Home სხვადასხვა დაიჯესტი ახალი სკანდალი ბუნდესვერში

ახალი სკანდალი ბუნდესვერში

729
ახალი სკანდალი ბუნდესვერში

ბუნდესვერში ახალი სკანდალია. სამსახურს დროებით ჩამოაშორეს არმიის განსაკუთრებული ქვედანაყოფის სპეცრაზმის პოდპოლკოვნიკი დანიელ . მას ბრალი ედება მემარჯვენე ექსტრემიზმის მხარდაჭერაში.

თავის მსოფლმხედველობას, _ ბუნდესვერის წარმომადგენლის განცხადებით, _ დანიელ კ. აქტიურად ავრცელებდა სოციალურ ქსელებში. ამასთანავე, დაუფარავად აღიარებდა ნეონაცისტურ ორგანიზაცია “რაიხის მოქალაქეებთან” სიახლოვეს. უფრო მეტიც, კოლეგებისადმი მიმართვებში ის, პრაქტიკულად, ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, რომ ამჟამინდელი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა არალეგიტიმური სახელმწიფოა. გაზეთ “ბილდის” ცნობით, ერთ-ერთ წერილში დანიელ კ. ბერლინს ადანაშაულებდა, რომ მან დაკარგა კონტროლი ლტოლვილ მიგრანტებზე, და ამიტომ, _ მიაჩნია ექს პოდპოლკოვნიკს, _ ვითარების მართვა საკუთარ ხელში უნდა აიღონ ჯანსაღმა ძალებმა. მარტივად რომ ვთქვათ, ნეონაცისტებმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანულ არმიაში მემარჯვენე-ექსტრემისტული განწყობა ფართოდ არის გავრცელებული. ამის შესახებ შარშან “საქართველო და მსოფლიოც” წერდა.

გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის მონაცემებით, 2018 წელს გამოვლენილი იქნა 7 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 4 მემარჯვენე ექსტრემისტი იყო, 3 _ ისლამისტი. დისციპლინური და იურიდიული პროცესების შემდეგ ყველა დაითხოვეს ბუნდესვერიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here