Home ახალი ამბები საქართველო “აშშ ცდილობს, შეაჩეროს პროგრესი ტერორიზმთან ბრძოლაში”

“აშშ ცდილობს, შეაჩეროს პროგრესი ტერორიზმთან ბრძოლაში”

სირია

აშშ და მის მიერ შექმნილი კოალიცია სირიაში თავს დაესხა ამ ქვეყნის სამთავრობო ჯარებს და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას არ სურს ტერორიზმთან ბრძოლა, პირიქით _ სწორედ ტერორისტული ორგანიზაციების _ “ისლამური სახელმწიფოსადაალ ქაიდას” _ დახმარებისკენ არის მიმართული ამერიკელთა ძალისხმევა.

გამოცემა rusvesna-მ გაავრცელა სირიის არმიის სარდლობის განცხადება 18 მაისს აშშ-ის მიერ შექმნილი კოალიციის მხრიდან სირიის სამთავრობო ჯარების კოლონის დაბომბვის გამო.

“18 მაისს, 16 საათსა და 30 წუთზე, ე.წ. საერთაშორისო კოალიცია სირიის უდაბნოში, ავტოტრასა ან-ტანფზე თავს დაესხა სირიის არმიის სამხედრო კოლონას, რომელიც შედგებოდა 4 ტანკისგან, 8 პიკაპისგან და 4 ავტომობილისგან, რომლებიც დაკომპლექტებული იყო თვითმავალი საზენიტო მოწყობილობა “შილკით”. არიან დაღუპულები, დაზიანებულია სამხედრო ტექნიკა.

საერთაშორისო სამართლის ნორმების ეს აღმაშფოთებელი დარღვევა მიუთითებს, რომ ამ საერთაშორისო კოალიციის განცხადებები, თითქოს ტერორიზმს ებრძვის, არის სიცრუე და ამტკიცებს, რომ აშშ და პროამერიკული ძალები ცდილობენ, შეაჩერონ პროგრესი რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. სირიის არმია თავის ტერიტორიაზე ებრძვის ტერორიზმს და უფლება აქვს, განსაზღვროს ოპერაციის მსვლელობა ტერორისტული ორგანიზაციების _ “ისლამური სახელმწიფოსა” და “ალ ქაიდას” წინააღმდეგ, სირიის არმია ერთადერთი ძალაა, რომელიც მოკავშირეებსა და მეგობრებთან ებრძვის ტერორიზმს.

სირიის არმია მზად არის, კვლავაც შეასრულოს თავისი ვალი “ისლამური სახელმწიფოსა” და “ჯებჰატ ან-ნუსრასთან” ბრძოლაში და დაიცვას თავისი ტერიტორია”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here