ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის 100 დღის განმავლობაში აშშ–ის 100 უმდიდრესი ადამიანი 195 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან ბაიდენის ინაუგურაციამდე კი ამ უმდიდრესმა ადამიანებმა 267 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. შედეგად, 2020 წლის 4 ნოემბრიდან, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული უმდიდრესი ამერიკელების კაპიტალი გაზრდილია 461 მილიარდი დოლარით.
ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, 100 უმდიდრესი ამერიკელის ქონება ამჟამად 2,9 ტრილიონ დოლარს აღწევს, მაშინ, როცა ამერიკის მოსახლეობის შეძლებული ფენის 50% 2,5 ტრილიონი დოლარის ქონებას ფლობს.
bpn.ge