Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში ძალაუფლება “ციფრულმა გიგანტებმა” ჩაიგდეს ხელში

აშშ-ში ძალაუფლება “ციფრულმა გიგანტებმა” ჩაიგდეს ხელში

582
აშშ-ში ძალაუფლება “ციფრულმა გიგანტებმა” ჩაიგდეს ხელში

თეთრ სახლში პენტაგონის შეფთან, გენერალ ოსტინთან ერთად გამოსვლისას, აშშის პრეზიდენტმა ვერ გაიხსენა თავდაცვის მინისტრის სახელი, ვერც სამხედრო უწყების დასახელება შეძლო. თეთრი სახლის მეთაურის ზურგს უკან უცხო ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავს ვიცეპრეზიდენტი კამილა ჰარისი, მაგრამ საკმაოდ მოკრძალებული უფლებამოსილებების მქონე ჰარისიც არ შეიძლება ჩაითვალოს კულისებს მიღმა მმართველად. სინამდვილეში ვინ მართავს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს?

ჯო ბაიდენს თანაშემწეებმა კვლავ არ დართეს ჟურნალისტებთან პირისპირ საუბრის ნება. ეს მოხდა აშშ-ის პრეზიდენტის შესვლისას ვაშინგტონის ერთ-ერთ მაღაზიაში. ტელეარხ FOX NEWS-ის ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მაღაზიის მფლობელთან ერთად შენობის დათვალიერების შემდეგ სახელმწიფოს მეთაურისთვის კითხვების დასმას მედიის წარმომადგენლები შეეცადნენ, მაგრამ ბაიდენმა პირის გაღებაც ვერ მოასწრო, რომ თანაშემწეებმა ადგილს განარიდეს. უკვე თვე-ნახევარია, რაც ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზეა, მაგრამ ერთი პრესკონფერენციაც არ გაუმართვს. ამ თვალსაზრისით, 78 წლის ბაიდენი ძალიან ჩამორჩება თავის წინამორბედს _ 74 წლის დონალდ ტრამპს, რომელიც, როგოც ცნობილია, რეგულარულად ეკონტაქტებოდა ჟურნალისტებს, მათთან კამათობდა, ბაიდენს კი ურთიერთობის პრობლემა აქვს არა მხოლოდ მეოთხე ხელისუფლებასთან.

მარტის დასაწყისში თეთრმა სახლმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეწყვიტა პირდაპირი ტრანსლაცია პრეზიდენტისა, რომელსაც უნდა ეპასუხა დემოკრატი კონგრესმენების კითხვებზე. როდესაც პრეზიდენტის საჯარო ოფიციალური განცხადებით გამოდის, არც ისე იშვიათად ხდება კურიოზი.

თეთრ სახლში ქალისამხედროების პატივსაცემად გამართული შეხვედრისას ბაიდენს პენტაგონის შეფ ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა, რომელიც მასთან ორიოდე მეტრის დაშორებით იდგა. “მინდა, მადლობა გადავუხადო ყოფილ გენერალს. მე მას კვლავინდებურად ვუწოდებ გენერალს, მაგრამ ჩემი, ჩემიბიჭი, აი, იქ რომ დგას, რომელიც ამ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს”, _ თქვა პრეზიდენტმა. შემდეგ აშშის ლიდერმა ტელესუფლიორის კარნახით ისარგებლა და თავდაცვის მინისტრსმინისტრი ოსტინიუწოდა. ამასთანავე, აშშის პრეზიდენტმა ვერ გაიხსენა პენტაგონის სახელი. ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის სამინისტროს შტაბი მოიხსენია, როგორც “ეს ბიჭები”. ერთ-ერთი სამარცხვინო შეცდომა ბაიდენმა დაუშვა თავის ინაუგურაციაზე ცოტა ხნით ადრე, 2020 წლის დეკემბერში, როცა კამილა ჰარისს, მომავალ ვიცეპრეზიდენტს, აშშ-ის ლიდერი უწოდა. მანამდე მან არასწორად წარმოთქვა ტრამპის სახელი და ის ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშუმცროსში აერია.

