Home რუბრიკები საზოგადოება ახალ თაობას არწმუნებენ, რომ ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივი მოვლენაა

ახალ თაობას არწმუნებენ, რომ ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივი მოვლენაა

757
ახალ თაობას არწმუნებენ, რომ ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივი მოვლენაა

შორეულ 1960-იან წლებში ახალი ზელანდიის პატარა ქალაქში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა კიმ გროუვმა ცხოვრებისეული ისტორიების ხელსახოცებზე ხატვა დაიწყო. ის ამ ხელსახოცებს მეგობარ რობერტოს ჩუქნიდა ხოლმე, რომელსაც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა. თითოეულ ნახატს ჰქონდა მოკლე ფრაზა. ეს ცხოვრებისეული ისტორიები ძალიან საინტერესო იყო, თითოეული ფრაზა მთავრდებოდა სიტყვებით “Love is”.

“მე ვაკეთებდი პატარა ჩანახატებს, რათა მასთან მიმეტანა ჩემი გრძნობა… ეს იგივე იყო, რაც ჩემი ემოციების დღიურების წერა. ჯერ დავხატე წვეთი, რომელიც გოგონად გადაიქცა, შემდეგ დავხატე მეორე წვეთი _ ბიჭი, რომელიც ამ გრძნობის მიზეზი იყო”, _ ამბობდა კიმი.

შემდეგ გამოვიდა კომიქსების წიგნი, რომელიც მოიცავდა კიმის ათეულობით ნახატს. გამოცემის უფლება უამრავმა ქვეყანამ შეიძინა და მალე ბევრისთვის საყვარელმა ფრაზებმა სუვენირები (მაისურები, ფინჯნები და სხვ.) დაამშვენა. 1990-იანი წლების დასაწყისში კი ერთმა თურქულმა კომპანიამ წიგნის გამოცემის უფლება შეიძინა და მას შემდეგ დაიწყო კიმის ისტორიების ბეჭდვა. იმ მომენტისთვის რობერტო უკვე მკვდარი იყო, მაგრამ ხსოვნა, უფრო ზუსტად მისდამი გრძნობები კიმში დღესაც ცოცხლობს და მათ, ვინც 1990-იან წლებში ან მოგვიანებით ყიდულობდა საღეჭ რეზინს Love is-ს, კარგად ახსოვთ ნამდვილი სიყვარულის ეს ამაღელვებელი ისტორიები.

ამ პატარა შესავლის მიზანიც ის არის, მკითხველისთვის გაგვეხსენებია ის ოჯახური ფასეულობები, რომლებიც პოპულარული იყო და ეჭვს არ იწვევდა, სულ რაღაც, 30 წლის წინათ, სხვათა შორის, ევროპაშიც… იმ ევროპაში, რომელიც დღეს სულ სხვა სიყვარულის პროპაგანდას ეწევა.

* გერმანია. 2019 წლის 30 ოქტომბერი. TW NOWმა მედიაჯგუფ RTLის ვიდეოპორტალმა დაიწყო ახალი რეალური შოუს ჩვენება, ეს არის გეებისთვის განკუთვნილი პირველი შოუ გერმანიაში _ “მშვენიერი პრინცი” (Prince Charming). შოუს ორიგინალური Prince Charming ფორმატი ეკუთვნის ამერიკულ კომპანიას, რომელიც მას 2016 წლიდან აჩვენებს. “პროგრამის ფორმატში 20-მა პრეტენდენტმა უნდა იბრძოლოს არა მხოლოდ მთავარი გმირის გულის დასაპყრობად, არამედ სხვა კანდიდატებთან ურთიერთობისთვისაც…”

პროგრამის ეთერში გაშვებამდე გერმანიაში თითქმის ყველა ბოძზე გააკრეს სარეკლამო პლაკატები, რომლებზეც გამოსახული იყვნენ შოუს მონაწილენი ერთმანეთის კოცნისას. თითოეულ პლაკატს ჰქონდა წარწერა. აი რამდენიმე სლოგანი:

სიყვარული _ ეს არის, იყო “ცისფერი”.

რომანტიკა _ ეს არის, იყო “ცისფერი”.

იყო ძლიერი, ნიშნავს იყო “ცისფერი” და ა.შ.

აქ, ალბათ, ბევრს გაახსენდება ძველებური საღეჭი რეზინები Love is, რომლებითაც გულუბრყვილო გოგონა მსოფლიოს უზიარებდა თავის ჭეშმარიტ გრძნობებს და, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, როგორ ტრანსფორმაციას განიცდიდა ცნება სიყვარული, სულ რაღაც, 3 ათეული წლის შემდეგ.

ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არ არის იმაზე, რომ ადამიანები სექსუალური კუთვნილების მიხედვით დავყოთ ნორმალურებად და არანორმალურებად, მაგრამ, თუკი წარმოვიდგენთ, რა ღირს სრულიად გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითქმის ყველა გაჩერებაზე გამოკრული ამ შოუს მხოლოდ ერთი ნაბეჭდი რეკლამა, ყოველგვარი ეჭვი გაქრება _ ეს უკვე აღარ არისგადაცემა მცირე რაოდენობის ადამიანებისთვის”, ეს ჰომოსექსუალიზმის რეალური პროპაგანდაა ქვეყნის მასშტაბით.

გერმანია ისედაც განთქმულია თავისი ტოლერანტული დამოკიდებულებით ნებისმიერი არატრადიციული (თუმცა ამჟამად, ალბათ, უკვე აღარ შეიძლება ამ სიტყვის გამოყენება, რადგან ყველაფერი ტრადიციულია) სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა მიმართ _ თითქოს აქ განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ გეილობის ასეთი მასშტაბური შეტევა არასდროს ყოფილა. ეს ყველაფერი გადის ადრე დაწესებული საზღვრებიდან, სულ უფრო ძლიერდება და ემსგავსება ამერიკულს, სადაც გეითემი, დიდი ხანია, დაეუფლა ინიციატივას და უზარმაზარ რეალურ ძალაუფლებას, ხოლო გეიმოძრაობის ცალკეული წარმომადგენლები უკვე აღარც მალავენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას, პირიქით _ ყველანაირად ხაზს უსვამენ, რომ არიან ჰომოსექსუალური თემის წარმომადგენლები.

მაგალითად, სან-ფრანცისკოში მცხოვრებთა 15,4% დაუფარავად უწოდებს თავს გეის, ლესბოსელსა და ბისექსუალს, როგორც კი ნეგატიურ კონტექსტში დაიწყებს მსგავს ვითარებაზე ლაპარაკს, მყისვე გამოჩნდებიან დამცველები _ ყველაფრისმცოდნესამოქალაქო აქტივისტები”, რომლებიც თავდაყირა დააყენებენ ისტორიას და დაგადანაშაულებენ, რომპიროვნების აღქმის პრობლემაგაქვს, რომ არასაკმარისად ხარ განვითარებული ესთეტიკური და სულიერი კუთხით, მოქცეული ხარ კომპლექსების მარწუხებში და ვერ გაგიგია, რომ ადამიანურ სიყვარულს არ აქვს საზღვრები და ადამიანებს შორის გრძნობების გამოვლენამ არ იცის რასა, სქესი, ასაკი და სხვა ნიუანსები. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეს დამცველები თვითონ ტრადიციული ურთიერთობებით ცხოვრობენ, ვითარებას გვერდიდან უყურებენ და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ.

მათ ავიწყდებათ ერთი რამ: ბავშვის მენტალიტეტი ყალიბდება იმ გარემოში, რომელშიც იზრდება, და იმ მოცემულ მომენტში არსებული მორალური ნორმებით. და, თუ ტრადიციებსა და ღირებულებებზე ჩამოყალიბებული თვალსაზრისის მქონე ზრდასრული ადამიანი მხოლოდ მხრებს აიჩეჩს და თავს გადააქნევს, როცა მსგავს სარეკლამო პლაკატებს დაინახავს, ბავშვი ყველაფერს სხვანაირად აღიქვამს. ის ჩათვლის, რომ ეს ნორმალურია. აი ასეთი აგიტაციის მთავარი ამოცანა: დაარწმუნონ ახალი თაობა, რომ ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივია და აქ განსაკუთრებული არაფერია.

სტატისტიკის თანახმად, გერმანიაში ლგბტ მოძრაობას მოსახლეობის 7,4% მიეკუთვნება, მამაკაცების 3,1% ჰომოსექსუალია, თუმცა ბერლინის ტირგარტენში (სხვათა შორის, 2001-2014 წლებში ბერლინის ბურგომისტრი იყო კლაუს ვოვერაიტი _ გეი) ხშირად ხდება შემთხვევები _ და ჰომოსექსუალებზე ნადირობენ ჩაქუჩებით ან ასხამენ მათ საღებავს. ლაიფციგის უნივერსიტეტის გამოკითხული სტუდენტების 41%-ს მიაჩნია, რომ საზიზღრობაა, როცა ჰომოსექსუალები ერთმანეთს საჯაროდ კოცნიან.

ამასთანავე, სკოლებში ატარებენ გაკვეთილებს საგანში “90 წუთი სექსუალური მრავალფეროვნების შესახებ”, რომელიც შემუშავებულია ბერლინისა და ბრანდერბურგის სექსუალური უმცირესობების მიერ ბერლინის მთავრობის (ბურგომისტრ ვოვერაიტის მიერ, რომელმაც საჯაროდ განუცხადა საზოგადოებას: “მე ვარ გეი, და ეს არის ო’კეი!”) მხარდაჭერით.

