რამდენიმე თვეა, ქართველი საზოგადოება იმ ამაზრზენ კლოუნადას უყურებს, რომელსაც შალიკო ნათელაშვილის ფანჩატურში მიმდინარე აბსურდის თეატრის სპექტაკლი “პარლამენტში შევალ, არ შევალ” ჰქვია. საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა და, პარადოქსი თუ არა, მაშ, რა ჯანდაბაა, რომ ასე თუ ისე, ანუ გარკვეულწილად გაყალბებულ, მაგრამ მაინც “ხალხის მიერ არჩეულ” პარლამენტში არშესვლით ყველაზე მეტად ის პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები (ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული საქართველო”, ბაჩუკი ქარდავას ედპ, დავით ჭიჭინაძის “ტრიბუნა”, გიგა ბოკერიას “ევროპული საქართველო” და ა.შ. თუ ვინმე გამომრჩა, მეპატიოს) იმუქრებოდნენ და იმუქრებიან, რომლებმაც 1%-იანი ბარიერიც ვერ გადალახეს _ წლების განმავლობაში ხელმოცარულ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის თეორიული შანსიც კი არ ჰქონდათ.
აქედან გამომდინარე, ჩვენს დასავლელ “მეგობრებს”, რომელთა პატრონაჟითაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, სრული უფლება ჰქონდათ, ზემოხსენებულ, ბარიერგადაულახავი პარტიებისთვის კარისკენ მიეთითებინათ ლოგიკით _ ვერ შედიხართ პარლამენტში და ვის და რა უფლებით უცხადებთ ბოიკოტს?! და მოლაპარაკებების მაგიდასთან მხოლოდ ქოც-ნაცები და ნაცებთან დაახლოებული, რის ვაი-ვაგლახით ბარიერგადალახული პარტიები (“გირჩი”, “ლელო”, ელისაშვილის პარტია) დაეტოვებინათ, რაც, სულ ცოტა, ნაკლებად უსაგნო ხმაურს და, აქედან გამომდინარე, კომპრომისული შეთანხმების შესაძლებლობის ალბათობას გაზრდიდა.
საქართველოს დე ფაქტო მმართველმა ე.წ. კოლექტიურმა დასავლეთმა კი რა ჰქნა? _ ერთ მაგიდასთან დასვა ქოცებთან ერთად 27%-იანი (?) ნაცები, ბარიერის ძლივსგადამლახველი “გირჩი”, “ლელო”, “მოქალაქეები”, ზუსტად ერთპროცენტიანი, ერთკაციანი შალვა ნათელაშვილი და, ბარიერგადაულახავს ვინღა დაეძებს, პოლიტიკურად დიდი ხნის მკვდრები: ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია, ბაჩუკი ქარდავა და ამ ტრიოს ახლახან შეერთებული დავით ჭიჭინაძე. აი, სავალალო სურათი, პოლიტიკური ჟარგონით _ “ბაზარ-ვაგზალი”, რომელიც “უანგაროდ” დაგვიხატეს ჩვენმა დასავლელმა “მეგობრებმა”, უფრო მრავალფეროვანი გახადეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება.
რა ენაღვლება “ძია სემს” _ კომპრომისით იქნება თუ დაპირისპირებით, საქართველოს ხელისუფლება თუ კვლავ აშშ-ის ქოლგის ქვეშ არსებული ლიბერასტული იდეოლოგიის პოლიტიკური პარტიებით დაკომპლექტდება? ეს იქნება ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს დასასრულის დასაწყისი. რატომ? იმიტომ, რომ აშშ-ში, რომელიც დე ფაქტო მმართველია საქართველოსი, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომ იტყვიან, ამოშანთა თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის, მიერ დაწყებული კონსერვატიულ-ტრადიციული მიმართულების რეფორმები და ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ლგბტ თემის სამოთხეა. “ტრანსგენდერთა უფლებებია ადამიანის უფლებები” _ პირდაპირ განაცხადა ამას წინათ ჯო ბაიდენმა, აშშ–ის პრეზიდენტმა, რომელიც, როგორც ყველა, საინაუგურაციო ფიცს ბიბლიაზე ხელდადებული წარმოთქვამს და, რომ ჰკითხო, მორწმუნე კათოლიკე ქრისტიანია _ ამაზე დიდი ფარისევლობა გაგონილა?!
