Home სხვადასხვა დაიჯესტი ახალ ზელანდიაში ადამიანებს საზრდოს მოყვანის უფლებას ართმევენ

ახალ ზელანდიაში ადამიანებს საზრდოს მოყვანის უფლებას ართმევენ

ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ლიბერალები ამ პრაქტიკის გავრცელებას მთელ მსოფლიოზე აპირებენ

ახალ ზელანდიაში ადამიანებს საზრდოს მოყვანის უფლებას ართმევენ

ახალ ზელანდიაში განიხილავენ კანონპროექტს საკვების შესახებ, რომლის მიხედვით საკვების, საზრდოს მოყვანა პრივილეგია იქნება და არა უფლება; ამასთანავე, ამ კანონის შესაბამისად, “თესლისშენახვისთვის მოქალაქეებს ელოდება ჯარიმა ან პატიმრობა, ისევე, როგორც ნარკოტიკის შეძენა(შენახვა)-გაყიდვისთვის.

მასობრივი საინფორმაციო საშუალებები თითქმის არ აშუქებენ ამ კანონპროექტს, მაგრამ ცნობილია, რომ ის მომზადებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნით, რომლის უკანაც დგას აშშ-ის სანიტარული, კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის ზედამხედველობის სამმართველო (FDA) და, რა თქმა უნდა, ბილ გეიტსი და მისი ჯიბის Monsanto.

კანონი:

* ადამიანის უფლებას (მოიწიოს მოსავალი და გაუნაწილოს სხვას) აქცევს მთავრობისგან სანქცირებულ პრივილეგიად, რომელიც შეიძლება გაუქმდეს;

* უკანონოდ თვლის “საკვები პროდუქტების” უნებართვოდ გავრცელებას და “საზრდოდ”, როგორც ნოყიერ ნივთიერებად, განსაზღვრავს თესლს, ბუნებრივ წამლებს, ძირითად მინერალებსა და სასმელებს (მათ შორის წყალს);

* მოსახლეობას ართმევს უფლებას, მოიყვანოს საკვები პროდუქტები და გადასცეს მათ თესლის მწარმოებელ კომპანიებს.

* პოლიციელებს, რომლებიც მოქმედებენ საკვები პროდუქტების უსაფრთხოების თანამშრომლების რანგში, აძლევს უფლებას, შეიჭრნენ შენობებსა და საცხოვრებლებში ორდერის გარეშე იმ მოწყობილობების გამოყენებით, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლიან, მათ შორის იარაღის გამოყენებითაც (მუხლი 265-1);

* კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც აძლევს უფლებას, იყვნენ საკვები პროდუქტების უსაფრთხოების თანამშრომლები, როგორც მითითებულია მუხლ 243-ში, .., monsanto თანამშრომლებსაც შეუძლიათ, შეიჭრნენ შენობებსა და საცხოვრებლებში შეიარაღებული პოლიციელების მხარდაჭერით;

ახალ ზელანდიაში ადამიანებს საზრდოს მოყვანის უფლებას ართმევენ

* საკვები პროდუქტების უსაფრთხოების თანამშრომლებს აძლევს იმუნიტეტს სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო დევნის წინააღმდეგ.

ეს ახალი კანონპროექტი ახალი ზელანდიის მთავრობამ მოამზადა თავისი ვალდებულებების მიხედვით, რომლებიც აღებული აქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე საერთაშორისო სქემის მიხედვით. ამ სქემის სახელწოდებაა Codex Alimentarius (“სურსათსანოვაგის წიგნი”). ასე რომ, კანონს ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ.

საკვანძო ფაქტორია თესლი. კანონპროექტის მიხედვით, ეს ყველაფერი გაკონტროლდება და თესლის შენახვა დაისჯება ისევე, როგორც ნარკოტიკის შენახვა. აღსანიშნავია, რომ ასეთი სცენარის განხორციელებას აპირებენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ყველა ქვეყანაში.

ისიც ნიშანდობლივია, რომ ახალმა ზელანდიამ დააანონსა ის უხერხული მომენტი, როცაშეთქმულების თეორიააღმოჩნდა არა თეორია, არამედ დუმილის შეთქმულება მასმედიაში.

“სურსათ-სანოვაგის, საკვების” ნარკოტიკებთან გათანაბრებასთან ერთად, ახალი ზელანდია აწესებს საკარანტინო ბანაკებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ კოვიდ-19-ზე ტესტირების გავლაზე.

მასმედიამ და ბნელეთის მოციქულებმა, რომლებიც უარყოფენ რეალობას და ცისფერი ეკრანებიდან ატყუებენ მოქალაქეებს, ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან, რასაც ისინიშეთქმულების თეორიებსუწოდებენ, რეალობაა. მრავალმილიონიანი აუდიტორიაში გავრცელებულ ტყუილს კი საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

Cont.wsზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here