Home სხვადასხვა დაიჯესტი ახალი ეკლესიის მეთაურად ეპიფანე გამოაცხადეს

ახალი ეკლესიის მეთაურად ეპიფანე გამოაცხადეს

793
ახალი ეკლესიის მეთაურად ეპიფანე გამოაცხადეს

15 დეკემბერს კიევში .. გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინის ერთიანი ეკლესიის მეთაური აირჩიეს. ის არისრასკოლნიკურიკიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პერეიასლავსკისა და ბელოცერკოვსკის მიტროპოლიტი ეპიფანე, ფილარეტის მარჯვენა ხელი. ახლა მისი ტიტული სხვანაირად ისმის _ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი.

სამი კვირის შემდეგ, 6 იანვარს, ეპიფანე უნდა გაფრინდეს სტამბოლში, უფრო ზუსტად, როგორც მართლმადიდებელ სამყაროში ამბობენ, კონსტანტინოპოლში. იქ მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან ერთად უნდა მიიღოს პოროშენკოსთვის სანატრელი ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ _ საეკლესიო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის პროცესის დასრულებას.

კრებაში სულ მონაწილეობდა 190 ადამიანი, ყველაზე მეტი იყო კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი: დელეგაციის შემადგენლობაში შევიდა 42 იერარქი და მათი თითო-თითო მღვდელი და მრევლის წარმომადგენელი, სულ 126 დელეგატი.

კენჭისყრა ჩატარდა ორ ტურად. ამ პოსტზე პოროშენკოს კანდიდატურად მიიჩნეოდა ვინიცის მიტროპოლიტი სიმეონი, მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი იერარქი. ის, აგრეთვე, იყო მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის ფავორიტიც. ფენერში (სტამბოლის რაიონი, სადაც განლაგებულია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რეზიდენცია) დარწმუნებულნი იყვნენ _ სჯობს ის, ვიდრე კიევის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ვის მიმართაც ბევრი კითხვა დაგროვდა _ კერძოდ, პატრიარქ ფილარეტის ქცევის მანერებისა და მუშაობის მეთოდების მიმართ.

ფილარეტის მომხრეთა რაოდენობეს სიჭარბე თვალში საცემი იყო, სიმონის “მხარდამჭერთა ჯგუფი” კი ისეთი მცირერიცხოვანი გახლდათ, რომ მისი კანდიდატურა ვერ გავიდა. ამასთანავე, ფილარეტის მომხრეები დათანხმდნენ მსოფლიო პატრიარქის მიწოდებულ წესდებას, რომელშიც თითქოსდა “ავტოკეფალიური” ეკლესიის უფლებები ძალიან არის შეკვეცილი.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტები დრაბინკო და სიმეონი კრებაში მონაწილეობის შემდეგ ამორიცხეს კანონიკური იერარქების სიიდან. ისინი აღარ არიან მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტები და მათთან გაწყვიტეს ევქარისტული კავშირი.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here