Home რუბრიკები სამართალი აშშ-ში 27 წელიწადი მიუსაჯეს პედოფილს, რომელმაც სამი და დააორსულა

აშშ-ში 27 წელიწადი მიუსაჯეს პედოფილს, რომელმაც სამი და დააორსულა

პედოფილი

ტყუპთაგან ერთისთვის აბორტის გაკეთება მოასწრეს, ორმა კი, რადგან მათი ორსულობა ძალიან გვიან გაირკვა,  ბავშვები გააჩინა.

ეს მოხდა ოჰაიოს შტატში.

გამოცემის მიერ გავრცელებული ცნობით, გოგონების დედამ ნება დართო 34 წლის არნოლდ პერის, დარჩენილიყო მათ სახლში, რადგან ახალგაზრდა კაცს ბინა არ ჰქონდა. მან კი ბოროტად გამოიყენა ოჯახის ნდობა _ მასპინძლისგან ფარულად აუპატიურებდა მის გოგონებს. 2015 და 2016 წლებში ბავშვები დაორსულდნენ.

იუსტიციის წარმომადგენლის, ჯენიფერ მაკლონის, განცხადებით, პერიმ  დანაშაული აღიარა.

გოგონების დედამ განაცხადა, რომ ამჟამად იგი ზრდის ორ შვილიშვილს, პერის ოჯახი კი არაფრით ეხმარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here