Home სხვადასხვა დაიჯესტი ბაიდენმა ნარკომანებს თეთრ სახლში მუშაობის ნება დართო

ბაიდენმა ნარკომანებს თეთრ სახლში მუშაობის ნება დართო

ბაიდენმა ნარკომანებს თეთრ სახლში მუშაობის ნება დართო

ამერიკაშიუმცირესობათა უფლებების დაცვისახალი რაუნდი დაიწყო. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცნენ არა ბაიდენის უსაყვარლესი გეები და შავკანიანები, არამედ ნარკომანები, რომელთა რაოდენობამ ახალ ადმინისტრაციაში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ისე ბევრნი აღმოჩნდნენ, რომ არ იციან, როგორ მოექცნენ _ გაგდება შეუძლებელია, რადგან მათ შორის არიან უმცირესობათა ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც არიან ჰომოსექსუალები და მათი ნაირსახეობაა, ანუ ხელშეუხებელთა კასტა.

თეთრი სახლის მოხელეთა საკვანძო თანამდებობების ხელში სასწრაფოდ ჩაგდების ფართხა-ფურთხში ბაიდენის ადმინისტრაცია ისეთი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა, როგორიც მარიხუანის (კანაბისის) სეკრეაციული მოხმარებაა, _ იუწყება ისეთი პროლიბერალური და პრობაიდენური ტელეარხი, როგორიც არის NBC. ამ სპეციფიკურ ტერმინს ასე განგვიმარტავენ: სამედიცინო მაჩვენებლები არ მოითხოვს, თუმცა შენ მაინც მოიხმარ მარიხუანას, მაგრამ ნარკომანად ვერ გამოგაცხადებენ, რადგან ეს იქნება დისკრედიტაცია. ვერ გამოგაცხადებენ, მაგრამ ფაქტია, რომ თეთრი სახლის ბევრი მოხელე მარიხუანის მოწევაში “გამოიჭირეს” უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა. “მარიხუანისტებს” ჩამოართვეს საიდუმლო დოკუმენტებისადმი წვდომის უფლება და სამუშაოდ არ შეუშვეს. თეთრი სახლის შრომისნაყოფიერებას დიდი კითხვის ნიშანი დაესვა.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია იძულებული შეიქნა, პრობლემა “ინდივიდუალური შერჩევის” მეთოდით გადაეწყვიტა, ანუ როგორი ინტენსივობით მოიხმარს მარიხუანას ესა თუ ის თანამშრომელი. თუ გაამხელენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან შენი დისკრედიტაცია, გაღიარონ უმცირესობად, ჩამოგართვან პატიოსანი სიტყვა, რომ ასეთ “უმსგავსობას” აღარ ჩაიდენ და დროებით ონლაინ მუშაობაზე გადაგიყვანენ.

თეთრი სახლის თანამშრომლის განმარტებით, ამგვარი პოლიტიკა საშუალებას აძლევს “ნიჭიერ და მაღალკვალიფიციურ თანამშრომლებს, რომლებიც ეპიზოდურად ეწევიან მარიხუანას, ემსახურონ ამერიკელ ხალხს”.

გასაიდუმლოებული ინფორმაცია რასაც გულისხმობს, იმედია, ჩვენმა მკითხველმა იცის. მაშასადამე, იმასაც სათანადოდ შეაფასებს, რომ ვლაპარაკობთ იმ ქვეყანაზე, რომელიც ბირთვული იარაღის დიდ რაოდენობას ფლობს: იოტისოდენა შეცდომას მსოფლიო კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს. ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ მარიხუანის მწეველი ნარკომანები დაზღვეულები არიან ასეთი შემთხვევითობისგან? როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ კრიტიკულ მომენტში “კაიფში” მყოფი თეთრი სახლის მოსამსახურენი, რომლებსაც “გასაიდუმლოებულ” ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი?

ყველამ, ვისაც ურთიერთობა ჰქონია ნარკომანებთან, იცის, რომ ისინი ავადმყოფები არიან, შერყეული ფსიქიკით, ზნეობის გაუკუღმართებული გაგებით. მათთვის არ არსებობს არც კანონები, არც ზნეობის ნორმები, სიტყვის გაუტეხლობა და ა.შ. მათ ლოგიკას ჭეშმარიტებასთან არავითარი შეხება არ აქვს.

ასეთებს ქვეყნის მართვის უფლებას აძლევენ მაშინ, როცა ისინი იზოლირებული უნდა იყვნენ საზოგადოებისგან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here