ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
როგორც “ინფო9”-ს საგანგებო სიტუაციების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. დამწვარია საცხოვრებელი ფართის 15 კვადრატული მეტრი, საოჯახო ტექნიკა და ინვენტარი.
ხანძარის გამომწვევი მიზეზი უცნობია.