Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ _ მსოფლიო ნარკოტრაფიკის ეპიცენტრი

აშშ _ მსოფლიო ნარკოტრაფიკის ეპიცენტრი

470
აშშ _ მსოფლიო ნარკოტრაფიკის ეპიცენტრი

მემარცხენე მიმართულების მექსიკურ გაზეთ La Jornada მიმომხილველები გაკვირვებით სვამენ კითხვას _ აშშ, რამელმაც საომარი მოქმედებების თეატრად აქცია მექსიკის, ჰონდურასისა და კოლუმბიის ზოგიერთი რეგიონი, ასეთივე მკაცრ მეთოდებს რატომ არ იყენებს თავის ტერიტორიაზე? “ნარკოტიკებთან ომშიუკვე დაიღუპა 60 ათასი ადამიანი და მათი უმრავლესობა ამერიკის მოქალაქე არ არის.

17 ოქტომბერს მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს ქმედების გამო გამოძიების ჩატარებას. ეს აიხსნება აშშ-ის ამ ძალოვანი უწყების მჭიდრო თანამშრომლობით მექსიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ყოფილ მდივან ხენარო გარსია ლუნასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ, გენერალ სალვადორ სიენფუეგოს სეპედასთან. ორივე _ ლუნაც და სეპედაც _ აშშ-ში დააპატიმრეს ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით.

აშშ _ მსოფლიო ნარკოტრაფიკის ეპიცენტრი

მექსიკის პრეზიდენტმა მტკივნეულად აღიქვა ქვეყნის ორი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრება. ლოპეს ობრადოსის თქმით, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო და სხვა ორგანოები მექსიკის საქმეებში ერეოდნენ და მბრძანებლობდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, იმას აკეთებდნენ, რასაც მოისურვებდნენ”. მექსიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულმა სამმართველომ “მექსიკას უნდა აცნობოს ასეთ საქმეებში თავისი მონაწილეობის შესახებ, მან უნდა აცნობოს მექსიკის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მოქმედებაზე. განა აშშ-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნაროტიკების საწინააღმდეგო ოპერაციის ფარგლებში იარაღის შემოტანაზე?” _ დასვა შეკითხვა მექსიკის პრეზიდენტმა (აშშ-ის მოთხოვნით, 2006 წელს “ნარკოტიკების წინააღმდეგ დაწყებული ომის” შედეგად მექსიკაში 60 ათასი მოქალაქე დაიღუპა და ამერიკელების მიერ გამოყენებულ ძალისმიერ მეთოდებს ბევრი აკრიტიკებს).

მექსიკის პრეზიდენტმა ეჭვი შეიტანა ვაშინგტონის გულწრფელობაში, რომელმაც მეხიკოს ჯერ კიდევ 1979 წელს მოახვია თავს ნარკოტიკებთან ბრძოლის აგრესიული პოლიტიკა და მას შემდეგ ეს პოლიტიკა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გამოსცადა. ამ პოლიტიკამ სისხლიანი კონფლიქტები გამოიწვია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა კოლუმბია და მექსიკა, ხოლო სისხლიან კონფლიქტებს ლათინურ ამერიკაში ბოლო არ უჩანს, თვით აშშ-ში კი ამ პოლიტიკის გამოყენებას ვაშინგტონი არ ჩქარობს. აშშის განცხადებით, ნარკომანიაზე, რომლითაც ზოგიერთი შტატის მოსახლეობაა შეპყრობილი, პასუხისმგებლობა ეკისრება ნარკოტიკების მწარმოებელ ქვეყანას, აგრეთვე, ქვეყნებს, რომელთა გავლითაც ეს ნარკოტიკები აშშში შედის. რატომ თავიანთ ქვეყანას არ მიხედავენ ამერიკელები? უკვე წლებია, სახელდობრ, აშშ წარმოადგენს მსოფლიო ნარკოტრაფიკის ეპიცენტრს. მოხმარებული აკრძალული ნარკოტიკების ყველაზე დიდი მოცულობა აშშ-ის მოსახლეობაზე მოდის. აშშ-ის სამხედრო მრეწველობა _ ეს არის იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სხვა რესურსების მთავარი მიმწოდებელი დანაშაულებრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ნარკოტიკებს, შემდეგ კი გადააქვთ სხვა ქვეყნებში და ყიდიან.

