ეს მოხდა წლეულს, 17 იანვარს ოჰაიოს შტატში. პროკურორის მოადგილე ფრანკლინმა ყმაწვილს სასამართლო მოსმენის დროს ესროლა.
რომელიღაც მომენტში იფეთქა კონფლიქტმა პროკურორის მოადგილეს, მოზარდსა და მის მშობლებს შორის.
სამართალში მიცემულის ნათესავები თავს დაესხნენ პროკურორის მოადგილეს, მანაც თავდაცვის მიზნით გაისროლა. ტყვია ბიჭს მოხვდა. დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.