Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ში შემცირდა თეთრკანიანთა რაოდენობა

აშშ-ში შემცირდა თეთრკანიანთა რაოდენობა

აშშ

ქვეყნის ისტორიაში პირველად შემცირდა თეთრკანიანთა რაოდენობა აშშ-ში, _ იუწყება The Hill -ი, მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით.

ინფორმაციის მიხედვით, ეს მოხდა 2015 წლიდან 2016 წლამდე მონაკვეთში. თავდაპირველად ცვლილება (9475 კაცის ოდენობით) უმნიშვნელოდ იქნა მიჩნეული. მაჩვენებელს ხელმეორედ ერთი წლის თავზე გადახედეს, როცა  კვლავ აღინიშნა თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, ამჯერად 31 500 კაცით.

2017 წელს აშშ-ში ცხოვრობდა 198 მილიონამდე თეთრკანიანი; ლათინური ამერიკიდან გამოსულთა რაოდენობა 59 მილიონი იყო, რაც ერთი წლის განმავლობაში 2,1 პროცენტით გაიზარდა. 2016 წელთან შედარებით გაიზარდა აფროამერიკელების რაოდენობაც, კერძოდ, 1,2 პროცენტით; აზიელებისა _ 3,1 პროცენტით.

“ბლუმბერგი” აღნიშნავს, რომ   ლათინოამერიკელები მეტნი გახდნენ ბუნებრივი ზრდის გამო, აზიელები კი _ მიგრაციის წყალობით.

ბიურო მიგვითითებს, რომ აშშ-ის თეთრკანიანი მოსახლეობა სწრაფად ბერდება იმიტომ, რომ მისი წარმომადგენლები გვიან ოჯახდებიან, ევროპის ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტების რაოდენობა კი იკლებს.

სტატისტიკის მიხედვით,  თეთრკანიანი მოსახლეობის საშუალო ასაკი 43 წელია, ლათინოამერიკელის _ 29 წელი; საშუალო სტატისტიკური ამერიკელის ასაკი 2017 წელს 38 წელი იყო. ვარაუდობენ, რომ 2035 წლისთვის 65 წელზე უფროსი ამერიკელების რაოდენობა პირველად გადააჭარბებს ბავშვების რაოდენობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here