩემი ყურადღება მიიპყრო იმან, “პომპეოს გამოცხადებამ” როგორ დააკნინა ჩვენი, აშშ-ის “საიმედო პარტნიორის”, სახელმწიფოებრივი ღირსება.

ჯერ იყო და, შალიკოს ე.წ. ფანჩატურში ჩამოყალიბებულმა ოპოზიციურმა ერთობამ რუსთაველის გამზირის ორივე მხარეს (თუ ცალ მხარეს) თავისი ერთგული მიმდევრების “ცოცხალი ჯაჭვი” გააბა თავისუფლების მოედნიდან უნივერსიტეტის მიმართულებით, რათა პომპეოსთვის თავიასი გაპროტესტებული სიფათები ეჩვენებინა, მაგრამ ამაოდ. პომპეოს არ ეფანჩატურებოდა. მისი შეშფოთება იმას უკავშირდებოდა, რომ ამიერკავკასიაში დანთებული ომის ხანძარი ისე ჩააქრო რუსეთმა, ამერიკა და ნატო, მგონი, არც გახსენებია. არადა, პომპეომ, ალბათ, ის იკითხა საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრისას _ “უჩემოდ ვინ იმღერეთა”-ო, მაგრამ ეს კითხვა რიტორიკული იქნებოდა, თანაც მუქარაგარეული.

სულ ტყუილად დაშვრა იქ ყოფილი პრეზიდენტი, აქ კი, აგრეთვე, ყოფილი ნაპროკურორალნამინისტრალნადირექტორალნატელეწამყვანნაექსპერტალნაპოლიტოლოგალ აქტივისტთა ჯგუფი. დიდ პომპეოს მათთან შეხვედრა აზრადაც არ მოსვლია. ვისაც შეხვდა, ნეტავი ისიც არ მენახა! ჩვენი პრეზიდენტი ისე უკრავდა თავს, ფაქტობრივად, უკვე გადამდგარ პომპეოს, რომ ვიფიქრე, ნეტავი არ დაუჩოქებდეს მაინცმეთქი. ასე ხვდებიან სტრატეგიული პარტნიორების მესამეხარისხოვან ჩინოსნებს მასპინძელი ქვეყნის პირველი პირები?

რის სირცხვილი, რა სირცხვილი!

ევროკავშირისა და ნატოს წევრი პატარა ქვეყნის, მაგრამ მაღალი ღირსების სახელმწიფოს მეთაურმა თავისი კაბინეტიდან გააძევა დიდი ქვეყნის ელჩი, როდესაც მან თავისი დირექტივა გადასცა იმის თაობაზე, როგორ უნდა მოქცეულიყო რომელიღაც კონკრეტულ შემთხვევაში. ამას ჰქვია თავმოყვარეობა, რომელიც ღირსებას ეფუძნება. უამისოდ, პომპეო გამოგეცხადება, აპატურაი, ბუკიკიო თუ სულაც პომპეუსი, მყისვე დაგავიწყდება, ვინ ხარ და რა გაკისრია შენი ხალხის წინაშე.

ჩემო თანამემამულენო, თითოეულმა ჩვენგანმა როგორ დავამტკიცოთ, რომ მხარი არ დაგვიჭერია შიშველუკანალგადმოგდებულებისა და ბუღის მოლოდინში წაკუზებულებისთვის? ვერ დავამტკიცებთ და შეგვრჩება ეს სირცხვილი საშვილიშვილოდ. მე არ ვიცი, როგორ ჩამოვირეცხოთ ეს და სხვა სირცხვილები. თუ ვინმემ იცით, უმორჩილესად გთხოვთ, შემატყობინეთ.

ზურაბ ცუცქირიძე

P.S. პარლამენტში შესვლაზე გაქირ (თუნდაც გაოჩნებულ) ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, ქუჩის აქციებზე იდგა ოპოზიციის ცნობილი სახე, ყოფილი პარლამენტის სპიკერი, ორჯერ საქართველოს დროებითი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე. საკმაოდაც აქტიურობდა, თუმცა მისმა პარტიამ 1%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა და დეპუტატის ერთი მანდატიც ვერ მოიპოვა. ამის მიუხედავად, ნი ნინო ქუჩის ინტერვიუებზეც აქტიურობდა. ერთერთი ინტერვიუს დროს კორესპონდენტმა ჰკითხა: მასობრივი პანდემიის დროს ქუჩაში თავშეყრა და მასობრივი აქციები განა ნორმალური მოვლენაოო? მირჩევნია, კორონავირუსი იყოს ჩვენში, ვიდრე არსებული ხელისუფლებაო, _ უპასუხა ყოფილმა პარლამენტის სპიკერმა.

რა სირცხვილი, რის სირცხვილი! ზნეობისა და ჰუმანიზმის ნიშანწყალი მაინც თუ დაინახეთ ამპოლიტიკოსისპასუხში? ნორმალური ადამიანი ვერ დაინახავდა, მაგრამ თვითონ შერცხვებოდა იმპოლიტიკოსისპასუხის გამო.

2 COMMENTS

  1. ბატონო ზურაბ, ზუსტად აღწერთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. იმედი მქონდა, რომ ”საქართველო და მსოფლიო”, ამ ბოლოდროინდელ უღირს, ქართველი ერისთვის შეუფერებელ ქმედებებს, შეფასებისა და რეაგირების გარეშე არ დატოვებდა. უღრმესი მადლობა!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here