Home ახალი ამბები საქართველო ახალი თაობის ნარკოტიკით ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, 10-ზე მეტი მოიწამლა

ახალი თაობის ნარკოტიკით ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, 10-ზე მეტი მოიწამლა

1930
ნარკოტიკი

ბოლო კვირის განმავლობაში ორი გარდაცვლილი და 10-ზე მეტი მოწამლული _ ეს ის მონაცემებია, რომელიც დადგენილია, თუმცა კიდევ რამდენი ადამიანი დაზარალდა ახალი თაობის ნარკოტიკით, უცნობია, _ იუწყება ტელეკომპანიარუსთავი 2”.

4 ახალგაზრდა კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ახალი თაობის ნარკოტიკის სავარაუდო მსხვერპლი 22 წლის გოგონაცაა. ის 28 აპრილს ღამის კლუბ “ბასიანიდან” შინ გამთენიისას დაბრუნდა, რამდენიმე საათში კი საძინებელში მშობლებმა გარდაცვლილი ნახეს. ვარაუდობენ, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი აბაზანის მარილი _ იგივე “მეფედრონია”, რომელიც გარდაცვლილმა კლუბში ყოფნისას მიიღო.

სავარაუდოდ, “მეფედრონი” იყო 22 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზიც, რომელიც ერთ-ერთი ღამის კლუბიდან პირდაპირ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის რეანიმაციაში აყვანამდე მიმღებში გარდაიცვალა.

“მეფედრონი”, იგივე აბაზანის მარილი ქართული ბაზრისთვის ახალია. იწვევს ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზსა და სიკვდილს. აბაზანის მარილს ნარკორეალიზატორები სხვა ცნობილი კლუბური ნარკოტიკის სახელით ყიდიან. ზედოზირება კი უეცარი სიკვდილის მიზეზი ხდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here