კამილა ჰარისი
კამილა ჰარისი

გულმავიწყი შეფის ფონზე 56 წლის ვიცეპრეზიდენტი ჰარისი საკმაოდ თავდაჯერებულად მოქმედებს. რამდენიმე დღის წინათ მან ნორვეგიის პრემიერმინისტრ ერნა სულბერგთან არქტიკაში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობაზე, კლიმატურ ცვლილებებსა და კორონავირუსის გავრცელებაზე იმსჯელა. მანამდე ის ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოს. ჯერ კიდევ თებერვალში ამერიკული მედია აღნიშნავდა ჰარისის აქტიურობას საგარეო პოლიტიკაში. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ 4 წლის შემდეგ ან შეიძლება უფრო ადრეც აშშის ისტორიაში პირველმა ქალმა ვიცეპრეზიდენტმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, ბაიდენის პირველი შეხვედრა პრესასთან მარტის ბოლომდე გაიმართება, მაგრამ დროის გაჭიანურებამ უფრო გააძლიერა ეჭვი ბაიდენის უძლურების შესახებ. აშშ-ის ისტორიაში ის პირველია, ვინც პრეზიდენტად 78 წლისა აირჩიეს. ბაიდენის დუმილმა ბოლო 100 წლის რეკორდი მოხსნა, მისი წინამორბედი 15 პრეზიდენტი პოსტის დაკავებიდან პირველივე თვეში დაელაპარაკა პრესას. საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას ბაიდენის უუნარობაზე ლაპარაკს დემოკრატებიტრამპის პროპაგანდასუწოდებდნენ, მაგრამ სამედიცინო წრეებში მალე გამოთქვეს ეჭვი, რომ დემოკრატების კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ვერ შეძლებდა ჯანსაღი გონებით ქვეყნის მართვას. მაგალითად, ასეთი ეჭვი 2020 წლის აპრილში გამოთქვა ცნობილმა ნორვეგიელმა ფსიქიატრმა ფრედ ჰეტენმა. ექიმმა ჯო ბაიდენის საქციელში შეამჩნია გონებრივი აშლილობის ისეთი ნიშნები, როგორიცააგულმავიწყობა, ანცობა, დაბნეულობა, წინდაუხედაობა და აგრესია”.

აშშ-ში ძალაუფლება “ციფრულმა გიგანტებმა” ჩაიგდეს ხელში

თვით ბაიდენმა გასული წლის აგვისტოში განაცხადა, რომ “არ გაუვლია კოგნიტური ტესტი დემენციაზე (ხანდაზმულობით გამოწვეული ჭკუასუსტობა ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბებრული მარაზმი) და დასძინა, რომ ენდობა საზოგადოებას, რომელიც გადაწყვეტს, შეესაბამება თუ არა ის პრეზიდენტის თანამდებობას”, _ იუწყებოდა “ბი-ბი-სი”.

ამჟამინდელი ვითარება, როცა ვიცეპრეზიდენტი ჰარისი პრეზიდენტის გასაკეთებელს აკეთებს, აჩენს კითხვას _ შესწევს კი ბაიდენს უნარი, შეასრულოს თავისი უფლება-მოვალეობები? პოლიტოლოგ დიმიტრი დრობნიცკის აზრით, აშშ-ში ძალაუფლება “კოლექტიური ბაიდენის” ხელშია. ხანდაზმულობის გამო პრეზიდენტს აშკარად აღარ ძალუძს ოპერატიული საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, გასაგებია, რატომ აჩვენებენ მის გამოსვლებს ფრაგმენტებით, რატომ ვერ უსვამენ ჟურნალისტები მას კითხვებს”, _ განაცხადა დრობნიცკიმ. ამასთანავე, პოლიტოლოგის აზრით, კამილა ჰარისი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცეპრეზიდენტია, მაინც ვერ იქცა “კოლექტიური ბაიდენის” წამყვან ფიგურად.

“კოლექტიური ბაიდენის” დაჯგუფებაში შევიდნენ სხვადასხვა კლანის წარმომადგენლები: კლინტონების ხალხი, მადლენ ოლბრაიტის ინტერესების გამტარებლები და კენედის კლანის პერსონებიც კი. შეიძლებოდა, იქ ყოფილიყო ბაიდენის ხალხიც, მას რაღაც პოლიტიკური წონა რომ ჰქონოდა. ასეთ ვითარებაში მეტი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა კონგრესს, როგორც გადაწყვეტილბის მიმღებ ცენტრს, მაგრამ, ექსპერტთა აზრით, კონგრესი ამჟამად გათიშულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესისგან. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და მისი კოლეგები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ პოლიტბიუროში არ შეიყვანდნენ. ახლა კონგრესი ცდილობს თავისი ძალის დემონსტრაციას, მაგალითად, ტრამპისთვის იმპიჩმენტის მოწყობით, აგრეთვე, პრეზიდენტისთვის სარაკეტო დაბომბვის ბრძანების გაცემის შეზღუდვით. სწორედ ეს მიუთითებს, რომ კონგრესის ლიდერები პოლიტბიუროში არ შეიყვანეს.

