Home ახალი ამბები მსოფლიო ახალი კოლონიალიზმი და ფინანსური აპარტეიდი

ახალი კოლონიალიზმი და ფინანსური აპარტეიდი

1123
ახალი კოლონიალიზმი და ფინანსური აპარტეიდი

რუსეთში ურჩევნიათ, ბინძური ფული გადარიცხონ კვიპროსზე, გიბრალტარში და კუნძულ ნაურუზე _ ამ ზონებს მტკიცე ისტორიული კავშირები აქვთ დიდ ბრიტანეთთან. ეს არის საფეხურები, რომლებსაც მივყავართ გლობალურ ფინანსურ სისტემაში, რომელშიც შეიძლება ბინძური ფულის გათეთრება და მისი კანონიერების ფარგლებში მოქცევა, სანამ ის ძირითად გლობალურ საფინანსო სისტემას მიაღწევს ლონდონის ან სხვა ადგილის გავლით”, _ წერს ბრიტანელი მკვლევარი ნიკოლას შეკსონი თავის წიგნშიადამიანები, რომლებმაც მსოფლიო გაძრცვეს: სიმართლე და ჭორი თანამედროვე ოფშორულ ზონებზე”.

“ყველაზე მეტი გაქცეული ისრაელსა და დიდ ბრიტანეთს აფარებს თავს. სხვათა შორის, ბრიტანეთის დედაქალაქს ტყუილუბრალოდ არ ეძახიან ლონდონგრადს. როგორც ხვდებით, იქ თავს აფარებენ არა ჯიბგირები, არამედ ფიგურები მნიშვნელოვანი კაპიტალით. როგორც ჩანს, ლონდონი, რომელიც მსოფლიოს საფინანსო ცენტრად ითვლება, ამასთანავე, დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი ფულის დიდ “სამრეცხაოდ” იქცა”, – განაცხადა 2010 წელს იმხანად რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ზვიაგინცევმა.

თუმცა მოგვიანებით ზოგიერთმა რუსმა უმდიდრესმა ადამიანმა, რომლებიც კარგად იცნობენ მსოფლიოს ეკონომიკას, აგრეთვე, მჭიდროდ არიან დაკავშირებული დიდ ბრიტანეთთან, დაიწყეს ლაპარაკი, რისთვის იყენებენ ოფშორულ სისტემას. “ინდოეთიდან, რუსეთიდან კოლუმბიიდან, ზიმბაბვედან მოხდა მილიარდების გადინება და ეს ფული დამალულია დასავლეთში. მე ამას ვუწოდებ მესამე კოლონიალიზმს. მთლიანობაში დასავლური სისტემა არ განსხვავდება რუსეთის სისტემისგან, უბრალოდ, მასში მეტი ფარისევლობაა”, _ განაცხადა ბიზნესმენმა ალექსანდრე ლებედევმა 2017 წელს გამოცემა Le monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ლებედევმა დიდ ბრიტანეთში იყიდა გაზეთიThe Independent-ი, ის იყო ერთ-ერთი წარმატებული რუსი ბიზნესმენი, დაკავებული იყო საბანკო ბიზნესითაც.

“მინდა, ბოლო მოვუღო გლობალურ ფინანსურ აპარტეიდს. მე ამას ფინანსურ აპარტეიდს ვუწოდებ. 1996 წელს, როცა ბანკი ვიყიდე, ეს აპარტეიდი არ ყოფილა. მსოფლიოში 20-30 მლრდ-ს იპარავდნენ. ეს ბევრი არ არის. ამჟამად ყოველწლიურად ტრილიონზე მეტს იპარავენ, მხოლოდ აფრიკაში _ 100 მლრდ-ს. ამ სისტემაში რუსეთის წილი მხოლოდ 1%-ია. იპარავენ ჩინეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ნიგერიაში, ეგვიპტეში, ზიმბაბვეში _ სადაც გინდათ. ეს სისტემა ჩვენი მოგონილი არ არის. ის დასავლელმა იურისტებმა მოიფიქრეს. ეს ოფშორები, ეს “ფონსეკები” პანამაში (კომპანია MOSSACK FONSECA & CO. _ რედ.), ეს ფონდები და ბანკები, ეს CREDIT SUISSE და DEUTSCHE BANKI-ი ფულის გამთეთრებელი კანტორებია, მაგრამ ამ ტრილიონი დოლარის ბენეფიციარი მსოფლიოში 20-30 ათასი ადამიანია”, _ განუცხადა ლებედევმა გამოცემა Forbes-ს 2019 წელს.

საერთოდ, რუს სამართალდამცველებსა და ბიზნესმენებსაც ესმოდათ, რომ ოფშორები, მიუხედავად პლუსებისა, რომელთა შორის არის ქვეყანაში ინვესტიციების გაიოლება, საფრთხესაც უქმნიან სახელმწიფოს, და ახლა, როგორც ჩანს, საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here