Home სხვადასხვა დაიჯესტი ბაიდენმა გაიმარჯვა, მაგრამ აშშ დაშლისა და სამოქალაქო ომის პირასაა

ბაიდენმა გაიმარჯვა, მაგრამ აშშ დაშლისა და სამოქალაქო ომის პირასაა

ბაიდენმა გაიმარჯვა, მაგრამ აშშ დაშლისა და სამოქალაქო ომის პირასაა

ჯო ბაიდენი ოფიციალურად აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების 46- პრეზიდენტად. თეთრი სახლის ახალ მეპატრონეს აშშის დაშლის საფრთხის ქვეშ მოუწევს მუშაობა. ამაზე მიუთითებს ვითარება ტეხასში. რეალურია თუ არა ეს საფრთხე იმის გათვალისწინებით, რომ ბაიდენს სურს, ტრამპი რესპუბლიკელების ბოლო პრეზიდენტი იყოს?

სასწაული არ მოხდა. ამომრჩევლებმა კენჭი ისე უყარეს, როგორც პარტიამ დაავალა და ახლა ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია, ვინმეს მოსწონს თუ არა ეს. ბოლოს წინა ნაბიჯი იქნება 2021 წლის იანვარში შედეგების სერტიფიკაცია წარმომადგენელთა პალატაში, იქ კი შეუძლებელია სიურპრიზი მოხდეს _ იქ დემოკრატები უმრავლესობას წარმოადგენენ. ბოლო ნაბიჯი კი არის ინაუგურაცია, რომელიც 20 იანვარს უნდა გაიმართოს. დონალდ ტრამპისთვის ეს დღე ახალი წინასაარჩევნო კამპანიის სტარტი იქნება. შემდეგი არჩევნებისთვის, რომელიც 2024 წელს ჩატარდება, ტრამპი იმდენივე წლის იქნება, რამდენისაც ახლა ბაიდენია _ 78 წლის.

ტრამპს აქვს რევანშის შანსი, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი, და უკვე ახლავე ჩანს, რომ პრეზიდენტ ბაიდენისთვის შემდეგი 4 წელიწადი მძიმე იქნება. კორუფციული სკანდალები ოჯახში, ჯაშუშური სკანდალები პარტიაში, კორონაკრიზისი და არჩევნების შედეგის ლეგიტიმურობაში შეტანილი ეჭვი _ ამ, ასე ვთქვათ, კოზირებს რესპუბლიკელები აუცილებლად გამოიყენებენ დემოკრატებზე შესატევად, თანაც დემოკრატებმა თვითონ დაარღვიეს თამაშის წესები. ტრამპის თანაპარტიელები, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ დარჩნენ, მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ ძალაუფლების დასაბრუნებლად.

ბაიდენმა გაიმარჯვა, მაგრამ აშშ დაშლისა და სამოქალაქო ომის პირასაა

როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გაანულა ტრამპის ბოლო იმედი, შეენარჩუნებინა ხელისუფლება. ამას მხარი დაუჭირა 9-დან 7-მა მოსამართლემ, მათ შორის ტრამპის მიერ ახლახან დანიშნულმა სამმა მოსამართლემაც. თანაც სასამართლოს, რაც მნიშვნელოვანია, არ დაუდასტურებია და არც უარუყვია არჩევნების შედეგების შესაძლო ფალსიფიკაცია. მან მხოლოდ დაადგინა, რომ ასეთი სარჩელის განხილვის უფლებამოსილება არ აქვს, ტეხასის შტატს კი არ შეუძლია, გაასაჩივროს კენჭისყრის შედეგები სხვა შტატებში. და ტეხასის შტატი განაწყენდა. ტეხასის შტატში რესპუბლიკური პარტიის განყოფილების ხელმძღვანელი ალენ უესტი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მოწოდებით, შეიქმნას “ახალი კავშირი, რომელიც დაიცავს კონსტიტუციას”. ამ მოწოდებაში მკაფიოდ გამოსჭვივის მინიშნება სამხრეთის 1861 წლის სეცესიაზე, რომელმაც სამოქალაქო ომი გამოიწვია.

