Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ ცვლის საგარეო პოლიტიკის საშუალებებს, მაგრამ მიზნები იგივე რჩება

აშშ ცვლის საგარეო პოლიტიკის საშუალებებს, მაგრამ მიზნები იგივე რჩება

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უარს ამბობს სამხედრო მეთოდების გამოყენებაზესხვა ქვეყნების გადაკეთებისსაქმეში. ბევრ ქვეყანაში ელოდებოდნენ, რომ აშშ შემდეგ ნაბიჯებსაც გადადგამდა და უარს იტყოდა არა მხოლოდ ძალისმიერი, არამედ ნებისმიერი მეთოდის გამოყენებაზე სხვა ქვეყნებისთვის განვითარების თავისი მეთოდის თავს მოსახვევად.

ის, რომ აშშ აპოლოგეტია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისა, რომელშიც თვითონ მთავარი როლი უნდა შეასრულოს, არახალია. აშშ, პრაქტიკულად, ყოველთვის მიიჩნევდა თავს განსაკუთრებულად, თანაც, არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ცივილიზაციის თვალსაზრისითაც და, ყოველთვის ირგებდა “ცივილიზაციის შემქმნელის” როლს.

სამეცნიერო ფანტასტიკაში არის ასეთი ტერმინი _ ტერაფორმირება. ის, როგორც წესი, აღნიშნავს ვითარებას, როცა უცხოპლანეტელი დამპყრობლები ცდილობენ, რადიკალურად შეცვალონ და თავიანთი თარგის მიხედვით გადააკეთონ ეს პლანეტა. ფანტასტიკურ ნაწარმოებებში ამ პროცესს ყოველთვის სერიოზული შედეგები მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ბოლო ათწლეულში დაახლოებით ანალოგიური რამ ხდება სინამდვილეშიც, ცალკეულ ქვეყნებშიდემოკრატიისდამყარების საბაბით, აშშ გეგმაზომიერად ესხმოდა თავს მათ, ამხობდა კანონიერ ხელისუფლებას, ხელს უწყობდა ამერიკისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური რეჟიმების დამყარებას და ცდილობდა ამ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის თავისი შეხედულებისამებრგადაფორმატებას”.

ამას გარდა, არც “რბილი ძალის” დავიწყება შეიძლება, რომელსაც ამერიკელები წარმატებით იყენებენ. ჰოლივუდი ეფექტურად წარმოაჩენს მსოფლიოში ამერიკულ ფასეულობებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენს სხვა ქვეყნების კულტურების ვესტერნიზაციას და ცდილობს, მათი მოსახლეობა მიიყვანოს რაღაც საერთო ნიშნულამდე, რომლის შინაარსიც დადის იქამდე, რომ ამერიკული ცხოვრების წესი ერთადერთი მართებული ორიენტირია და მხოლოდ მისკენ უნდა მიისწრაფვოდეს თანამედროვე ადამიანი.

მეოთხე ხელისუფლებიდან მეხუთე კოლონამდე

თუ ჰოლივუდი გავლენას ახდენს ირიბად, ამერიკული მასმედია ზემოქმედებს პირდაპირ _ ადამიანებს უხატავს მსოფლიოსსწორსურათს და უყალიბებს საჭირო თვალსაზრისს საკვანძო თემებზე. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისში რუსეთი ყოველთვის წარმოჩენილია აგრესორად, აშშ კი _ მშვიდობისა და დემოკრატიის ბურჯ, აბჯარასხმულ რაინდად, რომელიც იცავს მოქალაქეების თავისუფლებებსა და უფლებებს მსოფლიოში.

X საუკუნე და ჰიბრიდული საინფორმაციო ომები გვასწავლის, რომ არც ისე მნიშვნელოვანია სინამდვილეში რა მოხდა, გაცილებით მნიშვნელოვანია, რას დაწერს ამის შესახებ მედია და, შესაბამისად, შეიტყობს აუდიტორია. ტყუილუბრალოდ არ უწოდებენ პრესას მეოთხე ხელისუფლებას.

სინამდვილეში აშშისთვის გაცილებით იოლიადიალოგის წარმოებაიმ ქვეყნებთან, რომელთა მცხოვრებნიც ამერიკანიზებული მედიასივრცის პირობებში იზრდებოდნენ. მათ უკეთესად ესმით ვაშინგტონის მოწოდებების, მათთვის ახლოა ამერიკული რიტორიკა და არჩევნების შემთხვევაში ცუდს ვერაფერს დაინახავენ იმაში, რომ მხარი დაუჭირონ აშკარად პროამერიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს. რაც მეტია ასეთი მოქალაქე სახელმწიფოში, მით ნაკლები სუვერენიტეტი რჩება მას.

იმ მომენტში ვაშინგტონის პოზიციები ხომ შეიძლება უფრო ახლოს იყოს, ვიდრე მშობლიური ქვეყნის ინტერესები და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ოკეანისგაღმიდან მითითებული კურსიდან გადახვევის შემთხვევაში, ამერიკანიზებული მოსახლეობა ყოველთვის მზად იქნება, ეს კურსი “ჭეშმარიტებისკენ” მიმართოს იმ პოლიტიკოსების არჩევით, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ვაშინგტონის განკარგულებების შესრულებაზე.

იდეალური სქემაა, არა?

