Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში დააპატიმრეს ქალი, რომელსაც განზრახული ჰქონდა, ნენსი პელოსი მოეკლა

აშშ-ში დააპატიმრეს ქალი, რომელსაც განზრახული ჰქონდა, ნენსი პელოსი მოეკლა

ნენსი პელოსი

ამერიკელმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს ორი ქალი, რომლებიც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობდნენ. სამართალდამცველთა განცხადებით, ერთერთ ქალს განზრახული ჰქონდა, მოეკლა აშშის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, _ იუწყება The Washington Post.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მოიპოვა ვიდეო, რომელზეც ქალები: დონა ბენკროფტი და დიანა სანტოს-სმიტი ლაპარაკობენ თავიანთ სურვილზე, “თავში ესროლონ” ნენსი პელოსის.

ქალი, რომელიც ამბობდა, რომ სურს ნენსი პელოსის მოკვლა
ქალი, რომელიც ამბობდა, რომ სურს ნენსი პელოსის მოკვლა

“ჩვენ შევიჭერით კაპიტოლიუმში… შევედით შიგნით, გავაკეთეთ ჩვენი საქმე… ვეძებდით ნენსის (პელოსის), რათა მის ეშმაკისეულ თავში გვესროლა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ”, _ ამბობს ქალი ვიდეოში.

დაპატიმრებულ ქალებს წარედგინათ ბრალდება ფედერალურ შენობაში უკანონოდ შეჭრისა და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გამო.

News-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here