Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ში მოლდოვურ ოჯახს შვილები წაართვეს

აშშ-ში მოლდოვურ ოჯახს შვილები წაართვეს

675
მოლდოვური ოჯახი

მოლდოვის მოქალაქეთა ეს ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, რომ უწყებაში “ყურად იღეს ეს ინფორმაცია”: “ამჟამად მოლდოვის რესპუბლიკის საელჩო აშშ-ში ამყარებს კონტაქტს აღნიშნულ ოჯახთან, რათა გაერკვეს ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალში. საელჩო ჩაერევა და გაუწყებთ განხორციელებული საქმიანობის შედეგებს”, _ აღნიშნეს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სოცქსელებსა და მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოველთა ოჯახს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ჩამოართვეს შვილები _ სამი თვის ბიჭი და სამი წლის გოგონა. სამეურვეო ორგანოებმა მშობლებს ბრალი დასდეს ახალშობილისადმი “ბოროტ ქმედებაში”, მას შემდეგ, რაც ბავშვს თავში სისხლჩაქცევა აღმოუჩინეს.

დედამ განაცხადა, რომ მშობიარობა ნაადრევი ჰქონდა, თან ერთვოდა გართულებები, ბავშვმა 7 კვირა ინკუბატორში გაატარა და მილის დახმარებით სუნთქავდა. მშობლები თვლიან, რომ ექიმების მიერ დადგენილი სიმპტომები ამ გართულებების შედეგი შეიძლება იყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here