არც ომია საჭირო, არც ინტერვენცია და არც უზარმაზარი თანხები. სახელმწიფო კი თანდათან გარდაიქმნება სატელიტად არა მხოლოდ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების, არამედ რიგითი მოქალაქეების დონეზეც. ეს ხდება გეგმაზომიერად და სტაბილურად. ამ პროცესიდან გამოსვლა ძალიან რთულია. ამის მიზეზი უბრალოა: საზოგადოებაში არარსებობა რეალური ძალებისა, რომლებიც ამ ყველაფერს ხელს შეუშლიან.

ერთი მხრივ, “ზედა ფენას” უკვე ფიზიკურად აღარ შეუძლია, იყოს პოლიტიკურად დამოუკიდებელი და აღარ შეუძლია აშშ-ის დანახვა სიუზერენად; მეორე მხრივ, “ქვედა ფენას” ტვინების გამორეცხვის შემდეგ ეს დამოუკიდებლობა მაინცდამაინც არ სურს. შედეგად, ამერიკული მმართველობის წინააღმდეგ გამოსვლა, როგორც ირკვევა, არავის სურს. აშშ-ის წინააღმდეგ გამოსული იშვიათი ჯგუფები, როგორც წესი, საკმაოდ სწრაფად მარგინალდებიან ხოლმე, თანაც, როგორც პოლიტიკანების, ისე საზოგადოების მიერ.

პოლონეთის მაგალითი

ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ ვაშინგტონისადმი უკიდურესად ერთგული პოლონეთის ხელისუფლება 2021 წლის აგვისტოში შეეცადა, მიეღო კანონი, რომლითაც უკრძალავდა უცხოელ კომპანიებს, დაუფლებოდნენ ქვეყანაში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. პოლონელი პოლიტიკოსები ცდილობდნენ, თავიანთი ქვეყანა დაეცვათ უცხოური, უწინარესად, რუსული გავლენისგან. ფაქტობრივად, კანონი მიიღეს პოლონეთში მთავარი ოპოზიციური ტელეარხის _ TVN-ის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკულ კომპანია Discovery-ს ეკუთვნის.

პოლონეთში ბოლო ხანს ვითარება ძალიან არასტაბილურია. უწინარესად, იმიტომ, რომ პოლონელი საზოგადოება გამოირჩევა უკიდურესი პოლარიზაციით. მაგალითად, 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ მეორე ტურში გაიმარჯვა პოლონეთის მოქმედმა სახელმწიფო მეთაურმა ანჯეი დუდამ, თანაც, სხვაობა მის და ვარშავის ლიბერალ მერ რაფაელ ტშასკოვსკის ხმებს შორის მინიმალური იყო: დუდას 1,4%-ით ნაკლები ხმა რომ მოეგროვებინა, პრეზიდენტი ვერ გახდებოდა.

განა აუცილებელია იმის თქმა, ვისი მხარდაჭერით სარგებლობდა ტშასკოვსკი არჩევნებში ან რომელი ტელეარხი აშუქებდა მის საარჩევნო კამპანიას?

პოლონეთის ხელმძღვანელობა, რომელიც აშენებს იმას, რასაც, მისი გაგებით, “რეჩ ჰოსპოლიტაჰქვია, დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: ვაშინგტონს სულაც არ სჭირდება პოლონეთი, როგორც ძლიერი სახელმწიფო, და იქ ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება. ასე ხომ ანტიამერიკული გამოსვლებიც შეიძლება დაიწყოს, ამიტომ გასაკვირი არ არის ის, რომ სეიმის მიერ რეზონანსული კანონპროექტის მიღების შემდეგ, როცა მის ძალაში შესვლას სენატი და პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდებოდა, საქმეში ვაშინგტოში ჩაერია და პოლონეთის ლიდერმა ანჯეი დუდამ მმართველი პარტიასამართალი და სამართლიანობისთავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკისთან მოლაპარაკების შემდეგ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო. ამან ვარშავას საშუალება მისცა, მინიმალური რეპუტაციული დანაკარგებით დაეთმო ვაშინგტონისთვის. ასე რომ, პოლონეთის ხელისუფლების მიერ გამოჩენილი პოლიტიკური ნების, ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, პოლონეთმა, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, ვერ მოახერხა, არ დაეთმო ამერიკელიმაღალჩინოსნებისთვის”.

და ეს ბევრ რამეზე მიუთითებს, უწინარესად იმაზე, რომ, ბაიდენის პირით ნათქვამის მიუხედავად, დასრულდა სამხედრო ექსპანსიის ერა, აშშ სულაც არ აპირებს უარის თქმას გეგმებზე, რომელთა მიხედვით ქვეყნები თავის სატელიტებად უნდა გადააქციოს. აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლება, ფაქტობრივად, განაგრძობს იმის კეთებას, რითაც დაკავებული იყო ბოლო წლებში _ მიისწრაფვის თავისი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებისკენ. და განცხადება, რომ სამხედრო ძალას აღარ გამოიყენებს “ქვეყნების გადასაკეთებლად”, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აშშ რამდენიმე წლის შემდეგ არ განაახლებს ძველ საქმიანობას  მას სამხედრო ბიუჯეტი კვლავ უზარმაზარი აქვს, თანაც ამერიკის ელიტას ძალიან არ სურს ერთპოლუსიანი მსოფლიოს კონცეფციასთან გამოთხოვება.

topcor.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here