Home ახალი ამბები მსოფლიო ახლა ჯერი სტოლტენბერგზეა

ახლა ჯერი სტოლტენბერგზეა

485
ახლა ჯერი სტოლტენბერგზეა

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, სურვილი აქვს, პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რათა განიხილოს ის სირთულეები, რომლებიც მოსკოვსა და ალიანსს შორის არსებობს და დასძინა, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობები უნდა დამყარდეს.

“რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია და ასეც დარჩება. ჩვენ უნდა ვეცადოთ უკეთესი ურთიერთობები დავამყაროთ მასთან”, _ განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩვენთვის საყურადღებო აქ ის არის, რომ ნატოსა და რუსეთს შორის მთავარი სირთულე ნატოს მიახლოებაა რუსეთის საზღვრებთან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების პერსპექტივა. რუსეთი ამის კატეგორიული წინააღმდეგია და რაკი სტოლტენბერგმა ეს იცის და რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას აპირებს, როგორ უნდა მიაღწიოს ამას? სწორია _ საქართველოს ინტეგრაციაზე ჯერ ოფიციალურად თუ არა, არაოფიციალურად მაინც უარის თქმით. მალე, ალბათ, ოფიციალური უარიც არ დააყოვნებს. გავიხსენოთ, ჯეიმს აპატურაით დაწყებული, სხვადასხვა დონის მაღალჩინოსნებმა წელს და შარშან ყველამ პირდაპირი ტექსტით გვითხრა, რომ ნატოში არ მიგვიღებენ. ახლა ჯერი სტოლტენბერგზეა.

ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ბრმა და ყრუ გინდ ხელისუფლება და გინდ ოპოზიცია, ისევ ნატოში შესვლასა და “ჩვენი მზის ამობრწყინებაზე” აგრძელებენ ყბედობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here