Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში ლოჯისტიკური კოშმარია

აშშ-ში ლოჯისტიკური კოშმარია

ჯო ყველაფერში ტრამპს დაადანაშაულებს. ეს უფრო მარტივია, ვიდრე სინამდვილეში რაღაცის გაკეთება

ამერიკული სოცქსელების მიმოხილვა

აშშში სამუშაო ძალის ნაკლებობამ მიწოდებების სფეროში მასობრივი ჩავარდნები გამოიწვია. ბობ ნარდელი, მსოფლიოში სახლის მოწყობისთვის საჭირო საქონლის უმსხვილესი რიტეილერ Home Depotდა Chryslerის გენერალური დირექტორი, გვაფრთხილებს, რომ პრობლემა შეიძენს ნაციონალური მასშტაბის საგანგებო ვითარების ხასიათს. Fox Newsის ეთერში ნარდელმა წამოაყენა წინადადება, რომ აშშში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რაც სამხედროებს მისცემდა საშუალებას, მონაწილეობა მიეღოთ ტვირთების ტრანსპორტირებაში.

* “ბაიდენი ქმნის კრიზისს ერთმანეთის მიყოლებით. ჩვენ ქვეყანა უნდა მოვიყვანოთ ჯანსაღ მდგომარეობაში და უზრუნველვყოთ ამერიკელი მოქალაქეების რეალური სათანადო წარმომადგენლობა. ესაა ის, რაც ახლა ამერიკას სჭირდება”, _ წერს Tres Perro Noche.ჰე.

* “შესაძლოა,Home Depot-ი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, მაგალითად, ვირჯინიაში ხმის მიცემის შესახებ კანონის მიღებაში. ბიზნესმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, მთავრობამ კი შორს დაიჭიროს თავი ბიზნესისგან. ვიმედოვნებ, მსხვილი ბიზნესი და საინფორმაციო საშუალებები დატკბებიან იმით, რომ მათ წვლილი შეიტანეს ისეთი ვითარების შექმნაში, როცა მთავრობა აკონტროლებს ყველაფერს. ჩინეთი, რუსეთი, კუბა ხედავენ, როგორ ზის თქვენი ბიზნესი უბრალოდ ოფშორში”, _ აღნიშნავს Free2Speak954.

* “ნუ გადაუხდით ადამიანებს იმის გამო, რომ ისინი, უბრალოდ, შინ სხედან. ნუ მისცემთ მათ უფასო ფულს, ადამიანებს დაუტოვეთ არჩევანი _ იმუშაონ თუ იშიმშილონ”, _ წერს drinkdrankdrunk.

* “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქვეყანაში, რომელსაც მართავენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან განსხვავება კაცსა და ქალს შორის”, _ აღნიშნავს incorrect.

* “ვინ იფიქრებდა, რომ აშშ-ში დადგებოდა განაწილების პრობლემა. ტრანსპორტის მინისტრი გახდა პატარა ქალაქის მერი, რომელსაც არანაირი სამუშაო გამოცდილება არ გააჩნია ტრანსპორტის სფეროში. როგორ შეიძლება, რამე რიგზე არ იყოს?” – ირონიულ “საგონებელშია”worldgonemad082.

* “ვიმედოვნებ, რომ, როცა პატარა დემოკრატები ვერ მიიღებენ ყველა სადღესასწაულო საქონელს, რომელიც მათ სურთ, ისინი, ბოლოსდაბოლოს, მიხვდებიან, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს”, _ კომენტარს აკეთებს LowKey52.

* “მათ სურთ, რომ სამხედროებმა გააკეთონ ყველაფერი, მტრისგან ამერიკის დაცვის გარდა”, _ ხაზს უსვამს happyru.

* “ნუთუ ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მიზანს წარმოადგენს ეკონომიკის დანგრევა?” _ გაკვირვებულია charliehustleagain.

* “თუ ამას შეხედავთ, მიხვდებით, რომ ბაიდენმა ფარ-ხმალი დაყარა. ტრამპი დაიკაპიწებდა ხელებს და ყველაფერს გამოასწორებდა, სანამ რომელიმე ჩვენგანი გაიგებდა ამის შესახებ”, _ თვლის ExposeTheDems.

* “მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჯო ყველაფერში ტრამპს დაადანაშაულებს. ეს უფრო მარტივია, ვიდრე სინამდვილეში რაიმეს გაკეთება, რათა გადაწყდეს პრობლემა”, _ აღნიშნავს daveinwyoming738.

* “რატომ უნდა მოხდეს მთავრობის (შეიარაღებული ძალების) გამოყენება იმ პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც მთავრობამ გამოიწვია? უბრალოდ, შეაჩერეთ ყველა მანდატი ვაქცინებზე და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, მაგრამ ბაიდენს არ სურს უარის თქმა თავის პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყანას ანგრევს”, _ მიუთითებს Johnson19088.

* “სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემის მარტივ გადაწყვეტას წარმოადგენს უმუშევრობის შემცირება შრომისუნარიანი ადამიანებისთვის თავისუფალი სამუშაო ადგილების არსებობის დროს! კოლეჯის სტუდენტები, რომელთა სწავლასაც სახელმწიფო აფინანსებს, უნდა მუშაობდნენ გამოსასვლელ დღეებში, რათა დაეხმარონ ქვეყანას, შეინახოს მათი ზარმაცი უკანალები”, _ რადიკალურად აცხადებს MissouriRichard.

* “მიდი, კაპიტალიზმო, გაათანაბრე მოთხოვნა და მიწოდება!” _ ირონიულად აცხადებს PaPride.

აშშ-ის საცალო ვაჭრობის გიგანტმა PaPride-მ დაიწყო ხომალდების დაქირავება მიწოდების სფეროში გლობალური ჩავარდნების ფონზე, რაც საფრთხეს უქმნის დღესასწაულების სეზონს, რომელზეც დამოკიდებულია საცალო ვაჭრობის წარმატება.

“ხომალდების დაქირავება ინვესტიციების მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც გავაკეთეთ, რათა რაც შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს საქონლის გადატანა”, _ განაცხადა ჯო მეტცგერმა, Walmart-ის აშშ-ში მიწოდების ჯაჭვის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა. ამ წელს კომპანიამ უკვე რამდენიმე ხომალდი დაიქირავა.

“მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს გადაჭედილი პორტების გვერდის ავლა და უზრუნველყოფილ იქნას სივრცე ხომალდებისთვის იმ ფონზე, როცა COVID-19-მა და სავაჭრო დაპირისპირებამ აშშ-სა და ჩინეთს შორის, აგრეთვე, მოწყობილობების ნაკლებობამ გააშიშვლეს მიწოდების გლობალური ხაზების სიმყიფე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ყველაფრისთვის _ კვების პროდუქტებითა და სამოსით დაწყებული, სასმელითა და პამპერსით დამთავრებული”, _ დასძინა მეტცგერმა.

ჯოზეფ ტერნერი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here