Home ახალი ამბები მსოფლიო ბანკმა Credit Suisse-მ ანალიტიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა _ გონივრული არ არის აშშ დოლარში...

ბანკმა Credit Suisse-მ ანალიტიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა _ გონივრული არ არის აშშ დოლარში აქტივების შენახვა

127

Bloombergის ცნობით, ბანკის ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ რუსეთის მიერ სავალუტო რეზერვების დაკარგვა სხვა ქვეყნებისთვის არის სიგნალი: კონფლიქტის შემთხვევაში დოლარში ნომინირებული რეზერვების გამოყენებას ვერ შეძლებენ. სარეზერვო აქტივების მენეჯერები გააცნობიერებენ, რომ გონივრული არ არის აშშ დოლარში აქტივების შენახვა.

ცენტრალური ბანკები დოლარიდან გასვლას დაიწყებენ, რამაც, შესაძლოა, გლობალური ფულადი წესრიგი შეცვალოს. ამასვე ამბობს ბანკი SOSIETE JENERALE რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის შესახებ:

“რაც მოხდა, არის ფულის იარაღად გამოყენება. ახლა ჩინეთისთვის პრიორიტეტული იქნება აშშ დოლარის საჭიროებაზე უარის თქმა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი მონეტარული მსოფლიო წესრიგის ისტორიაში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here