აშშ _ მსოფლიო ნარკოტრაფიკის ეპიცენტრი

აშშის საფინანსო სტრუქტურები კი ხელს უწყობენ ნარკოვაჭრობით მოპოვებული ფულის გათეთრებას, რომელსაც კოლოსალური მოგება მოაქვს აშშის ბანკებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის. ამას გარდა, იარაღის მიმწოდებლები, უშიშროების სამსახურების თანამშრომლები, ჯაშუშობისა და იურიდიული კაზუისტიკის ოსტატები მექსიკის მეზობელი ქვეყნიდან დებენ უამრავ გარიგებას. ისინი გამოიმუშავებენ დიდძალ ფულს თავიანთი მომსახურების გაყიდვით იმ მთავრობებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ებრძოლონ ნარკოტიკების ტრანზიტს.

შედეგად, იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც აწარმოებენ ნარკოტიკებს და გააქვთ სხვა ქვეყნებში, აშშ-ის რჩევების გათვალისწინება იწვევს ძალადობას, ადამიანურ და ქონებრივ დანაკარგებს, სოციალურ განცალკევებულობას, საზოგადოების დაყოფას მდიდრებად და ღარიბებად, მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და ა.შ. ამ ყველაფერთან დაკავშირებული პირები აშშ-ში დიდძალ ფულს გამოიმუშავებენ ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის გაწეული “სამსახურით”.

წარმოუდგენელია, რომ ეს ყველაფერი ხდება ვაშინგტონელი მაღალჩინოსნების, აგრეთვე, ზოგიერთი გავლენიანი პირის გვერდის ავლით. ვერავინ დაიჯერებს, რომ აშშ-ში შეტანილი ნაროტიკები ვინმეს ხელის შეწყობის გარეშე თავისუფლად ვრცელდება (წელიწადში ასობით ტონა მხოლოდ კოკაინი შედის). აღსანიშნავია, რომ ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ეს ბრძოლა გამოიხატება მხოლოდ ქუჩაში წვრილი ნარკორეალიზატორების დაპატიმრებით.

აშშის ხელისუფლებას თავის ქვეყანაში არ სურს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის იმ რეცეპტის გამოყენება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყენებს. მექსიკაში ამერიკელები მოითხოვენ სისხლის სამართლის დევნას ნარკოკარტელებთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალების მიმართ, ამ ძალების წინააღმდეგ სამხედროების გამოყენებას, შერჩევით დაპატიმრებებს და მიზნობრივ ინდივიდუალურ მკვლელობებსაც კი. თავიანთ ქვეყანაში კი ამერიკელები გაცილებით რბილად მოქმედებენ და ეს ეჭვს აჩენს.

ისტორიაში მოიძებნება შემთხვევები, როდესაც ნარკოტრაფიკი ხორციელდებოდა აშშ-ის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო მოღვაწეების ხელშეწყობით. მაგალითად, ასე მოხდა ვიეტნამის ომის პერიოდში ოპერაცია “ირან-კონტრას”-ის განხორციელებისას კოკაინის შეტანა აშშ-ში.

მექსიკის პრეზიდენტ ლოპეს ობრადორის განცხადებით, წამლებისა და ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის ზედამხედველობის ამერიკულმა უწყებამ მექსიკურ დანაშაულებრივ ორგანიზაციას დიდი სიმძლავრის იარაღი გადასცა. მეტიც, 2009-2011 წლებში ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი ამერიკული ორგანიზაცია (DEA) დაეხმარა ნარკოკარტელის მეთაურ ხოაკინ გუსმანს (ცნობილია მეტსახელით ჩაპო _ “მოკლე”), 10 მლნ დოლარი გაათეთრებინა აშშ-ის ფინანსურ სისტემაში. ეს ყველაფერი მოხდა “ინიციატივა მერიდას” ფარგლებში, რომელსაც 2008 წელს ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშიუმცროსმა და მისმა მექსიკელმა კოლეგამ ფილიპე კალდერონმა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: უცნაურია, რომ აშშ თავს წარმოგვიდგენს უცოდველად და უარს ამბობს რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, არადა, თუ ნარკოსახელმწიფოზეა ლაპარაკი, ამის კლასიკური მაგალითი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია.

inosmi.ru- ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here