თუმცა რა, რომის პაპის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მალე ვატიკანიც აღიარებს ლგბტ და ტრანსგენდერთა უფლებებს, _ ისინიც ღვთის შვილები არიანო… აგერ ლამის წინამდებარე წერილის ეკვატორი გადავლახე (თუ ასე თქმა უპრიანია), მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მკითხველს ვერ გაუგია, რა კავშირშია ყოველივე ზემოთქმული წერილის სათაურთან…
არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს დაქცეულ, დამშეულ, გაგლეჯილ-გამოგლეჯილ სამშობლოს, უწინარესად, ღვთის მოშიში და მხოლოდ შემდეგ კანონის მოშიში ხელისუფლება თუ უშველის და ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლას ამ რაკურსით შევხედე. ბატონ ლევანს, დიდი ხანია, ვიცნობ, არა იმ გაგებით, რომ ხშირი პირადი ურთიერთობა გვქონდა, არამედ იმით, რომ წლების განმავლობაში რამდენიმეჯერ შევხვედრივარ და გულითადად გვისაუბრია. ამ საუბრების უმეტესობა სწორედ მის პოლიტიკაში ჩართვა-არჩართვის მიზეზებს შეეხებოდა. საუბრების, რომელთაგან ერთ-ერთს საზოგადოებას გავაცნობ და მასაც შევახსენებ…
გახსოვთ, ალბათ, ამ რამდენიმე წლის წინათ გურამ ფალავანდიშვილს საავტორო გადაცემა მიჰყავდა, რომლის სტუდია ლევან ვასაძის კუთვნილი შამპანური ღვინოების ქარხნის ოფისში მდებარეობდა და ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობის პატივი მეც მერგო. ბატონო ლევან, მე ის დავით მხეიძე ვარ, რომელმაც პროგრამის ჩაწერის შემდეგ შეგახსენეთ და იქვე დავუმატე, რომ თქვენი პოზიცია _ “პოლიტიკა არ მაინტერესებს”, ეგეც პოლიტიკაა-მეთქი და გთხოვეთ, ამაზე გეფიქრათ.
არ ვიცი, იმისთანა რა თქვა ვიღაც შარლ მიშელმა, რაც, როგორც თავად აღნიშნეთ, ბოლო წვეთი აღმოჩნდა, და არც მაინტერესებს. ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოების უმრავლესობისთვის მთავარია, რომ პოლიტიკაში ჩაერთეთ, რადგან თქვენს ღვთისმოშიშობაში და, აქედან გამომდინარე, ეროვნულ ცნობიერებაში (ბოლოსდაბოლოს, 8 შვილის მამა ხართ), ეჭვი არ მეპარება. არა ქათინაურის სახით, არამედ საქმისთვის მინდა გითხრათ, რომ “რუსთავი 2”-ის აშკარად ჩასაფრებული წამყვანი, რომ იტყვიან, ბეჭებზე დადეთ ისევე, როგორც თავის დროზე ინგა გრიგოლიას სულ თავბედი აწყევლინეთ. _ ეს რა ვქენი, ლევან ვასაძე რატომ მოვიწვიე, ასეთი ჩავარდნა არასოდეს მომსვლიაო, _ სიტყვასიტყვით აღიარა პროფესიული მარცხი ქართული ტელევიზიის “პრიმადონამ”. შედეგად მივიღეთ ის, რომ აღარასოდეს არ გიწვევდნენ პირდაპირ ეთერში.
ოკეანისგაღმიდან მართულ ქართულ პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი ეროვნული ძალების დიდი დეფიციტია. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” (სპა) შემდეგ, იმედია, თქვენი “ერთობა, რაობა, იმედი” (ერი) კიდევ ერთ ასეთ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება. სხვათა შორის, იმ გადაცემაში ჩასაფრებულმა წამყვანმა თქვენსა და პატრიოტებს შორის გაავლო პარალელი _ ერთნაირი რიტორიკა გაქვთ რუსეთის, დასავლეთის, ნატოს, “ისტორიული მეგობრის” _ თურქეთის მიმართო.
