Home ახალი ამბები მსოფლიო ახალი “აბრეშუმის გზა” მილიარდობით ინვესტიციასა და არსებით გეოპოლიტიკურ უპირატესობას მოუტანს რუსეთს

ახალი “აბრეშუმის გზა” მილიარდობით ინვესტიციასა და არსებით გეოპოლიტიკურ უპირატესობას მოუტანს რუსეთს

1493
ახალი “აბრეშუმის გზა” მილიარდობით ინვესტიციასა და არსებით გეოპოლიტიკურ უპირატესობას მოუტანს რუსეთს

მსოფლიოში ცნობილმა გამოცემაფორბსმაყაზახეთის საზღვრიდან ბელარუსამდე გასაყვანი ავტომაგისტრალის პროექტი გააანალიზა. ეს ხაზი ახალიაბრეშუმის გზისპროექტის ფარგლებში ჩინეთის დასავლეთ ევროპასთან დამაკავშირებელ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენს. ჟურნალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ისტორიაში ეს უდიდესი სატრანსპორტო არტერია ძალთა მსოფლიო ბალანსს შეცვლის.

ამერიკულმა გამოცემა “ფორბსმა” ახალი “აბრეშუმის გზის” ეს “გარდამავალი მონაკვეთი”, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გაივლის, “საუკუნის მშენებლობად” მონათლა. გლობალური ევრაზიული პროექტი რუსეთს მილიარდობით ინვესტიციასა და არსებით გეოპოლიტიკურ უპირატესობას მოუტანს. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ავტომაგისტრალი უკრაინის ტერიტორიაზე არ გაივლის, რაც ამ უკანასკნელს აღმოსავლეთზე წვდომას ძალიან შეუმცირებს.

რუსეთში ამგარდამავალ მონაკვეთს” “მერიდიანიუწოდეს. ამჟამად ჩინეთდასავლეთ ევროპის სატრანსპორტო დერეფნის ამ დიდი ხნის ნანატრი მონაკვეთის პროექტირების პროცესი მიმდინარეობს. ეს ფასიანი გზა სასაზღვრო პუნქტ საგარჩინიდან, რომელიც ყაზახეთის საზღვართანაა, ბელარუსის საზღვრამდე იქნება ორი ათასი კილომეტრი სიგრძის”, _ წერსფორბსი”.

ახალი “აბრეშუმის გზა” ჩინეთსა და დასავლეთ ევროპას ერთმანეთთან დააკავშირებს. გამოცემის აზრით, სწორი საბაჟო პოლიტიკის გატარების პირობებში, ეს სატრანსპორტო არტერია რუსეთის ბიუჯეტს კოლოსალურ შემოსავალს მოუტანს და მატერიკზე ეკონომიკური ბატონობის წინაპირობად იქცევა. მით უმეტეს, რომ რუსეთის გარეშე ამ პროექტის რეალიზაცია შეუძლებელია, რადგან ის ევრაზიის უდიდეს ნაწილს იკავებს.

მანამდე გახდა ცნობილი რუსეთის გეგმა, შეკრას სავაჭრო წრე ევროპის ირგვლივ. ამისთვის მოსკოვი იყენებს “აბრეშუმის გზას”, ტრანსციმბირულ მაგისტრალსა და ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტს.

politpuzzle.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here