სხვათა შორის, უესტი შავკანიანია. ეს კარგად წარმოაჩენს ტრამპის რასიზმზე საუბრების ფასს. ერთერთი მიზეზი, რომლის გამოც ტეხასი თავის დროზე სეპარატისტულ წარმონაქმნად იქცა მექსიკის ტერიტორიაზე, იყო ის, რომ ოფიციალურმა მეხიკომ მონობა გააუქმა, ამის წინააღმდეგი კი იყვნენ ტეხასელი პლანტატორები. თავის მხრივ, უესტის თანაპარტიელმა და შტატის საკანონმდებლო საკრებულოს წევრმა კაილ ბიდერმანმა განაცხადა, რომ მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ტეხასელებს, ჩაატარონ რეფერენდუმი შტატის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

ეს სიახლე არ არის. ტეხასი ერთადერთი შტატია, რომელიც აშშ-ის შემადგენლობაში შევიდა, როცა ის მსოფლიოში აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, რაც წარმოქმნის ასეთი შინაარსის საუბრებს: “როგორც შევედით, ისე გამოვალთ” და აღვივებს ტეხასურ პატრიოტიზმს.

სხვა კონცეფციით, ტეხასის სუვერენიტეტი იყო 10 წლის განმავლობაში გაჭიანურებული გარდამავალი პერიოდი “სახალხო რესპუბლიკიდან”, რომელიც იმხანად მექსიკის უკაცრიელ ტერიტორიაზე შეიქმნა ჩრდილოეთიდან ჩასახლებულთა წყალობით. ე.ი., ტეხასი თავიდანვე მიდიოდა არა დამოუკიდებლობისკენ, არამედ იმისკენ, რომ აშშ-ის ნაწილი ყოფილიყო.

ასეა თუ ისე, ტეხასის ნებისმიერ ბარში შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ტეხასმა ვაშინგტონის უღელი უნდა გადაიგდოს და აღიდგინოსმარტოხელა ვარსკვლავის შტატისდამოუკიდებლობა. სხვათა შორის 1997 წელს ძალოვანი სტრუქტურები იძულებულნი იყვნენ, ალყაში მოექციათ ტეხასის დამოუკიდებლობის იდეის რადიკალურად განწყობილთა შტაბები, რომლებშიც მძევლები ჰყავდათ აყვანილი და ამბობდნენ, რომ, თუ მათ მოთხოვნას არ შეასრულებდნენ დამოუკიდებლობის შესახებ, დაიხოცებოდნენ ფეხზე მდგომნი და არა დაჩოქილნი. იმხანად სეპარატისტების ლიდერი იყო რიჩარდ მაკლარენი, რომელიც თავს “აშშ-ში ტეხასის რესპუბლიკის ელჩს” უწოდებდა.

“ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობა, იმიტომ, რომ ჩვენ სხვები ვართ. ტეხასი _ ეს არის უზარმაზარი ტერიტორია, ცალკე ქვეყანა უნიკალური კულტურითა და ყოფით. ჩვენ გვსურს, გვქონდეს ჩვენი პასპორტები, ჩვენ სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი გვაქვს სამყაროსა და პოლიტიკაზე. ჩვენ აბსოლუტურად არ ვეთანხმებით აშშ-ის ფედერალური მთავრობის პოლიტიკას. ჩვენ სრულიად განსხვავებულად ვცხოვრობთ”, _ ამბობს “ტეხასის ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელი ნათან სმიტი. საზოგადოდ, ტეხასის შტატს შეუძლია, ბევრი მასალა წარმოადგინოს აშშ-ის დაშლის შესაძლებლობის თემაზე, თანაც ამ მასალებს გამოიყენებენ არა მხოლოდ შტატებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც _ ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ამ სახელმწიფოს.

ყველაფრის მიუხედავად, ტეხასის სრულფასოვანი სეცესიის იდეა უნდა განვიხილოთ არა როგორც ქვეყნის დაშლის სურვილი, არამედ ვაჭრობად ფედერალურ ხელისუფლებასთან, რომელსაც ახლა ბაიდენი განასახიერებს. მოტივები გამჭვირვალეა _ ეს არის მომავალი 4 წლის განმავლობაში რესპუბლიკელების დაპირისპირება თეთრ სახლთან, რათა დაასუსტონ ბაიდენის ძალაუფლება და არ დაუშვან მკაცრი ღონისძიებების განხორცილება, თუკი პრეზიდენტი მოისურვებს შტატისთვის მტკივნეული ინიციატივების თავს მოხვევას.

