Home ახალი ამბები ახმეტაში შეშით დატვირთული ავტომობილი ხევში გადავარდა

ახმეტაში შეშით დატვირთული ავტომობილი ხევში გადავარდა

841

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენის მთაზე მოძრავი სავტვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა.
არსებული ინფორმაცით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რა დროსაც შეშით დატვირთული მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა. შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები მუშაობენ. ისინი ხევიდან ავტომანქანის ამოტანას ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი არავინაა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here