Home ახალი ამბები ახლადარჩეული თბილისის მერი მოვალეობის შესრულებას 12 ნოემბერს შეუდგება

ახლადარჩეული თბილისის მერი მოვალეობის შესრულებას 12 ნოემბერს შეუდგება

725

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე თბილისის მართვას 12 ნოემბერს შეუდგება. ამ დღეს ის მერიაში ახალი გუნდით მივა.

კალაძის თქმით, თბილისის  მერიაში საკადრო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება, რაც  შეეხება თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას, პირველ ვიცე-მერს, ვიცემერებსა და სხვა თანამდებობის პირებს, კალაძე ამაზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა მისი გუნდის სავარაუდო წევრების ვინაობა მეტნაკლებად ცნობილია.

კახა კალაძემ დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13% მიიღო. 

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here