როცა პრეზიდენტად ტრამპი აირჩიეს, სეცესიაზე ზუსტად ასევე მიანიშნებდნენ კალიფორნიაში, რომელზეც გავლენა დემოკრატებს აქვთ. იმხანად გავრცელდა მოსაზრება აღმოსავლეთ სანაპიროს შტატების კავშირის შექმნის შესახებ (კალიფორნიას პლუს ლიბერალური ორეგონი და ვაშინგტონი) და, მიუხედავად ტრამპის მიმართ სიძულვილისა, რამე ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა. მთავარი, რაც ტეხასელებს აშფოთებთ, არის ბაიდენის დაპირება, მიიღოს კანონი, რომელიც მოქალაქეობისკენ გაუხსნის გზას 7-8 მილიონ არალეგალს, რომელთა უმრავლესობა მექსიკიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდანაა. რესპუბლიკელები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, განსაკუთრებით _ ტეხასელები.

პრობლემა არ არის ქსენოფობიაში, არც რასიზმში, პრობლემა არის ის, რომ ახალი მოქალაქეები დემოკრატების ელექტორატში ჩაეწერებიან და ეს ცვლილება ფატალურად შეიძლება აისახოს ტეხასელ კონსერვატორებზე. ამჟამად შტატის სამხრეთში საკმაოდაა “დემოკრატიული” ოლქები, რომლებშიც ესპანურად ლაპარაკობენ. ტეხასი კი, როგორც რესპუბლიკელთა ციტადელ, რამდენიმე მილიონ ხმას ეყრდნობა. თუ დემოკრატები ტეხასში უმრავლესობა იქნებიან, რესპუბლიკელები მოსახლეობის მიხედვით მეორე შტატში 38 ამომრჩევლის დანაკარგს ვერსად აინაღზაურებენ. სხვა სიტყვებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველთვის გაიმარჯვებენ დემოკრატები, თუ ვითარება ექსტრაორდინალურ ხასიათს არ შეიძენს.

დემოკრატების მიმართ სიმპათიით განწყობილი რამდენიმე მილიონი მიგრანტის ლეგალიზაცია ბაიდენის ხელისუფლების პირობებში არის ის “წითელი ხაზი”, რომლის გადაკვეთასაც რესპუბლიკელები მათ ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით შეეწინააღმდეგებიან.

სეპარატიზმზე მითითება არ არის ყველაზე რადიკალური მითითება. ტეხასის შტატში ხშირად ამბობენ, რომ აშშის არმიის 20 პროცენტს მათი თანამემამულეები შეადგენენ.

პანდემიამ რესპუბლიკელებს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა. ფოსტით ხმის მიცემამ, რომლის შედეგების გაპროტესტებასაც აქამდე ცდილობენ ტრამპის იურისტები, ათიათასობით ხმა მოაპოვებინა დემოკრატებს რამდენიმე შტატში, რაც ფატალური აღმოჩნდა ტრამპისთვის. ამ შტატებში საკანონმდებლო საკრებულოებს რესპუბლიკელები აკონტროლებენ და, დიდი ალბათობით, უახლოეს ხანში ამფანჯარასდახურავენ, დემოკრატები კი ბაიდენის საეჭვო ლეგიტიმურობის გამო წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ტეხასში არალეგალების ლეგალიზაცია შესაძლებლობის კიდევ ერთი ფანჯარაა დემოკრატებისთვის, ოღონდ ამის საფასური არა ერთი, არამედ ყველა მომდევნო საპრეზიდენტო ვადაა. ეს პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი ამოცანაა მისი პარტიის წინაშე, რესპუბლიკელების მთავარი ამოცანა კი ამის არდაშვებაა.

ვინც უნდა გაიმარჯვოს (ყველა გარემოების გათვალისწინებით, რესპუბლიკელების პოზიციები უკეთესია), აშშ-ში შიდაპოლიტიკური ბრძოლა უახლოეს პერიოდში ტეხასის გარშემო წარიმართება, ამიტომ აშშ-დან მისი გამოყოფის მოწოდებას არაერთხელ მოვისმენთ. ეს იქნება სიგნალიზაციის ჩართვა იმ მომენტში, როცა დემოკრატები შეეცდებიან “წითელი ხაზის” გაკვეთას _ მიგრანტების ლეგალიზაციას.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here