Home ახალი ამბები “ბატონი დავითის ხელფასი წამყვანებმა გადავინაწილეთ, იმედი არაფერ შუაშია”

“ბატონი დავითის ხელფასი წამყვანებმა გადავინაწილეთ, იმედი არაფერ შუაშია”

4662

გადაცემა “პრაიმ შოუს” წამყვანი ნინო ნადირაძე კუზანოვა აცხადებს, რომ დავით სოკოლოვის ხელფასს გადაცემის წამყვანები გადაიხდიან.

“ბატონი დავითის ხელფასი წამყვანებმა გადავინაწილეთ, იმედი არაფერ შუაშია”, – წერს ნინო ნადირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“მოამბის” ყოფილი დიქტორი, დავით სოკოლოვი, რომელიც მეუღლესთან ერთად მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს, გადაცემა “პრაიმ შოუს” საპატიო წამყვანი გახდა.

გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნოე სულაბერიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება დავით სოკოლოვს პირდაპირ ეთერში აუწყა და მას ერთწლიანი კონტრაქტიც გაუფორმდა.

თავშესაფარში კი კარგი მოვლა და პირობები აქვთ. მისივე თქმით, გადასახადს იმ 1000 ლარიდან იხდის, რომელსაც ყოველთვიურად ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here