“ერთმორწმუნე რუსეთმა გვიხსნა ოსმალო-ირანის მიერ ქართველი ერის გენოციდისგან” _ თამამად მიახალეთ გადაცემის წამყვანს, რომელსაც რიტორიკული კითხვით მოუღეთ ბოლო: “რა, ასე არ იყო?!”
ბატონო ლევან, “პატრიოტთა ალიანსია” ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც არასდროს, რომ იტყვიან, სათოფეზე არ გაკარებია ნაცებს და სწორედ მათი, უშუალოდ დავით თარხან–მოურავისა და გიორგი ლომიას, მოპოვებულია ციხის ის საშინელი კადრები, რომლებმაც სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი პოლიტიკურ საფლავში ჩააწვინა და იმის მაგივრად, რომ ბიძინა ივანიშვილს მისთვის მიწა მიეყარა, მიწიდან ამოიღო, რეანიმაცია გაუკეთა ე.წ. კოჰაბიტაციის სახით და ახლა კიევიდან არ გვასვენებს მიწაზე მფორთხავი, ჰალსტუხმლოღნავი სააკაშვილი.
ამდენი იმიტომ ვილაპარაკე “პატრიოტთა ალიანსზე”, რომ, როგორც ზემოთ ჩანს, თქვენსა და დავით თარხან-მოურავს შორის იდეოლოგიური სხვაობა არ არის: ორივენი ლიბერალების დაუძინებელი მტრები ხართ და, თუ რაიმენაირად არ გაერთიანდებით არჩევნების წინ მაინც, თქვენც ის დაგემართებათ, რაც პატრიოტებს დამართეს _ 2-3 სამარცხვინო პროცენტს მოგიგდებენ და ეგ არის. ასე რომ არ მოხდეს, პირადად მე, კალმით თუ საქმით, ყველაფერს გავაკეთებ. სხვათა შორის, არც მოქმედება მეშლება _ გინდ ტრაბახად ჩამითვალეთ, მაგრამ მე ის დავით მხეიძეცა ვარ, რომელმაც ფილარმონიაში “დაიცავი საქართველოს” სიაფანდი ყრილობა ერთი დარტყმით გავანადგურე…
დასასრულ, იმასაც გეტყვით, რომ კარგად დაიწყეთ, ბატონო ლევან, მაგრამ ვნახოთ, თქვენი პარტიის პრეზენტაციაზე რა ხალხს ვიხილავთ.
დავით მხეიძე
P.S. ჩემთვის საყვარელი კერძო პირის სტატუსი მივატოვეო, თქვით და მართლაც უკვე დაიწყეს შინაურმა ნეოლიბერალებმა კბენა და ღრენა: პოპულისტია, მისი პარტიის აბრევიატურა “ერი”-ა, პრესკონფერენცია გიორგობას დაამთხვია და ა.შ. აბა, რა უნდა ექნა, ლიბერასტებო, პრესკონფერენცია მსოფლიო ლგბტ–თა დღეს უნდა ჩაეტარებინა?!
თუ საქართველოს და ქართველ ხალს კიდევ უწერია მომავალი, ალბათ ეს მოხდება იქნება ისეთი ძალების შეწევნით, როგორიც პატრიოტები და ერი-ა! ეტყობა დადგა დრო ასეთმა ხალხმა (ვფიქრობ ასეთი ბევრია) მხარი მხარს მისცენ. გამბედაობა და თავდადებაა მხოლოდ გამოსავალი. ჩირგვებში ჯდომა უნდა დამთავრდეს! ვალერი კვარაცხელიამაც უნდა თქვას თავისი სიტყვა, სხვამ ბევრმა კიდევ. ლევან ვასაძე ის არის ვისზეც ვაჟამ დაწერა ,,კაი ყმა”!
გეთანხმებით უნდა გაერთიანდნენ ესაა ერის დაკვეთა სხვანაირად მოქცევა ღალატს ნიშნავს ლიბერასტებს სხვანაირად ვერ დავამარცხებთ მათ უკან დიდი ფული და დიდი სიცრუე , ასევე უნამუსო სულგაყიდული “პოლიტიკანები“დგანან სინამდვილეში სატანის ხელდასმულები განაგებენ ევროპარლამენტს აშშს