Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ ცდილობს სამურაების იაპონიის აღორძინებას, რათა ის ჩინეთს დაესხას თავს

აშშ ცდილობს სამურაების იაპონიის აღორძინებას, რათა ის ჩინეთს დაესხას თავს

50

აშშმა მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმას და მასში იაპონიის გაწევრებას. ექსპერტთა აზრით, ეს კეთდება იმისათვის, რომ იაპონია ჩინეთს დააჯახონ.

აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის იაპონიაში ვიზიტისას ამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ “აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა, რომელიც პასუხს აგებს მშვიდობასა და სტაბილურობაზე საერთაშორისო თანამეგობრობაში” და დასძინა, რომ ამ იდეას მხარს უჭერს ჯო ბაიდენი.

ექსპერტთა აზრით, აშშ უფრო და უფრო აღრმავებს კონფრონტაციას  ჩინეთთან _ ნებისმიერი სახის ბლოკი, რომელსაც აშშ აკოწიწებს, იქნება ეს AUKUS-ი ან ინდოეთი-წყნარი ოკეანის ახალი ეკონომიკური სტრუქტურა (IPEF), აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის გასაძლიერებლად არის მიმართული, ქვეყნებს კი ერთმანეთთან აპირისპირებს ფორმულით: დაყავი და იბატონე.

იაპონია მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული ქვეყანაა, მაგრამ იმ ეშელონის ლოკომოტივად განიხილავენ, რომელმაც ჩინეთი უნდა დაასუსტოს.

თუ აშშ თავის წინადადებას შეიტანს გაეროს უშიშროების საბჭოში, ხოლო ჩინეთი და რუსეთი ვეტოს დაადებენ, ეს, ბუნებრივია, გამოიწვევს დაძაბულობას,  მით უმეტეს, რომ იაპონიას აქვს პრეტენზიები რუსეთისა და ჩინეთის მიმართ.

აშშ ცდილობს, იაპონიაში სამურაის სულისკვეთება ააღორძინოს და ამ ქვეყანას აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგოს. სწორედ ასე მოქმედებდნენ გასული საუკუნის 30-იან წლებში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რათა გერმანია თავს დასხმოდა საბჭოთა კავშირს, მაგრამ რით დასრულდა ეს, ყველასთვის ცნობილია.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here