Home ახალი ამბები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი გაივლის

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი გაივლის

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი დღეს გაივლის. 

ბაქოში გახსნის ცერემონიას აზერბაიჯანის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერი დაესწრებიან.

პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. განხორციელდა თბილისიდან ახალქალაქამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია. აშენდა ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე 29-კილომეტრიანი და ყარსამდე 76-კილომეტრიანი მონაკვეთები. სამგზავრო მატარებლების დანიშვნა 2018 წლიდან იგეგმება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here