ამის შემდეგ ბერლინელი მოზარდები ერთმანეთზე ატარებენ ექსპერიმენტებს და იღებენ ჰომოსექსუალურ გამოცდილებას, მაგრამ მათი მხოლოდ ძალიან ცოტა პროცენტი ხდება ჰომოსექსუალი, თუმცა გამოცდილება უკვე აქვთ.

ჩვეულებრივი თანამედროვე არგუმენტი “მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრების” დასაცავად ასეთია: თუ ადამიანმა გადაწყვიტა სექსუალური გამოცდილების მიღება, მაშინ ეს მისი შეგნებული არჩევანია, რომელშიც ის აბსოლუტურად თავისუფალია.

მაგრამ ასეთი დამცველები რატომღაც ხმას არ იღებენ იმაზე, რომ მიმდინარეობს ჰომოსექსუალიზმის მასირებული პროპაგანდა.

არადა, ადამიანებს შორის განსხვავების მისახვედრად 2-3 სასკოლო გაკვეთილიც საკმარისია. ის კი, რაც ხდება, სრულიად სხვაა. ეს არის სექსუალური ორიენტაციის შეცვლისკენ რეალური მოწოდება. ეს არის დარწმუნება, გარკვეული სახის მოტივაცია და პროპაგანდა ყალბი ლოზუნგით: “იცხოვრე თავისუფლად და სრულფასოვნად!”

და ისე, როგორც მიღებულია ამერიკაში, ევროპაშიც დაიწყეს ვითარების მიყვანა აბსურდამდე _ სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებით უმცირესობის სასარგებლოდ, ტრადიციული ოჯახებისთვის ბავშვების წართმევითა და გეიწყვილებისთვის გადაცემით და ამ ყველაფრით უმცირესობის მაღლა დაყენებით უმრავლესობაზე.

პატარა მაგალითი: გერმანიაში არსებობს ბევრი საგადასახადო სალარო და დაქორწინებულ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ თავიანთი სალარო, რათა ცოტა ეკონომია გააკეთონ გადასახადების გადახდისას. გეიწყვილებს, რომლებიც არაოფიციალურად არიან დაქორწინებულნი, შეუძლიათ აიღონ შეღავათიანი გადასახადების სალარო, ოფიციალურად დაქორწინებულებს კი ასეთი შესაძლებლობა არ აქვთ.

და მაინც მთავარი კითხვა _ ვის სურს, მასობრივად შეცვალოს ევროპელთა მენტალიტეტი საბაზო ფასეულობების შეცვლით, ისეთით, როგორიც არის ტრადიციული ოჯახი და ბავშვები? ყველამ შესანიშნავად იცის შობადობის სტატისტიკა, რომლის გრაფიკიც განუხრელად ეშვება ქვევით. უკვე 2030 წლისთვის ევროპის სახე უფრო შავგვრემანი იქნება, ხოლო რა მოხდება 2050 წელს, ამის წარმოდგენაც კი მძიმეა.

ჰომოსექსუალიზმით ასეთი მასირებული პროპაგანდა იწვევს იმ ევროპის გადაგვარებას, რომელიც არსებობდა დღემდე. შეიძლება დაისვას კითხვა _ რა შუაშია აქ საქართველო ან სხვა მართლმადიდებელი ქვეყნები, მაგალითად, რუსეთი? ამ ევროპელებს რაც უნდათ, ის უქნიათ თავიანთ ქვეყნებში, ვისთანაც უნდათ, მასთან დაწვნენ, ჩვენ რა? მოცემულ მომენტში რუსეთს თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ჰომოსექსუალიზმის მიმართ, საქართველოში კი ბოლო ხანს ძალიან გააქტიურდნენ ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვის ნიღბით მოქმედი, დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებული ძალები, რომლებმაც იერიში მიიტანეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და იმ ფასეულობებზე, რომლებითაც დღემდე მოვიდა ქართველი ერი.

როდესაც ტენდენცია მასობრივად ვრცელდება, მას შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ყველაზე, მათ შორის, მოზარდებზეც, რომლებიც უსმენენ დასავლურ მუსიკას, უყურებენ სერიალებს, ითვისებენ დასავლურ კულტურას და მასთან ერთად საეჭვო თანამედროვე ფასეულობებს.

რით დასრულდება ეს ყველაფერი ევროპისთვის, უცნობია, მაგრამ კარგს არ უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, ისეთ პრობლემასთან ერთად, როგორიც არის უკანონო მიგრაცია; მიგრანტები კი, რომლებიც შეესივნენ ევროპას, სრულიად არ იზიარებენ თანამედროვე ევროპელთა თვალსაზრისს სქესთაშორის ურთიერთობებზე და თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here