Home რუბრიკები ეკონომიკა ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 210,7 მლნ ლარს შეადგენს

ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 210,7 მლნ ლარს შეადგენს

საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ვადაგადაცილებული სესხი

2304
სესხი

2017 წლის 6 თვეში კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავმოძრავი ქონების მოცულობა 210 762 191 ლარია, ამ თანხის 92% კომერციულ ბანკებზე მოდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის 3 კვარტალის მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 194 016 280 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ღირებულების ქონება “საქართველოს ბანკის” ანგარიშზე ირიცხება. 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, ამ ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 77,1 მლნ ლარს შეადგენს; მეორე ადგილზე 58,8 მლნ ლარით არის “თი-ბი-სი ბანკი”; მესამეა “ბანკი ქართუ”, რომლის ანგარიშზეც 35,8 მლნ ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.

კომერციული ბანკების ათეული დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლით (წყარო: ეროვნული ბანკი):

“საქართველოს ბანკი” _ 77 194 566 ლარი

“თიბისი ბანკი” _ 58 879 290 ლარი

“ბანკი ქართუ” _ 35 803 077 ლარი

“ტერა ბანკი” _ 10 287 807 ლარი

“ვი-თი-ბი ბანკი” _ 5 286 392 ლარი

“ბაზის ბანკი” _ 4 709 516 ლარი

“აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი _ საქართველო” _ 600 000 ლარი

“ხალიკ-ბანკი საქართველო” _ 454 317 ლარი

“სილქ როუდ ბანკი” _ 339 125 ლარი

“ბანკი კრედი” _ 335 841 ლარი.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, 2017 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, დასაკუთრებული ქონება 16 745 911 ლარს შეადგენს, რაც 3,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცმებით, დღეს ბაზარზე 16 კომერციული ბანკი და 79 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვადაგადაცილებული დავალიანება საქართველოში ნახევარმილიონზე მეტ ადამიანს აქვს. სესხის ოდენობა კი ათ მილიარდ ლარს შეადგენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here