სამაგიეროდ, არეოპაგის (სახელისუფლო ორგანო ძველ საბერძნეთში _ გ.გ.) შემადგენლობაში შევიდნენ გლობალური ციფრული კორპორაციების ლობისტები, ისეთები, როგორებიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რონ კლაინი და კიდევ 13 ადამიანი, რომლებიც მუშაობდნენ მაღალ პოსტებზე ფეისბუკში”, “ტვიტერსადაგუგლში”, ახლა კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღმოჩნდნენ, როგორც “დიდი ციფრისგან წარდგენილი მაყურებლები”. “ეს არაერთგვაროვანი კომპანია შეუდგა ყველაფრის მართვას აშშ-ში”, _ განაცხადა დრობნიცკიმ, რომელმაც აშშ-ში ამჟამად შექმნილი ვითარება სსრკ-ში 1950-იან წლებს, სტალინის სიკვდილის შემდგომ პერიოდს, შეადარა. “იკვეთება ძალაუფლების კოლექტიური ორგანო, რომელშიც კარგად არ არის გამოკვეთილი ვინ ვის უნდა დაემორჩილოს. ვინ ვის გაემიჯნოს და ვის დაუპირისპირდეს. ძმებმა სტრუგაცკებმა თავიანთ რომან “დასახლებულ კუნძულ”-ში შესანიშნავად აღწერეს მმართველობის ასეთი ფორმა და მას “უცნობი მამების ხელისუფლება” უწოდეს. ტრამპის დამარცხების შემდეგ აშშ ჩავარდა ღრმა ერთპარტიულ უძრაობაში, რომელიც ნაწილობრივ ჰგავს საბჭოთა კავშირისდროინდელ უძრაობას, რომელიც შეიქმნა კოსიგინის რეფორმების შეჩერების შემდეგ. იმხანად პოლიტბიუროს მართავდა ხანში შესული ბრეჟნევი და სხვა ხანდაზმულები… აშშ-ში საგარეო პოლიტიკის კურს, მხოლოდ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კი არა, “კოლექტიური ბაიდენი” განსაზღვრავს”, _ განაცხადა დრობნიცკიმ. ექსპერტთა აზრით, აშშ-ის მმართველი აპარატის საბოლოო კონფიგურაცია რამდენიმე თვეში ჩამოყალიბდება. ბაიდენის გუნდის საკვანძო მოთამაშეები შეეცდებიან, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტები ხელში არ ჩაუვარდეს კამილა ჰარისს. ბაიდენი, დიდი ალბათობით, შეეცდება, ძალაუფლების ბერკეტები სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწე ჯეიკ სალივანს, აგრეთვე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორ ბილი ბერნსს გადასცეს.

აშშ-ის ისტორიაში 9 პიროვნებამ _ ჯონ ტეილორმა, მილარდ ფილმორმა, ენდრიუ ჯონსონმა, ჩესტერ არტურმა, ფრანკლინ რუზველტმა, კალვინ კულიჯმა, ჰარი ტრუმენმა, ლონდონ ჯონსონმა და ჯერალდ ფორდმა _ დაიკავა სახელმწიფო მეთაურის პოსტი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობიდან. 8 შემთხვევაში ამის მიზეზი იყო პრეზიდენტის გარდაცვალება (ბუნებრივი ან ძალადობრივი გზა). მაგალითად, ტრუმენმა პოსტი ჩაიბარა რუზველტის გარდაცვალების შემდეგ, ლინდონ ჯონსონმა კი ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ. 1974 წელს პრეზიდენტი გახდა ჯერალდ ფორდი, რომელმაც უოტერგეიტის სკანდალის შემდეგ პოსტზე რიჩარდ ნიქსონი შეცვალა.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here