Home რუბრიკები ეკონომიკა ბანკის ვალის მქონე მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა

ბანკის ვალის მქონე მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა

1553
ვალი

ყოველი 1000 ადამიანიდან 676- ბანკის ვალი აქვს

ბოლო პერიოდში კომერციული ბანკების მოგების ზრდა უპირატესად დაკავშირებულია მოსახლეობის ჭარბ ვალთან”, _ დაწერა სოციალურ ქსელში ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ კომერციულ ბანკებში დავალიანების მქონე მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველი 1000 ადამიანიდან 676-ს აქვს ბანკის ვალი (2015წ.).

სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეშფოთებას გამოხატავდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი ყოველთვიურად თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალის მომსახურებისათვის იხდიდა. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისას სესხის დაფარვის გრაფიკი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მოქალაქე მისი პირადი შემოსავლის 30%-ზე მეტს არ იხდიდეს ყოველთვიურად სესხის დასაფარავად. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის კი ეს ლიმიტი არაუმეტეს 20%-ისა უნდა იყოს.

2012 წლის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა, სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, განზრახ, სრულიად უყურადღებოდ დატოვა მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო აქტიური საბანკო სარეკლამო შეთავაზებები: “გთავაზობთ სესხს შემოსავლების დადასტურების გარეშე”. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევრორეგულაციების მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემა მკაცრ სანქციებს უნდა ექვემდებარებოდეს და სესხის დაფარვის გრაფიკი მოქალაქის შემოსავლის ადეკვატური უნდა იყოს. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, რათა საბანკო სექტორი აქტიურად ჩადგეს ეკონომიკის განვითარებისა და არა ჭარბვალიანობის დამძიმების სამსახურში”, _ დაწერა დუნდუამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here